სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს
მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს

მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ავ­თან­დილ ადუ­ა­ში­ლის დე­დის და­კი­თხვა დას­რულ­და. ამ დრო­ის­თვის პრო­ცეს­ზე ადუ­აშ­ვი­ლის ძმის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ადუ­აშ­ვი­ლის დე­დამ, ლა­რი­სა ეფ­რე­მი­ძემ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა და­უკ­ვე­თა და ფუ­ლიც მან გა­და­ი­ხა­და.

"სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ა­უ­ბე­დუ­რა ვახო ჩხა­პე­ლია და ეს გა­ა­კე­თე­ბი­ნა. ასი პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სო­სომ მო­აკ­ვლე­ვი­ნა. სო­სომ ორი საქ­მე გა­ა­კე­თა - ჩხა­პე­ლი­აც მო­ი­შო­რა და ავ­თოც", - გა­ნა­ცხა­და ეფ­რე­მი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზე მას შემ­დეგ და­ეჭ­ვდა რაც მან სა­კუ­თა­რი და და მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნა. მოკ­ლუ­ლის დედა აღ­ნიშ­ნავს, რომ ვა­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობ­და და ეს სა­კი­თხი, 24 ნო­ემ­ბერს, ერე­ვან­ში უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­სა და ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვილს შო­რის.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კი­თხვი­სას, მოკ­ლუ­ლის ძმამ აღ­ნიშ­ნა, რომ ერე­ვან­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვილს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი­დან წილი უნდა გა­მო­ე­ტა­ნა.

მევ­ლუდ ადუ­აშ­ვი­ლი ასე­ვე ამ­ტკი­ცებს, რომ მკვლე­ლო­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა და ამა­ში მას შემ­დეგ დარ­წმუნ­და, რაც პავ­ლი­აშ­ვილ­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი წა­იყ­ვა­ნა. გარ­და ამი­სა სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია ისიც, რომ პავ­ლი­აშ­ვილ­მა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ არ და­რე­კა და არც კავ­შირ­ზე გა­მო­ვი­და.

"მაკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი უცებ რომ გა­აქ­რეს, ის მა­ეჭ­ვებს. მა­კამ ყვე­ლა­ფე­რი იცის. პირი რომ და­ა­ღოს ყვე­ლა­ფერს იტყვის და იმი­ტომ წა­იყ­ვა­ნა. მი­ვაღ­წევ იმას, რომ დას­თან ერ­თად სო­სოს ჩა­მო­ვიყ­ვან და­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის ძმამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს

მოკლული ადუაშვილის ოჯახის წევრებმა სოსო პავლიაშვილი დაადანაშაულეს

მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშილის დედის დაკითხვა დასრულდა. ამ დროისთვის პროცესზე ადუაშვილის ძმის დაკითხვა მიმდინარეობს.

ადუაშვილის დედამ, ლარისა ეფრემიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა დაუკვეთა და ფულიც მან გადაიხადა.

"სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია და ეს გააკეთებინა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სოსომ მოაკვლევინა. სოსომ ორი საქმე გააკეთა - ჩხაპელიაც მოიშორა და ავთოც", - განაცხადა ეფრემიძემ.

მისივე თქმით, სოსო პავლიაშვილზე მას შემდეგ დაეჭვდა რაც მან საკუთარი და და მშობლები საქართველოდან წაიყვანა. მოკლულის დედა აღნიშნავს, რომ ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა და ეს საკითხი, 24 ნოემბერს, ერევანში უნდა განხილულიყო სოსო პავლიაშვილსა და ავთანდილ ადუაშვილს შორის.

სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, მოკლულის ძმამ აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე ავთანდილ ადუაშვილს საერთო ბიზნესიდან წილი უნდა გამოეტანა.

მევლუდ ადუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც პავლიაშვილმა ოჯახის წევრები წაიყვანა. გარდა ამისა საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ პავლიაშვილმა მკვლელობის შემდეგ არ დარეკა და არც კავშირზე გამოვიდა.

"მაკა პავლიაშვილი უცებ რომ გააქრეს, ის მაეჭვებს. მაკამ ყველაფერი იცის. პირი რომ დააღოს ყველაფერს იტყვის და იმიტომ წაიყვანა. მივაღწევ იმას, რომ დასთან ერთად სოსოს ჩამოვიყვან დაკითხვაზე", - განაცხადა მოკლულის ძმამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ