პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ
ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ

ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს მი­იჩ­ნე­ვენ, - ამის შე­სა­ხებ მათ გუ­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან, პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს.

ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მისი ვა­ჟი­სა და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბა­ში ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც აჩ­ვე­ნა. "ეს არის ავ­თო­სა და სო­სოს სუ­რა­თი, როცა ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ იტა­ლი­ურ ეზო­ში. გაზ­რდილ­მა კი მო­მიკ­ლა შვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ.

ლა­რი­სა ეფ­რე­მი­ძეს სა­სა­მარ­თლო დღეს მოწ­მის სა­ხით და­კი­თხავს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეფ­რე­მი­ძე დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ისა­უბ­რებს. პრო­კუ­რო­რის თქმით, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­გორც პერ­სო­ნა, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

"საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ჩნდე­ბა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­გორც პერ­სო­ნა საქ­მე­ში, თუმ­ცა არა რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ მას­ზე არ არის. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რის გა­მოც არ­სე­ბობს კავ­ში­რი. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად არ შე­მიძ­ლია გი­თხრათ - რო­გო­რი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა უკეთ აჩ­ვე­ნებს, რა­ტომ გას­დევს ლა­იტ­მო­ტი­ვად საქ­მეს სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბა. მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ეფ­რე­მი­ძის ჩვე­ნე­ბა ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ახლა ამა­ზე არ მინ­და ვი­სა­უბ­რო. ხვალ მო­ის­მენთ მის ჩვე­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გუ­შინ პრო­კუ­რორ­მა.

ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გუ­შინ და­ი­წყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ

ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ

ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები ადუაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ, - ამის შესახებ მათ გუშინ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესის გადადების შემდეგ განაცხადეს.

ავთანდილ ადუაშვილის დედამ ჟურნალისტებს მისი ვაჟისა და სოსო პავლიაშვილის ბავშვობაში ერთად გადაღებული ფოტოებიც აჩვენა. "ეს არის ავთოსა და სოსოს სურათი, როცა ერთად იზრდებოდნენ იტალიურ ეზოში. გაზრდილმა კი მომიკლა შვილი", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ლარისა ეფრემიძეს სასამართლო დღეს მოწმის სახით დაკითხავს. როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, ეფრემიძე დღევანდელ პროცესზე მკვლელობის მოტივზე ისაუბრებს. პროკურორის თქმით, სოსო პავლიაშვილი, როგორც პერსონა, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს.

"საქმის მტკიცებულებებით ჩნდება პავლიაშვილი, როგორც პერსონა საქმეში, თუმცა არა როგორც ბრალდებული, იმიტომ, რომ მტკიცებულებები პირდაპირ მასზე არ არის. არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რის გამოც არსებობს კავშირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად არ შემიძლია გითხრათ - როგორი. მტკიცებულებების გამოკვლევა უკეთ აჩვენებს, რატომ გასდევს ლაიტმოტივად საქმეს სოსო პავლიაშვილის პიროვნება. მკვლელობის მოტივზე ეფრემიძის ჩვენება ჩვენ გვეუბნება მნიშვნელოვან ინფორმაციას. ახლა ამაზე არ მინდა ვისაუბრო. ხვალ მოისმენთ მის ჩვენებას", - აღნიშნა გუშინ პროკურორმა.

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ