ჰოლივუდის მსახიობი სანდრა ბალოკი ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავია, მაგრამ იშვიათად თუ სახელდება სასურველ, ან მიმზიდველ ქალთა რეიტინგში.
როგორც ჩანს, სანდრას ეს საკითხი სერიოზულად აწუხებს და სექსუალური ქალის იმიჯის მორგებას ცდილობს. 49 წლის სანდრას ასაკის მატებისაც ეშინია და ფიქრობს, რომ თუ გარეგნობაზე არ იზრუნებს, მალე მხოლოდ კარგი სამსახიობო ოსტატობით ჰოლივუდელ რეჟისორებს ვეღარ მოხიბლავს. ამასთან, ბალოკის აზრით, მისი ასაკის კოლეგა ქალები, ჰოლი ბერი, ჯენიფერ ენისტონი და სხვები მასზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, შენარჩუნებული ტანადობის წყალობით, თამამ სამოსსაც იცვამენ და სექსუალურ ქალთა რეიტინგებს ლიდერობენ.
მსახიობმა ახალი იმიჯის მოსარგებად ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილი სტილისტი ელიზაბეტ სტიუარტი დაიქირავა. ელიზაბეტის ვიპ-კლიენტთა შორის ჯულია რობერტსი, ჯესიკა ჩესტეინი, ჯენიფერ ლოურენსი და კეიტ ბლანშეტი არიან.
"სანდრა ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. სტილისტი ახალ ვარცხნილობაზე მუშაობს და მხოლოდ ისეთ კაბებს შეკერავს, რომელიც მკერდსა და უკანალს გამოკვეთს", - ამბობს ბალოკის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.