სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?
ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?

ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი ლადო ბე­დუ­კა­ძე სას­ჯელ­თაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტის სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბას ცი­ხე­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დრო­ინ­დე­ლი "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აბ­სურ­დულს უწო­დებს.

"რა თქმა უნდა სრუ­ლი აბ­სურ­დია მი­ნაშ­ვი­ლის ნა­ბოდ­ვა­რი, მაგ­რამ მეტი სან­დო­ო­ბი­სათ­ვის, რომ და­ი­გი­ნოს (პო­ლი­ტი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტერ­მი­ნია) ჩვენ­მა ერ­თგულ­მა სუ­ბარ­მა არ უნდა? 700 მა­ყუ­რე­ბე­ლი 15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე - ანუ 46 თითო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? ცო­ტას ხომ არ და­უკ­ლებ­და (მო­ნა­დი­რე-მე­თევ­ზის ანეგ­დო­ტის არ იყოს)? სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ,სას­ჯე­ლის მოხ­დის არც ერთ და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2006 წლის შემ­დგომ არც ერთი ე.წ. მა­ყუ­რე­ბე­ლი არც იყო და არც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და!",- წერს ლადო ბე­დუ­კა­ძე ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

სო­ზარ სუ­ბარ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნუ­ცხა­და, რომ 14 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 700-მდე "მა­ყუ­რე­ბე­ლი" დახ­ვდათ, მათ­გან 200-მდე ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი. "ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია და სახ­ლი­დან ვერ გა­მო­დის, რად­გან იმ პა­ტიმ­რე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბის ეში­ნია, რო­მელ­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ვა­ლე­ბით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ზოგი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" იზო­ლი­რე­ბუ­ლი გვყავს, რად­გან საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ. თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყუ­ილს ამ­ბობ­და, რომ ცი­ხე­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" არ არი­ან და გავ­ლე­ნე­ბი არა აქ­ვთო, ჩვენ არ მო­ვი­ტყუ­ე­ბით. ზო­ნებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ისევ არი­ან და გავ­ლე­ნაც აქვთ. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეკ­რუ­ლი არ არი­ან. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ისიც მო­ა­ხერ­ხეს, რომ "მა­ყუ­რე­ბე­ლი" (ვახ­ტანგ თი­გიშ­ვი­ლი) და­ნიშ­ნეს "მატ­რო­სოვ­ზე", სა­დაც არას­დროს ყო­ფი­ლან "მა­ყუ­რებ­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?

ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტის სოზარ სუბარის განცხადებას ციხეებში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი "მაყურებლების" არსებობის შესახებ აბსურდულს უწოდებს.

"რა თქმა უნდა სრული აბსურდია მინაშვილის ნაბოდვარი, მაგრამ მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს (პოლიტიკაში მიღებული ტერმინია) ჩვენმა ერთგულმა სუბარმა არ უნდა? 700 მაყურებელი 15 დაწესებულებაზე - ანუ 46 თითო დაწესებულებაში? ცოტას ხომ არ დაუკლებდა (მონადირე-მეთევზის ანეგდოტის არ იყოს)? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,სასჯელის მოხდის არც ერთ დახურული ტიპის დაწესებულებაში 2006 წლის შემდგომ არც ერთი ე.წ. მაყურებელი არც იყო და არც ამის საჭიროება არ არსებობდა!",- წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სოზარ სუბარმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში განუცხადა, რომ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 700-მდე "მაყურებელი" დახვდათ, მათგან 200-მდე ძალიან გავლენიანი. ”ბევრი მათგანი დღეს თავისუფალია და სახლიდან ვერ გამოდის, რადგან იმ პატიმრების შურისძიების ეშინია, რომელთაც ადმინისტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ. ზოგი "მაყურებელი" იზოლირებული გვყავს, რადგან საფრთხე ემუქრებათ. თუ წინა ხელისუფლება ტყუილს ამბობდა, რომ ციხეში "მაყურებლები" არ არიან და გავლენები არა აქვთო, ჩვენ არ მოვიტყუებით. ზონებში "მაყურებლები" ისევ არიან და გავლენაც აქვთ. განსხვავება ის არის, რომ ადმინისტრაციასთან შეკრული არ არიან. "ნაციონალებმა" ისიც მოახერხეს, რომ "მაყურებელი" (ვახტანგ თიგიშვილი) დანიშნეს "მატროსოვზე", სადაც არასდროს ყოფილან "მაყურებლები",- განაცხადა სოზარ სუბარმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს