საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!
სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აღ­შფო­თე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და გვაც­ნო­ბეს, რომ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გა­დაყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი, გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ისევ უკან, სა­კან­ში, ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე და­აბ­რუ­ნეს(?!). მათი მტკი­ცე­ბით, პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­საყ­ვა­ნად გამ­ზა­დე­ბულ პა­ტი­მარს ბად­რაგ ფხა­კა­ძეს­თან კონ­ფლიქ­ტის გამო და­ყე­ნე­ბუ­ლი კა­თე­ტე­რე­ბი მოხ­სნეს და უკან და­აბ­რუ­ნეს.

"ახლა ჩვენ გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბა პა­ტი­მა­რი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი, მას ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ოპე­რა­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბო­და, ფე­ხებ­ზე ვე­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს. გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ო­პე­რა­ცი­ოდ მო­ამ­ზა­და მედ­პერ­სო­ნალ­მა. ვე­ნა­ში კა­თე­ტე­რი ჩა­უს­ვეს, გა­პარ­სეს, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში სა­ო­პე­რა­ცი­ოდ უნდა შე­ეყ­ვა­ნათ და ამ დროს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და სა­ბად­რა­გოს უფ­როს­თან, ვინ­მე ფხა­კა­ძეს­თან. პა­ტი­მარ­მა ჩაი ითხო­ვა, მო­უ­ტა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, თუმ­ცა ბად­რა­გი მას ამის გამო აუ­შარ­და. უთ­ქვამს, ბიჭო, აქ რამ­დენს ბე­დავ, რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვს, ახა­ლა­ი­ას დროს მო­გა­ნატ­რებ, თუ ჭკვი­ა­ნად არ მო­იქ­ცე­ვიო და ჩაი გა­და­უღვა­რა. ამის გამო მოხ­და მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რის შემ­დე­გაც ბად­რაგ­მა გა­მო­ათ­რია ძა­ლით პა­ლა­ტი­დან, და­ა­დო ხელ­ბორ­კი­ლი, შე­აგ­დო მან­ქა­ნა­ში და სა­ო­პე­რა­ციო კაცი ისევ ქსან­ში და­აბ­რუ­ნა. ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კე­თი­ლი ინე­ბოს და ძვე­ლი კად­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ გან­მე­ორ­დეს. ჩვენც ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ," - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ვცა­დეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვე­სა­უბ­რეთ პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას, რო­მელ­მაც გვი­თხრა, ფაქტს გა­და­ვა­მოწ­მებ და ცოტა ხან­ში და­მი­კავ­შირ­დი­თო. ხელ­მე­ო­რედ როცა და­ვუ­რე­კეთ, ფაქ­ტი და­მი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, პა­ტი­მა­რია დამ­ნა­შა­ვე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცა, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო აღიძ­ვრე­ბა, ის პა­სუხს აგებს. მას ოპე­რა­ცია არ გა­უ­კეთ­დე­ბა, თქვენ კი რაც გინ­დათ, ის და­წე­რე­თო(?!).

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მის­მა სი­ტყვებ­მა გაგ­ვა­ოგ­ნა. არ ვთვლით, რომ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გაყ­ვა­ნი­ლი, თუნ­დაც დამ­ნა­შა­ვე პა­ტი­მა­რი იმით უნდა და­სა­ჯო, რომ მას ოპე­რა­ცია არ გა­უ­კე­თო, მსგავს პა­სუ­ხებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრეს­ცენ­ტრე­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ასეთ პა­სუხს არ ვე­ლო­დით, თუმ­ცა მა­ინც შე­ვე­ცა­დეთ მის­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი მიგ­ვე­ღო. ისევ და­ვუ­რე­კეთ და მო­ი­თხო­ვა, კი­თხვე­ბი წე­რი­ლო­ბით გად­მოგ­ზავ­ნეთ და პა­სუხს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღებ­თო. მე­ო­რე დღეს ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა, ბო­ლოს მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა. გვი­თხრა, კი­თხვე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­თან, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ას­თან გა­დავ­გზავ­ნე და პა­სუხს რომ მი­ვი­ღებ, გა­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. სამ­წუ­ხა­როდ, შა­ბათ სა­ღა­მომ­დე ამა­ოდ ვე­ლო­დით.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ შექ­მნი­ლი ბა­რი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ვე­ცა­დეთ, ამ სა­კი­თხზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კო­მენ­ტა­რი მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. ამ­ჯე­რად ჩემი ყო­ფი­ლი კო­ლე­გა ლალი მო­როშ­კი­ნა, დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი და­მეხ­მა­რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში.

ლალი მო­როშ­კი­ნა: - ინ­ცი­დენტს ვა­დას­ტუ­რებთ. პა­ტი­მა­რი ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში. მის­თვის ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ექიმ ალექ­სან­დრე გო­გე­ლი­ანს, მაგ­რამ პა­ტი­მარ­მა და­არ­ღვია წე­სე­ბი. ის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და, რაც ასა­ხუ­ლია ოქ­მშიც. ითხოვ­და აკ­რძა­ლულ ნივ­თებს, კერ­ძოდ, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და წეს­რიგს, სურ­და ფან­ჯა­რა­სა და კარ­თან მის­ვლა, რა­საც კა­ნო­ნი კრძა­ლავს. უხე­შად ექ­ცე­ო­და მედ­პერ­სო­ნალს, მას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა ექი­მებ­თან და შემ­დეგ თა­ვად თქვა უარი ოპე­რა­ცი­ა­ზე. ამის შემ­დეგ და­ა­დო ბად­რაგ­მა მას ხელ­ბორ­კი­ლი და ისევ ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

- გა­სა­გე­ბია, რომ შე­საძ­ლოა და­ა­შა­ვა, მაგ­რამ თუ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ წა­იყ­ვა­ნეთ, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ოპე­რა­ცია და ისე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ სა­კან­ში? ექი­მებ­მა თქვეს უარი ოპე­რა­ცი­ა­ზე?

- მან თა­ვად თქვა უარი ოპე­რა­ცი­ა­ზე. გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს, და­წე­როს ხელ­წე­რი­ლი, რომ არ შექ­მნის პრობ­ლე­მას, შე­ას­რუ­ლებს ექი­მის მი­თი­თე­ბებს და ოპე­რა­ცია უპ­რობ­ლე­მოდ გა­უ­კეთ­დე­ბა. ექი­მე­ბიც და­გი­დას­ტუ­რე­ბენ, რო­გორ აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და. პი­რა­დად მე, ლალი მო­როშ­კი­ნა, ვა­ცხა­დებ, - მზად ვარ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად თა­ვად გა­და­ვიყ­ვა­ნო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და და­ვეს­წრო მის ოპე­რა­ცი­ას. ამით გა­ვა­ქარ­წყლებ სა­უ­ბარს იმა­ზე, რომ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!

სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!

გაზეთ "კვირის პალიტრას" სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებიდან აღშფოთებული პატიმრები დაუკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ საოპერაციოდ გადაყვანილი ერთ-ერთი პატიმარი, გივი კუბლაშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ისევ უკან, საკანში, ოპერაციის გარეშე დააბრუნეს(?!). მათი მტკიცებით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და საოპერაციოში შესაყვანად გამზადებულ პატიმარს ბადრაგ ფხაკაძესთან კონფლიქტის გამო დაყენებული კათეტერები მოხსნეს და უკან დააბრუნეს.

"ახლა ჩვენ გვერდით იმყოფება პატიმარი გივი კუბლაშვილი, მას ქირურგიის ინსტიტუტში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, ფეხებზე ვენების სერიოზული პრობლემა აქვს. გადაიყვანეს საავადმყოფოში, საოპერაციოდ მოამზადა მედპერსონალმა. ვენაში კათეტერი ჩაუსვეს, გაპარსეს, ნახევარ საათში საოპერაციოდ უნდა შეეყვანათ და ამ დროს შელაპარაკება მოუხდა საბადრაგოს უფროსთან, ვინმე ფხაკაძესთან. პატიმარმა ჩაი ითხოვა, მოუტანა საავადმყოფოს თანამშრომელმა, თუმცა ბადრაგი მას ამის გამო აუშარდა. უთქვამს, ბიჭო, აქ რამდენს ბედავ, რა მოთხოვნები გაქვს, ახალაიას დროს მოგანატრებ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევიო და ჩაი გადაუღვარა. ამის გამო მოხდა მათ შორის შელაპარაკება, რის შემდეგაც ბადრაგმა გამოათრია ძალით პალატიდან, დაადო ხელბორკილი, შეაგდო მანქანაში და საოპერაციო კაცი ისევ ქსანში დააბრუნა. ახალმა ხელმძღვანელობამ კეთილი ინებოს და ძველი კადრები გაათავისუფლოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ," - გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ვცადეთ. თავდაპირველად, ვესაუბრეთ პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი კორძაიას, რომელმაც გვითხრა, ფაქტს გადავამოწმებ და ცოტა ხანში დამიკავშირდითო. ხელმეორედ როცა დავურეკეთ, ფაქტი დამიდასტურა და გვითხრა, პატიმარია დამნაშავე, არაადეკვატურად მოიქცა, მის წინააღმდეგ საქმე ამ ინციდენტის გამო აღიძვრება, ის პასუხს აგებს. მას ოპერაცია არ გაუკეთდება, თქვენ კი რაც გინდათ, ის დაწერეთო(?!).

სიმართლე გითხრათ, მისმა სიტყვებმა გაგვაოგნა. არ ვთვლით, რომ საოპერაციოდ გაყვანილი, თუნდაც დამნაშავე პატიმარი იმით უნდა დასაჯო, რომ მას ოპერაცია არ გაუკეთო, მსგავს პასუხებს წინა ხელისუფლების პრესცენტრებიდან მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთ პასუხს არ ველოდით, თუმცა მაინც შევეცადეთ მისგან ოფიციალური კომენტარი მიგვეღო. ისევ დავურეკეთ და მოითხოვა, კითხვები წერილობით გადმოგზავნეთ და პასუხს ოფიციალურად მიიღებთო. მეორე დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ბოლოს მაინც მოვახერხეთ მასთან დაკავშირება. გვითხრა, კითხვები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღურწკაიასთან გადავგზავნე და პასუხს რომ მივიღებ, გამოგიგზავნითო. სამწუხაროდ, შაბათ საღამომდე ამაოდ ველოდით.

პრესსამსახურის მიერ შექმნილი ბარიერის მიუხედავად, შევეცადეთ, ამ საკითხზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომენტარი მოგვეპოვებინა. ამჯერად ჩემი ყოფილი კოლეგა ლალი მოროშკინა, დეპარტამენტის მრჩეველი დამეხმარა ინფორმაციის მოძიებაში.

ლალი მოროშკინა: - ინციდენტს ვადასტურებთ. პატიმარი ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გადაიყვანეს ქირურგიის ინსტიტუტში. მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ექიმ ალექსანდრე გოგელიანს, მაგრამ პატიმარმა დაარღვია წესები. ის არაადეკვატურად იქცეოდა, რაც ასახულია ოქმშიც. ითხოვდა აკრძალულ ნივთებს, კერძოდ, მობილურ ტელეფონს, არ ემორჩილებოდა წესრიგს, სურდა ფანჯარასა და კართან მისვლა, რასაც კანონი კრძალავს. უხეშად ექცეოდა მედპერსონალს, მას პრობლემები შეექმნა ექიმებთან და შემდეგ თავად თქვა უარი ოპერაციაზე. ამის შემდეგ დაადო ბადრაგმა მას ხელბორკილი და ისევ ციხეში გადაიყვანა.

- გასაგებია, რომ შესაძლოა დააშავა, მაგრამ თუ საოპერაციოდ წაიყვანეთ, ხომ შეიძლებოდა გაეკეთებინათ ოპერაცია და ისე დაებრუნებინათ საკანში? ექიმებმა თქვეს უარი ოპერაციაზე?

- მან თავად თქვა უარი ოპერაციაზე. გამოსავალი არსებობს, დაწეროს ხელწერილი, რომ არ შექმნის პრობლემას, შეასრულებს ექიმის მითითებებს და ოპერაცია უპრობლემოდ გაუკეთდება. ექიმებიც დაგიდასტურებენ, როგორ აგრესიულად იქცეოდა. პირადად მე, ლალი მოროშკინა, ვაცხადებ, - მზად ვარ ჟურნალისტებთან ერთად თავად გადავიყვანო საავადმყოფოში და დავესწრო მის ოპერაციას. ამით გავაქარწყლებ საუბარს იმაზე, რომ მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ