სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს
რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს

რა­დი­ო­წამ­ყვა­ნე­ბის­თვის - გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძი­სა და თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის­თვის აგ­ვის­ტოს ერთი კვი­რა დღე თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა: ისი­ნი ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებ­დნენ და 25 აგ­ვის­ტოს სა­ყიდ­ლებ­ზე თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათი წუ­თის სა­ვალ­ზე გა­ვიდ­ნენ. ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში ივაჭ­რეს და უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მე­სა­ზღვრე­ე­ბის მსხვერ­პლნი აღ­მოჩ­დნენ. ამის შე­სა­ხებ უკვე ვრცლად, ბა­თუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძემ "ამ­ბე­ბი.გე"-ს უამ­ბო:

- უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, შემ­თხვე­ვით სხვა გზი­დან მო­მი­წია შე­მოს­ვლამ. იმ დროს შევ­ნიშ­ნე, რომ მე­სა­ზღვრე პო­ლი­ცი­ე­ლი თურ­ქუ­ლად რა­ღა­ცას გვიყ­ვი­რო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი მეს­მო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­დი­თო, - ამას გვა­ნიშ­ნებ­და. იქი­დან ისე­დაც ვა­პი­რებ­დით გას­ვლას და სხვა რიგ­ში ჩად­გო­მას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი იდ­გნენ და სა­დაც ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და. მოკ­ლედ, მი­ვე­დით დ იმ გო­გო­ნას­თან დავ­დე­ქით.

ჩვე­ნი რიგი რომ მო­ახ­ლოვ­და, მე­სა­ზღვრე მო­ვი­და და გვი­თხრა: - თქვენ აქ არ უნდა იდ­გე­თო. ვუ­თხა­რით, ეს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ-მეთ­ქი, მაგ­რამ მას თურ­ქუ­ლის გარ­და, ენა არ ეს­მო­და. არა­და, წე­სით, ქარ­თუ­ლი უნდა იცოდ­ნენ, რად­გა­ნაც სა­ზღავ­რთან მუ­შა­ო­ბენ. მოკ­ლედ, ის პო­ლი­ცი­ე­ლი სა­შინ­ლად აგე­სი­უ­ლი გახ­და, - არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, მან­ქა­ნა გა­და­ა­ყე­ნეო, - თურ­მე ამას ამ­ბობ­და, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, მერე ხე­ლით მი­მი­თი­თა. მან­ქა­ნა გა­და­ვა­ყე­ნე. სა­ბუ­თე­ბი მომ­თხო­ვა. არ მი­ვე­ცი, რად­გა­ნაც არ ვი­ცო­დი, რა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, ვე­რა­ფერს მა­გე­ბი­ნებ­და. ამის შემ­დეგ მან­ქა­ნას და­უ­წყო ხე­ლით დარ­ტყმა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლად რა­ღაც სი­ტყვებს ყვი­რო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელს.

ავ­ტო­მო­ვი­ლი ჩავ­კე­ტე, მაგ­რამ მან მო­ას­წრო და მან­ქა­ნა­ში მჯდომს ხე­ლით შე­მე­ხო. მოკ­ლედ, ღვე­დით დაბ­მულს მირ­ტყამ­და. მერე და­ახ­ლო­ე­ბით 20-მა პო­ლი­ცი­ელ­მა მან­ქა­ნას წრე შე­მო­არ­ტა და ურტყამ­დნენ, რა­საც ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი შო­რი­დან უყუ­რებ­და. მან­ქა­ნი­დან გა­და­ვე­დი. ამა­სო­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ლონ­ში შე­ვი­და და ჩვე­ნი სა­ბუ­თე­ბი აიღო, თან მე­ქა­ჩე­ბო­და და მა­ი­სუ­რიც შე­მო­მა­ხია. შემ­დეგ ჩემ­სა­ვე ავ­ტო­მობლში მა­ი­ძუ­ლა, სა­ჭეს­თან დავ­მჯდა­რი­ყა­ვი. რო­მე­ლი­ღაც ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ა­ში უნდა წა­ვეყ­ვა­ნეთ. იმ დროს თა­მუ­ნამ ტე­ლე­ფო­ნი აიღო და დე­და­მისს ურე­კავ­და, ეც­ნენ და ცემა და­უ­წყეს, დრო­ზე მან­ქა­ნა­ში ჩა­ჯე­ქიო. ამა­ზე კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. თა­მუ­ნას ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა, მაგ­რამ მა­ინც მო­ვას­წა­რით და ყველ­გან, სა­დაც შევ­ძე­ლით, დავ­რე­კეთ და ყვე­ლას ვაც­ნო­ბეთ, რაც დაგ­ვე­მარ­თა. მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­შიც. სა­ელ­ჩომ გვი­თხრა, სა­კონ­სუ­ლოს და­უ­კავ­შირ­დი­თო. მოკ­ლედ, პო­ლი­ცი­ა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ცალ­კე მო­მა­თავ­სეს, თა­მუ­ნა - ცალ­კე. ერ­თმა­ნეთს გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­დით, - ვერ ვხდე­ბო­დით, რა ხდე­ბო­და. გა­ვი­და 3 სა­ა­თი და სა­კონ­სუ­ლო­დან არა­ვინ შეგ­ვეხ­მი­ა­ნა. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვი­ღაც ქალი მო­იყ­ვა­ნეს, რომ ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი ეთარ­გმნა. ის ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სარ­ფი­დან გახ­ლდათ, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მელ­მაც თურ­ქუ­ლი იცო­და. რომ დაგ­ვი­ნა­ხა, მა­შინ­ვე გვიც­ნო, ეს ვინ და­გი­კა­ვე­ბი­ათ, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნე­ბიო. ამ ამ­ბავს პრე­სა რომ გა­ი­გებს, ერთი ამ­ბა­ვი ატყდე­ბაო. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ უჯე­რებ­დნენ, რო­გორ და­ამ­ტკი­ცებთ, რომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ა­ნო. მერე ვუ­თხა­რი, - "გუ­გლ­ში" ჩა­წე­რეთ ჩვე­ნი გვარ-სახ­ლე­ე­ბი და ყვე­ლა­ფერს შე­ი­ტყობთ-მეთ­ქი. ასეც მო­იქ­ცნენ. რო­დე­საც ჩვენს სი­მარ­თლე­ში დარ­წმუნ­დნენ, გვი­თხრეს, - ხელ­წე­რი­ლი და­წე­რე­თო, მა­ნამ­დე ლა­პა­რა­კი იყო მგო­ნი, 4.000-დო­ლა­რი­ან ჯა­რი­მა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ჯა­რი­მა 105 ლარი გა­მოგ­ვი­წე­რეს.

- ხელ­წე­რილ­ში რა და­გა­წე­რი­ნეს?

- რომ და­ვარ­ღვი­ეთ კა­ნო­ნი, რის­თვი­საც დაგ­ვა­კა­ვეს, მაგ­რამ თა­ნახ­მე­ბი ვართ, ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ გაგ­ვიშ­ვან. ჰო, ხელ­წე­რილ­ში ისიც დაგ­ვა­წე­რი­ნეს, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის, არა­ფერს ვი­ტყო­დით. ამა­სო­ბა­ში დაგ­ვი­რე­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ, მათ უკვე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ და გვი­თხრეს, რომ დას­თან­ხმდით მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ასე ჯო­ბი­აო. ამან კი­დევ მე­ტად გა­მა­გი­ჟა. რას ნიშ­ნავს ჯო­ბია? სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ ანაღ­ვლებს? სამი სა­ა­თი პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, მათ იცოდ­ნენ ამის შე­სა­ხებ და არა­ვინ მო­სუ­ლა. გა­მა­გე­ბი­ნონ ერთი რა ჯო­ბია, - შენს მო­ქა­ლა­ქე­ებს თურ­ქი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ ურტყა­მენ? ეს საქ­მე ასე დავ­ტო­ვოთ და ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვთქვათ?

რო­გორც მერე გა­ვი­გეთ, ქარ­თველ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღავრზე ასე ხში­რად ექ­ცე­ვი­ან, სცე­მენ და შე­უ­რა­ცხყო­ფენ. მერე თურ­მე ნა­ცემ ადა­მი­ა­ნებს სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ყრი­ან. ამის შე­სა­ხებ რო­გორც ჩანს, პრე­სა­ში არ და­წე­რი­ლა...

მოკ­ლედ, ბე­დად იმ ქალს რომ არ ვე­ცა­ნით, ახლა სად ვიქ­ნე­ბო­დით, არა­ვინ იცის. იმ ქალ­მა გვიხ­სნა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს

რა შეემთხვათ თურქეთში თამუნა მუსერიძესა და გიორგი ნაზღაიძეს

რადიოწამყვანებისთვის - გიორგი ნაზღაიძისა და თამუნა მუსერიძისთვის აგვისტოს ერთი კვირა დღე თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა: ისინი ბათუმში ისვენებდნენ და 25 აგვისტოს საყიდლებზე თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს. საზღვრიდან დაახლოებით ათი წუთის სავალზე გავიდნენ. ტანსაცმლის მაღაზიაში ივაჭრეს და უკან დაბრუნებისას, მესაზღვრეების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. ამის შესახებ უკვე ვრცლად, ბათუმში დაბრუნებულმა გიორგი ნაზღაიძემ ”ამბები.გე”-ს უამბო:

- უკან რომ ვბრუნდებოდით, შემთხვევით სხვა გზიდან მომიწია შემოსვლამ. იმ დროს შევნიშნე, რომ მესაზღვრე პოლიციელი თურქულად რაღაცას გვიყვიროდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. სავარაუდოდ, გადითო, - ამას გვანიშნებდა. იქიდან ისედაც ვაპირებდით გასვლას და სხვა რიგში ჩადგომას, სადაც საქართველოსკენ მომავალი მანქანები იდგნენ და სადაც ჩვენი მეგობარი გოგონა იმყოფებოდა. მოკლედ, მივედით დ იმ გოგონასთან დავდექით.

ჩვენი რიგი რომ მოახლოვდა, მესაზღვრე მოვიდა და გვითხრა: - თქვენ აქ არ უნდა იდგეთო. ვუთხარით, ეს ჩვენი მეგობარია, ყველანი ერთად ვართ-მეთქი, მაგრამ მას თურქულის გარდა, ენა არ ესმოდა. არადა, წესით, ქართული უნდა იცოდნენ, რადგანაც საზღავრთან მუშაობენ. მოკლედ, ის პოლიციელი საშინლად აგესიული გახდა, - არაფერი მაინტერესებს, მანქანა გადააყენეო, - თურმე ამას ამბობდა, რომ ვერაფერი გავიგე, მერე ხელით მიმითითა. მანქანა გადავაყენე. საბუთები მომთხოვა. არ მივეცი, რადგანაც არ ვიცოდი, რა ჰქონდა გადაწყვეტილი, ვერაფერს მაგებინებდა. ამის შემდეგ მანქანას დაუწყო ხელით დარტყმა და გაღიზიანებული თურქულად რაღაც სიტყვებს ყვიროდა, სავარაუდოდ, შეურაცხმყოფელს.

ავტომოვილი ჩავკეტე, მაგრამ მან მოასწრო და მანქანაში მჯდომს ხელით შემეხო. მოკლედ, ღვედით დაბმულს მირტყამდა. მერე დაახლოებით 20-მა პოლიციელმა მანქანას წრე შემოარტა და ურტყამდნენ, რასაც ქართველი მოქალაქეების ნაწილი შორიდან უყურებდა. მანქანიდან გადავედი. ამასობაში პოლიციელი სალონში შევიდა და ჩვენი საბუთები აიღო, თან მექაჩებოდა და მაისურიც შემომახია. შემდეგ ჩემსავე ავტომობლში მაიძულა, საჭესთან დავმჯდარიყავი. რომელიღაც ქალაქის პოლიციაში უნდა წავეყვანეთ. იმ დროს თამუნამ ტელეფონი აიღო და დედამისს ურეკავდა, ეცნენ და ცემა დაუწყეს, დროზე მანქანაში ჩაჯექიო. ამაზე კინაღამ გავგიჟდი. თამუნას ისტერიკა დაემართა, მაგრამ მაინც მოვასწარით და ყველგან, სადაც შევძელით, დავრეკეთ და ყველას ვაცნობეთ, რაც დაგვემართა. მათ შორის, საქართველოს საელჩოშიც. საელჩომ გვითხრა, საკონსულოს დაუკავშირდითო. მოკლედ, პოლიციაში წაგვიყვანეს. მე ცალკე მომათავსეს, თამუნა - ცალკე. ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით, - ვერ ვხდებოდით, რა ხდებოდა. გავიდა 3 საათი და საკონსულოდან არავინ შეგვეხმიანა. შემდეგ პოლიციელებმა ვიღაც ქალი მოიყვანეს, რომ ჩვენი დიალოგი ეთარგმნა. ის ქალბატონი ქართველი აღმოჩნდა, სარფიდან გახლდათ, მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც თურქული იცოდა. რომ დაგვინახა, მაშინვე გვიცნო, ეს ვინ დაგიკავებიათ, ტელე-რადიოწამყვანებიო. ამ ამბავს პრესა რომ გაიგებს, ერთი ამბავი ატყდებაო. პოლიციელები არ უჯერებდნენ, როგორ დაამტკიცებთ, რომ ცნობილი ჟურნალისტები არიანო. მერე ვუთხარი, - "გუგლში" ჩაწერეთ ჩვენი გვარ-სახლეები და ყველაფერს შეიტყობთ-მეთქი. ასეც მოიქცნენ. როდესაც ჩვენს სიმართლეში დარწმუნდნენ, გვითხრეს, - ხელწერილი დაწერეთო, მანამდე ლაპარაკი იყო მგონი, 4.000-დოლარიან ჯარიმაზე, საბოლოოდ ჯარიმა 105 ლარი გამოგვიწერეს.

- ხელწერილში რა დაგაწერინეს?

- რომ დავარღვიეთ კანონი, რისთვისაც დაგვაკავეს, მაგრამ თანახმები ვართ, ამ თანხის სანაცვლოდ გაგვიშვან. ჰო, ხელწერილში ისიც დაგვაწერინეს, რომ ამ ფაქტის შესახებ საქართველოში არავის, არაფერს ვიტყოდით. ამასობაში დაგვირეკა საქართველოს საელჩომ, მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ და გვითხრეს, რომ დასთანხმდით მათ შემოთავაზებას, ასე ჯობიაო. ამან კიდევ მეტად გამაგიჟა. რას ნიშნავს ჯობია? საქართველოს საელჩოს მისი მოქალაქეები არ ანაღვლებს? სამი საათი პოლიციაში ვიყავით, მათ იცოდნენ ამის შესახებ და არავინ მოსულა. გამაგებინონ ერთი რა ჯობია, - შენს მოქალაქეებს თურქი პოლიციელები, რომ ურტყამენ? ეს საქმე ასე დავტოვოთ და ამის შესახებ არაფერი ვთქვათ?

როგორც მერე გავიგეთ, ქართველ მოქალაქეებს საზღავრზე ასე ხშირად ექცევიან, სცემენ და შეურაცხყოფენ. მერე თურმე ნაცემ ადამიანებს საზღვართან ახლოს ყრიან. ამის შესახებ როგორც ჩანს, პრესაში არ დაწერილა...

მოკლედ, ბედად იმ ქალს რომ არ ვეცანით, ახლა სად ვიქნებოდით, არავინ იცის. იმ ქალმა გვიხსნა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება