პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს
ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს

მა­რი­ნე პო­ღო­სი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის გი­დად მუ­შა­ობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღო, ბევ­რი არ უფიქ­რია და უცხო ქვე­ყა­ნა­ში და­სახ­ლე­ბას, მისი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა­სა და გი­დის პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას სუ­ლაც არ შე­უ­ში­ნე­ბია. ამ­ბობს, რომ გა­მოწ­ვე­ვა მი­ი­ღო და დღეს ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია.

- პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ად­მი­ნის­ტრა­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. გი­დის პრო­ფე­სია ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ უკან ვი­ხევ­დი. მე­გო­ნა, თავს ვერ გა­ვარ­თმევ­დი, რად­გან შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მქონ­და. ერთ დღე­საც, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე და თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ მხო­ლოდ იქ და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, სა­დაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი. ასე და­ვი­წყე გი­დად მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბამ გი­დის დიპ­ლო­მის არ­ქო­ნა გა­და­წო­ნა. გიდი ხა­ლი­სი­ა­ნი, ტო­ლე­რან­ტი უნდა იყოს, უნდა შე­ეძ­ლოს ადა­მი­ა­ნებ­თან იო­ლად და­მე­გობ­რე­ბა, ჰქონ­დეს მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა. დღეს უკვე ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც გი­დო­ბას­თან ერ­თად ფსი­ქო­ლო­გო­ბა­საც ითავ­სებს. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ხალ­ხი გულს იო­ლად მიხ­სნის და რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბიც ვიცი. ხან­და­ხან მათი თა­ნაგ­რძნო­ბა და დამ­შვი­დე­ბაც მი­წევს. გი­დო­ბა ის პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბა, სხვებ­საც ას­წავ­ლო და ამავდრო­უ­ლად თა­ვა­დაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. ანუ პრო­ფე­სია მუდ­მი­ვად ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.

როცა გიდი ხარ, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დამ­სვე­ნე­ბე­ლი მე­ტის­მე­ტად გა­დატ­ვირ­თო. სი­ახ­ლით არ უნდა გა­და­ღა­ლო და შე­მეც­ნე­ბით­თან ერ­თად, ტური სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი უნდა იყოს. უნდა იცო­დე, რო­დის ისა­უბ­რო და რო­დის არ­ჩიო დუ­მი­ლი (იღი­მის). მა­გა­ლი­თად, როცა ტური მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და ვხვდე­ბი, ტუ­რის­ტე­ბი გა­და­ი­ღალ­ნენ, ბო­დიშ­საც კი ვუხ­დი ამის­თვის. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე სას­წრა­ფოდ გა­მო­ცო­ცხლდე­ბი­ან ხოლ­მე და თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­თო - ამ­ბო­ბენ.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი სამ­სა­ხუ­რი და პრო­ფე­სია მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, ერთ ად­გილ­ზე არ ვიდ­გე, ვი­მოძ­რაო, შე­ვიც­ვა­ლო გა­რე­მო, შევ­ხვდე უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს და ამას­თან ერ­თად, ვიყო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია შენი პრო­ფე­სია?

- ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად გიყ­ვარს ეს პრო­ფე­სია. გარ­და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ი­სა, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც უნდა იცო­დე, რო­გო­რი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­გორ უყ­ვართ, სწყინთ თუ ბრაზ­დე­ბი­ან... თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა როცა და­ვი­წყე, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, ცოტა ხან­ში კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ახლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ და დღეს უკვე შე­მიძ­ლია, კაცს შევ­ხე­დო და გა­მო­ვიც­ნო, თუ რა ხა­სი­ა­თი­სა და ტი­პის ადა­მი­ა­ნია. თუ ტუ­რის­ტი კე­თი­ლი და პო­ზი­ტი­უ­რია, მის­გან სა­სი­ა­მოვ­ნო ფლუ­ი­დე­ბი მო­დის და იო­ლად ხვდე­ბი მის და­დე­ბით თვი­სე­ბებს. ხან­და­ხან კი რამ­დენ­საც უნდა ეცა­დო, შე­საძ­ლოა, სტუ­მარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­რაფ­რით აა­წყო. ამას­თან ერ­თად ენის ბა­რი­ერ­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ შენი ენა არ ეს­მის, მას­თან კონ­ტაქ­ტი რთუ­ლია და ასეთ დროს ჯო­ბია, ზედ­მე­ტად არ შე­ა­წუ­ხო. ზო­გა­დად ტუ­რის მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ ამა თუ იმ ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და და­მე­გობ­რე­ბაა. ეს კი გიდ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პა­ტა­რა ოჯახს აყა­ლი­ბებ.

- რამ­დე­ნად იო­ლია, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­მე­გობ­რე­ბა?

- ეს ტუ­რის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან იწყე­ბა. ვქმნი ატ­მოს­ფე­როს, რო­მე­ლიც ყვე­ლას და­ძა­ბუ­ლო­ბას უხ­სნის და ეშ­ვე­ბი­ან. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ხალ­ხს სა­უ­ბარ­ში იყო­ლი­ებ, ჯერ შენ იხუმ­რებ, მერე თა­ვა­დაც ხუმ­რო­ბენ და ასე იწყე­ბა მათი და­ახ­ლო­ე­ბა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, გიდი ხარ?

- უკვე 3 წე­ლია...

- რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ და ტუ­რებს უძღვე­ბი, რო­გო­რია შენი თბი­ლი­სუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- როცა ჩემ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რე­ბის მო­წყო­ბა და­ი­წყო, მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­მუ­შა­ვა. ეს ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლდათ და სი­ახ­ლემ დი­დად გა­მა­ხა­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ მძლია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი და ძეგლი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. რად­გა­ნაც რუ­სუ­ლი ვი­ცო­დი, ენის ბა­რი­ე­რი არ შემ­ქმნია და ასე გა­ვე­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს. როცა სა­მუ­შა­ოდ უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­დი­ხარ, ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა გი­წევს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, საქ­მეს იო­ლად გა­ვარ­თვი თავი. პირ­ველ რიგ­ში, ან­ბა­ნის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე, რად­გან გზის გაკ­ვლე­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და (იღი­მის). დღეს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. ხან­და­ხან მათ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბა­დაც მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად კონ­ტაქ­ტი ინ­გლი­სულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მაქვს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­მო­დის, ტუ­რის­ტებს შო­რის ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა თუ იპო­ვე?

- კი, თუ ევ­რო­პე­ლი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მას ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებს, ამე­რი­კელს კულ­ტუ­რა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს; ძი­რი­თა­დად სა­უბ­რო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე, თუნ­დაც სრუ­ლი­ად უაზ­რო და სუ­ლე­ლურ თე­მა­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ (იცი­ნის). ასე რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ. ზოგს ის­ტო­რია, ზოგ­საც - ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­ზე ბი­ნე­ბის ფა­სე­ბი აინ­ტე­რე­სებს. ასე რომ, გიდი როცა ხარ, არა მარ­ტო ქვეყ­ნის ის­ტო­რია, მეტ­როს რუკა და ბი­ნე­ბის ფა­სე­ბიც კი უნდა იცო­დე. ხან­და­ხან მიკ­ვირს, როცა აღ­მო­ვა­ჩენ, რომ იმა­ზე მეტი ვიცი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ვიდ­რე აქ მცხოვ­რებ­ლებ­მა. ხან­და­ხან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ თვალ­წინ მდე­ბა­რე სი­ახ­ლე ეპა­რე­ბა, ხან კი სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებს. დღეს ზუ­რაბ წე­რეთ­ლის შე­სა­ხებ წიგნს ვკი­თხუ­ლობ და როცა ჩემს ქარ­თველ კო­ლე­გას მის შე­სა­ხებ ვკი­თხე, სა­ხე­ლიც კი არ გა­ე­გო­ნა. ბევ­რმა ტუ­რის­ტმა და ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მაც არ იცის სტა­ლი­ნის არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ სახ­ლში რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე 1903-1906 წლებ­ში პროკ­ლა­მა­ცი­ებ­სა და აკ­რძა­ლულ პრე­სას ბეჭ­დავ­დნენ. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარს ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძა­რიც, რო­მელ­საც მგო­ნია, რომ სული აქვს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ამ ტაძ­რის კედ­ლებ­ში ხალ­ხი თა­ვის სურ­ვი­ლებ­სა და ლოც­ვებს ტო­ვებ­და. სწო­რედ ეს აურა ხდის ტა­ძარს უნი­კა­ლურს. გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ტა­ძარ­ში დიდი ენერ­გია იგ­რძნო­ბა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ტუ­რის­ტე­ბი რით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან?

- რა ვნა­ხოთ, სად ვჭა­მოთ და რა გა­ვა­კე­თო­თო - ძი­რი­თა­დად ამას კი­თხუ­ლო­ბენ. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ, მაგ­რამ ორი­ო­დე დღის წინ ტუ­რის­ტებ­თან ერ­თად ნა­რი­ყა­ლას წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას მა­მა­ომ მკი­თხა, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ხარო? - არა-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. მა­შინ ეკ­ლე­სი­ა­ში ვერ შე­გიშ­ვე­ბო, - მი­თხრა. ქრის­ტი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ არა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი. რო­გორც ჩანს, მა­მა­ოს უარ­მა ჩემი ტუ­რის­ტე­ბიც გა­ა­ო­ცა. ეს მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა არ ვი­ცო­დი, მათ­თვის რა მეთ­ქვა.

- რა იყო ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის­გან მო­გის­მე­ნია?

- მახ­სოვს, ერთი ტუ­რის­ტი მთე­ლი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა­ზე მე­კი­თხე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვე­რაფ­რით მივ­ხვდი, რა უნ­დო­და და ავუხ­სე­ნი, რომ ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში იყო, სა­დაც ის­ტო­რი­ა­ცა და კულ­ტუ­რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მერე მო­ვუ­ყე­ვი შაჰ-აბა­სის ლაშ­ქრო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამ კაც­მა ვე­რაფ­რით გა­ი­გო, თუ რა­ტომ არ­ჩევ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეც­ვლას სიკ­ვდილს. - მე, რა თქმა უნდა, შე­ვიც­ვლი­დი სარ­წმუ­ნო­ე­ბა­სო, - ამ­ბობ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლი იყო, მის­თვის ამეხ­სნა, რომ მის ფეს­ვებს არ აქვს ის დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც ქარ­თვე­ლებს სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის თა­ვის გა­წირ­ვას აი­ძუ­ლებ­და. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი იმას გე­კი­თხე­ბა, რა­ზეც ორი­ო­დე წუ­თის წინ ისა­უბ­რე. ამ შემ­თხვე­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ვუხ­სნი ერ­თსა და იმა­ვეს, მაგ­რამ სხვა ტუ­რის­ტებს ხან­და­ხან არ ჰყოფ­ნით მოთ­მი­ნე­ბა და ჩემ­თან ერ­თად იმე­ო­რე­ბენ იმ ის­ტო­რი­ას, რაც და­ი­მახ­სოვ­რეს, რაც ნიშ­ნავს: - სად იყა­ვი 5 წუ­თის წინ (იცი­ნის)?

- რო­გორც ჩანს, შენს პრო­ფე­სი­ას დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რიც სჭირ­დე­ბა.

- მარ­თა­ლია. ერთხელ მახ­სოვს, ჯგუფ­ში ქალ­ბა­ტო­ნი გა­მოგ­ვე­რია, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში გა­თხო­ვი­ლი ირა­ნელ-ებ­რა­ე­ლი გახ­ლდათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. ამა­ვე ტურ­ზე ჩვენ­თან ერ­თად იტა­ლი­ე­ლი ბი­ჭიც იყო, რო­მე­ლიც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში გი­დად მუ­შა­ობ­და. ამ ქალ­ბა­ტონ­მა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი კი­თხვა დას­ვა... მე კი მოთ­მი­ნე­ბით ვპა­სუ­ხობ­დი. თავი ისე მო­ა­ბეზ­რა სხვა ტუ­რის­ტებს, მის გვერ­დით დად­გო­მაც აღარ უნ­დო­დათ (იცი­ნის). დღის ბო­ლოს იტა­ლი­ელ­მა გიდ­მა მი­თხრა, - შენ მა­გივ­რად გიდი მე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამ ქალს აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყო­დი რამე ცუდს, დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი გაქ­ვსო. ხან­და­ხან ხვდე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ სა­უბ­რო­ბენ, რომ სხვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მოს­წონთ. სომ­ხეთ­ში ტუ­რის დროს უძ­ვე­ლე­სი ხა­ჩკა­რის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დით, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, (ხა­ჩკა­რი - ქვის სტე­ლა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, გზას­თან, მო­ნას­ტერ­თან, ტაძ­რე­ბის ფა­სადსა თუ მათ შიგ­ნით მდე­ბა­რე­ობს. - ავტ.) რო­გორც წესი, სა­საფ­ლა­ო­ზე ყოფ­ნი­სას ძი­რი­თა­დად ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობ, რო­მე­ლიც იმ ადა­მი­ა­ნებ­მა შე­მო­ი­ნა­ხეს, ვინც უკვე დიდი ხა­ნია, ცო­ცხა­ლი აღა­რაა. ამას­თან ერ­თად ჯგუ­ფის წევ­რებს ისიც ავუხ­სე­ნი, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა კრე­მა­ცი­ას კრძა­ლავს. ამის თქმა იყო და ერთ-ერთ ტუ­რისტს გა­ახ­სენ­და, რომ ბი­ძა­მისს კრე­მა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მისი ფერ­ფლი სა­წყობ­ში შე­ი­ნა­ხეს. 2 წლის შემ­დეგ კი დე­და­მისს გა­ახ­სენ­და, რომ იმ ფერ­ფლის გა­დაყ­რა და­ვი­წყე­ბო­დათ. ამი­ტო­მაც სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე დადო და მის მი­მობ­ნე­ვას აპი­რებ­და, - ის აღარ ვიცი, გა­და­ყა­რა ის ფერ­ფლი თუ ისევ მან­ქა­ნა­ზე დევს, ამე­რი­კა­ში რომ ჩა­ვალ, დე­და­ჩემს აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხა­ვო (იცი­ნის)?! - ამ­ბობ­და. ამ დროს ერთი ფილ­მი გა­მახ­სენ­და, რომ­ლის გმირ­საც მა­მა­მი­სის ფერ­ფლი "ნეს­კა­ფეს" ყუთ­ში ჩა­ე­ყა­რა და მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თან წა­ე­ღო, რომ ამე­რი­კა­ში დიდ კა­ნი­ონ­ზე მო­ებ­ნია. ერთ დღე­საც ყა­ვის სმის დროს მე­გო­ბარს ჰკი­თხა, - რა ყა­ვაა, რა ცუდი გემო აქ­ვსო? მე­გო­ბარ­მა კი გა­უმ­ხი­ლა, - იცი, ჩემი ყავა გა­თავ­და და შენ რომ "ნეს­კა­ფე" გქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი, ყავა იმით მო­ვამ­ზა­დეო.

- მოდი, აზი­ე­ლებ­ზეც მო­მი­ყე­ვი, რო­გო­რი ტუ­რის­ტე­ბი არი­ან?

- ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა უყ­ვართ. ფი­ლი­პი­ნელ მოგ­ზა­უ­რებ­ზეც იმა­ვეს ვი­ტყო­დი. სა­საფ­ლა­ო­ზეც კი ფო­ტო­ებს იღე­ბენ სხვა­დას­ხვა პო­ზა­ში. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო ჩა­მო­დი­ან სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. არი­ან ისე­თე­ბით, რო­მელ­თათ­ვი­საც სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ერთი მო­რი­გი ეკ­ლე­სი­აა და მეტი არა­ფე­რი. ხში­რად მო­ის­მენთ კი­დეც მსგავს სა­უ­ბარს, - მგო­ნი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი ეკ­ლე­სი­ე­ბი ვნა­ხეო.

- შენ­თვის, რო­გორც გი­დის­თვის, რა სა­ხის ტუ­რე­ბია სა­ინ­ტე­რე­სო?

- ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის გიდი ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფე­ხით მოგ­ზა­უ­რო­ბა მთა­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი დღით. გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. ყო­ველ­დღე მთა­ში სი­ა­რუ­ლი ჩემ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მიყ­ვარს ად­რე­ნა­ლი­ნის მომ­ტა­ნი გარ­თო­ბა, ვერ­ტმფრე­ნი­დან პა­რა­შუ­ტი­თაც კი ვარ გად­მომხტა­რი.

- მა­რი­ნე, რამე თუ გაკ­ვირ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- კი, ძა­ლი­ან მიკ­ვირს, როცა ამ­დენ მწე­ველ ქალ­ბა­ტონს ვხე­დავ. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბაც ძა­ლი­ან მა­ო­ცებს. ჩემ­სა და თქვენს ქვე­ყა­ნას შო­რის მი­უ­ხე­და­ვად ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვი­სა, დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი უფრო ბუ­ნებ­რი­ვე­ბი არი­ან, ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში ბევრ მოვ­ლილ, მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ ქალს შეხ­ვდე­ბით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ამ სტი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი არ ვარ, მაგ­რამ გა­მო­წყო­ბი­ლი ქა­ლე­ბის ყუ­რე­ბა თვალს ახა­რებს. კი­დევ, აქ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო და­ბალ დო­ნე­ზეა. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მომ­წონს. ხალ­ხსაც დიდ პა­ტივს ვცემ და ბუ­ნე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. აქ თავს უცხოდ სუ­ლაც არ ვგრძნობ.

- ალ­ბათ ბევ­რი უც­ნა­უ­რი ტუ­რის­ტის მნახ­ვე­ლიც გამ­ხდარ­ხარ...

- ერთი მათ­გა­ნი მახ­სენ­დე­ბა: როცა დი­ლით ყვე­ლა ტუ­რის­ტი ავ­ტო­ბუს­ში ჩაჯ­და, ერთ-ერ­თმა მა­მა­კაც­მა კოს­მე­ტი­კის ჩა­სა­დე­ბი ჩან­თა ამო­აძ­ვრი­ნა და მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბა და­ი­წყო. - დღეს ბევ­რი ფოტო უნდა გა­და­ვი­ღო და ჩემი თავი მა­შინ უფრო მომ­წონს, როცა მა­კი­ა­ჟით ვარ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლიო. ექ­სკურ­სი­ის ბო­ლოს კი სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ტაქ­სი­ში უნდა გა­დამ­ჯდა­რი­ყო, რად­გან სომ­ხეთ­ში აპი­რებ­და წას­ვლას. როცა მის­თვის ტაქ­სი და­ვი­ქი­რა­ვეთ, მო­მიბ­რუნ­და და, - გეხ­ვე­წე­ბი, არ დამ­ტო­ვოო, ხელ­ზე ჩა­მო­მე­კი­და. მერე მი­თხრა, ტაქ­სის მძღოლს უთხა­რი, რომ კაცი ვარო (იცი­ნის). ბევ­რი ხა­ლი­სი­ა­ნი ტუ­რის­ტი გვყო­ლია. მახ­სოვს, ერთხელ ტუ­რის­ტებს სა­ჭი­რო ოთახ­თან გა­ვუ­ჩე­რეთ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ტუ­ა­ლეტს გარ­შე­მო ურ­ბენ­და და, - რას აკე­თებთ, არ და­მი­მა­ლოთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­თხა­რი­თო, - შიგ­ნით მყო­ფებს უყ­ვი­რო­და (იცი­ნის).

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს

ხალისიანი ტურისტები და საინტერესო პროფესია, რომელიც ფსიქოლოგობასაც გულისხმობს

მარინე პოღოსიანი საქართველოში ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიისთვის გიდად მუშაობს. რამდენიმე თვის წინ, მაშინ, როცა საქართველოში გამომგზავრების შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო, ბევრი არ უფიქრია და უცხო ქვეყანაში დასახლებას, მისი კულტურის შესწავლასა და გიდის პროფესიით მუშაობას სულაც არ შეუშინებია. ამბობს, რომ გამოწვევა მიიღო და დღეს ამით ძალიან ბედნიერია.

- პროფესიით ინგლისური ენა-ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა. გიდის პროფესია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ უკან ვიხევდი. მეგონა, თავს ვერ გავართმევდი, რადგან შესაბამისი განათლება არ მქონდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან წამოსვლა გადავწყვიტე და თავს პირობა მივეცი, რომ მხოლოდ იქ დავიწყებდი მუშაობას, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ასე დავიწყე გიდად მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ხასიათის თავისებურებამ გიდის დიპლომის არქონა გადაწონა. გიდი ხალისიანი, ტოლერანტი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს ადამიანებთან იოლად დამეგობრება, ჰქონდეს მოთმინების უნარი და ადამიანების მოსმენა. დღეს უკვე ის ადამიანი ვარ, რომელიც გიდობასთან ერთად ფსიქოლოგობასაც ითავსებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხალხი გულს იოლად მიხსნის და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მათი პირადი ცხოვრების დეტალებიც ვიცი. ხანდახან მათი თანაგრძნობა და დამშვიდებაც მიწევს. გიდობა ის პროფესიაა, რომელიც გეხმარება, სხვებსაც ასწავლო და ამავდროულად თავადაც დიდი გამოცდილება მიიღო. ანუ პროფესია მუდმივად ზრდისა და განვითარების საშუალებას მაძლევს.

როცა გიდი ხარ, ისტორიული ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამსვენებელი მეტისმეტად გადატვირთო. სიახლით არ უნდა გადაღალო და შემეცნებითთან ერთად, ტური სახალისო, საინტერესო და მხიარული უნდა იყოს. უნდა იცოდე, როდის ისაუბრო და როდის არჩიო დუმილი (იღიმის). მაგალითად, როცა ტური მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და ვხვდები, ტურისტები გადაიღალნენ, ბოდიშსაც კი ვუხდი ამისთვის. ამის გაგონებაზე სასწრაფოდ გამოცოცხლდებიან ხოლმე და თავს მშვენივრად ვგრძნობთო - ამბობენ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამსახური და პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, ერთ ადგილზე არ ვიდგე, ვიმოძრაო, შევიცვალო გარემო, შევხვდე უამრავ საინტერესო ადამიანს და ამასთან ერთად, ვიყო ძალიან ბედნიერი.

- რამდენად რთულია შენი პროფესია?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გიყვარს ეს პროფესია. გარდა კულტურული ძეგლების ისტორიისა, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობაც უნდა იცოდე, როგორი ოჯახური ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა, როგორ უყვართ, სწყინთ თუ ბრაზდებიან... თავდაპირველად მუშაობა როცა დავიწყე, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, ცოტა ხანში კი ყველაფერი შეიცვალა. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას ვიღებ და დღეს უკვე შემიძლია, კაცს შევხედო და გამოვიცნო, თუ რა ხასიათისა და ტიპის ადამიანია. თუ ტურისტი კეთილი და პოზიტიურია, მისგან სასიამოვნო ფლუიდები მოდის და იოლად ხვდები მის დადებით თვისებებს. ხანდახან კი რამდენსაც უნდა ეცადო, შესაძლოა, სტუმართან ურთიერთობა ვერაფრით ააწყო. ამასთან ერთად ენის ბარიერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შენი ენა არ ესმის, მასთან კონტაქტი რთულია და ასეთ დროს ჯობია, ზედმეტად არ შეაწუხო. ზოგადად ტურის მიზანი არა მხოლოდ ამა თუ იმ ადგილის მონახულება, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება და დამეგობრებაა. ეს კი გიდზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე საათში პატარა ოჯახს აყალიბებ.

- რამდენად იოლია, სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთთან დამეგობრება?

- ეს ტურის პირველივე წუთებიდან იწყება. ვქმნი ატმოსფეროს, რომელიც ყველას დაძაბულობას უხსნის და ეშვებიან. დროთა განმავლობაში კი ხალხს საუბარში იყოლიებ, ჯერ შენ იხუმრებ, მერე თავადაც ხუმრობენ და ასე იწყება მათი დაახლოება.

- რამდენი ხანია, გიდი ხარ?

- უკვე 3 წელია...

- რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობ და ტურებს უძღვები, როგორია შენი თბილისური ცხოვრება?

- როცა ჩემმა კომპანიამ საქართველოში ტურების მოწყობა დაიწყო, მომეცა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და საქართველოში მემუშავა. ეს ჩემთვის გამოწვევა გახლდათ და სიახლემ დიდად გამახარა. შეიძლება ითქვას, ცნობისმოყვარეობამ მძლია. დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა ისტორიული ქალაქი და ძეგლი მოვინახულე. რადგანაც რუსული ვიცოდი, ენის ბარიერი არ შემქმნია და ასე გავეცანი საქართველოს. როცა სამუშაოდ უცხო ქვეყანაში გადადიხარ, ყველაფრის ნულიდან დაწყება გიწევს და შეიძლება ითქვას, საქმეს იოლად გავართვი თავი. პირველ რიგში, ანბანის შესწავლა დავიწყე, რადგან გზის გაკვლევა ძალიან გამიჭირდა (იღიმის). დღეს ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ხანდახან მათთან ერთად გასართობადაც მივდივარ, მაგრამ ძირითადად კონტაქტი ინგლისულ ენაზე მოსაუბრე საზოგადოებასთან მაქვს.

- საქართველოში არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, ტურისტებს შორის ძირითადი განსხვავება თუ იპოვე?

- კი, თუ ევროპელი ჩამოდის საქართველოში, მას ძირითადად ქვეყნის კულტურა აინტერესებს, ამერიკელს კულტურა ნაკლებად აინტერესებს; ძირითადად საუბრობენ ყველაფერზე, თუნდაც სრულიად უაზრო და სულელურ თემაზე, მაგრამ აუცილებლად ლაპარაკობენ (იცინის). ასე რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. ზოგს ისტორია, ზოგსაც - ქალაქის ცენტრში მდებაზე ბინების ფასები აინტერესებს. ასე რომ, გიდი როცა ხარ, არა მარტო ქვეყნის ისტორია, მეტროს რუკა და ბინების ფასებიც კი უნდა იცოდე. ხანდახან მიკვირს, როცა აღმოვაჩენ, რომ იმაზე მეტი ვიცი საქართველოზე, ვიდრე აქ მცხოვრებლებმა. ხანდახან საზოგადოებას მათ თვალწინ მდებარე სიახლე ეპარება, ხან კი სულაც არ აინტერესებს. დღეს ზურაბ წერეთლის შესახებ წიგნს ვკითხულობ და როცა ჩემს ქართველ კოლეგას მის შესახებ ვკითხე, სახელიც კი არ გაეგონა. ბევრმა ტურისტმა და ადგილობრივმა მცხოვრებმაც არ იცის სტალინის არალეგალური სტამბის შესახებ, რომელიც ავლაბარში მდებარეობს. ამ სახლში რევოლუციამდე 1903-1906 წლებში პროკლამაციებსა და აკრძალულ პრესას ბეჭდავდნენ. თბილისში ძალიან მიყვარს ანჩისხატის ტაძარიც, რომელსაც მგონია, რომ სული აქვს. საუკუნეების მანძილზე ამ ტაძრის კედლებში ხალხი თავის სურვილებსა და ლოცვებს ტოვებდა. სწორედ ეს აურა ხდის ტაძარს უნიკალურს. გელათის მონასტერი ჩემი საყვარელი ადგილია საქართველოში. ამ ტაძარში დიდი ენერგია იგრძნობა.

- ყველაზე ხშირად ტურისტები რით ინტერესდებიან?

- რა ვნახოთ, სად ვჭამოთ და რა გავაკეთოთო - ძირითადად ამას კითხულობენ. სხვათა შორის, ყველას ჰგონია, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ორიოდე დღის წინ ტურისტებთან ერთად ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შესვლისას მამაომ მკითხა, მართლმადიდებელი ხარო? - არა-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ ეკლესიაში ვერ შეგიშვებო, - მითხრა. ქრისტიანი ვარ, მაგრამ არა მართლმადიდებელი. როგორც ჩანს, მამაოს უარმა ჩემი ტურისტებიც გააოცა. ეს მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა არ ვიცოდი, მათთვის რა მეთქვა.

- რა იყო ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც ტურისტებისგან მოგისმენია?

- მახსოვს, ერთი ტურისტი მთელი ტურის განმავლობაში მაჰმადიანობაზე მეკითხებოდა. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით მივხვდი, რა უნდოდა და ავუხსენი, რომ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში იყო, სადაც ისტორიაცა და კულტურაც ქრისტიანობაზე იყო დაფუძნებული. მერე მოვუყევი შაჰ-აბასის ლაშქრობაზე საქართველოში და ამ კაცმა ვერაფრით გაიგო, თუ რატომ არჩევდნენ ქართველები სარწმუნოების შეცვლას სიკვდილს. - მე, რა თქმა უნდა, შევიცვლიდი სარწმუნოებასო, - ამბობდა. ამ შემთხვევაში რთული იყო, მისთვის ამეხსნა, რომ მის ფესვებს არ აქვს ის დიდი ღირებულება, რაც ქართველებს სარწმუნოებისთვის თავის გაწირვას აიძულებდა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი იმას გეკითხება, რაზეც ორიოდე წუთის წინ ისაუბრე. ამ შემთხვევაში მოთმინებით ვუხსნი ერთსა და იმავეს, მაგრამ სხვა ტურისტებს ხანდახან არ ჰყოფნით მოთმინება და ჩემთან ერთად იმეორებენ იმ ისტორიას, რაც დაიმახსოვრეს, რაც ნიშნავს: - სად იყავი 5 წუთის წინ (იცინის)?

- როგორც ჩანს, შენს პროფესიას დიდი მოთმინების უნარიც სჭირდება.

- მართალია. ერთხელ მახსოვს, ჯგუფში ქალბატონი გამოგვერია, რომელიც ისრაელში გათხოვილი ირანელ-ებრაელი გახლდათ და საქართველოში მოგზაურობდა. ამავე ტურზე ჩვენთან ერთად იტალიელი ბიჭიც იყო, რომელიც თავის ქვეყანაში გიდად მუშაობდა. ამ ქალბატონმა მთელი დღის განმავლობაში იმდენი კითხვა დასვა... მე კი მოთმინებით ვპასუხობდი. თავი ისე მოაბეზრა სხვა ტურისტებს, მის გვერდით დადგომაც აღარ უნდოდათ (იცინის). დღის ბოლოს იტალიელმა გიდმა მითხრა, - შენ მაგივრად გიდი მე რომ ვყოფილიყავი, ამ ქალს აუცილებლად ვეტყოდი რამე ცუდს, დიდი მოთმინების უნარი გაქვსო. ხანდახან ხვდები, რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ სხვებთან კომუნიკაცია მოსწონთ. სომხეთში ტურის დროს უძველესი ხაჩკარის სანახავად წავედით, რომელიც დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზეა, (ხაჩკარი - ქვის სტელა გამოსახულებებით, რომელიც როგორც წესი, გზასთან, მონასტერთან, ტაძრების ფასადსა თუ მათ შიგნით მდებარეობს. - ავტ.) როგორც წესი, სასაფლაოზე ყოფნისას ძირითადად ტრადიციებზე საუბრობ, რომელიც იმ ადამიანებმა შემოინახეს, ვინც უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარაა. ამასთან ერთად ჯგუფის წევრებს ისიც ავუხსენი, რომ ქრისტიანობა კრემაციას კრძალავს. ამის თქმა იყო და ერთ-ერთ ტურისტს გაახსენდა, რომ ბიძამისს კრემაცია ჩაუტარდა და მისი ფერფლი საწყობში შეინახეს. 2 წლის შემდეგ კი დედამისს გაახსენდა, რომ იმ ფერფლის გადაყრა დავიწყებოდათ. ამიტომაც სატვირთო მანქანაზე დადო და მის მიმობნევას აპირებდა, - ის აღარ ვიცი, გადაყარა ის ფერფლი თუ ისევ მანქანაზე დევს, ამერიკაში რომ ჩავალ, დედაჩემს აუცილებლად ვკითხავო (იცინის)?! - ამბობდა. ამ დროს ერთი ფილმი გამახსენდა, რომლის გმირსაც მამამისის ფერფლი "ნესკაფეს" ყუთში ჩაეყარა და მოგზაურობისას თან წაეღო, რომ ამერიკაში დიდ კანიონზე მოებნია. ერთ დღესაც ყავის სმის დროს მეგობარს ჰკითხა, - რა ყავაა, რა ცუდი გემო აქვსო? მეგობარმა კი გაუმხილა, - იცი, ჩემი ყავა გათავდა და შენ რომ "ნესკაფე" გქონდა წამოღებული, ყავა იმით მოვამზადეო.

- მოდი, აზიელებზეც მომიყევი, როგორი ტურისტები არიან?

- ფოტოების გადაღება უყვართ. ფილიპინელ მოგზაურებზეც იმავეს ვიტყოდი. სასაფლაოზეც კი ფოტოებს იღებენ სხვადასხვა პოზაში. არიან ადამიანები, რომლებიც არქიტექტურული ინტერესის გამო ჩამოდიან სომხეთსა და საქართველოში. არიან ისეთებით, რომელთათვისაც სვეტიცხოველი ერთი მორიგი ეკლესიაა და მეტი არაფერი. ხშირად მოისმენთ კიდეც მსგავს საუბარს, - მგონი, მთელი ცხოვრებისთვის საკმარისი ეკლესიები ვნახეო.

- შენთვის, როგორც გიდისთვის, რა სახის ტურებია საინტერესო?

- ძირითადად კულტურული ძეგლების გიდი ვარ. ძალიან მიყვარს ფეხით მოგზაურობა მთაში, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. გრძელვადიანი მოგზაურობისთვის ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ყოველდღე მთაში სიარული ჩემთვის საკმაოდ რთულია. მიყვარს ადრენალინის მომტანი გართობა, ვერტმფრენიდან პარაშუტითაც კი ვარ გადმომხტარი.

- მარინე, რამე თუ გაკვირვებს საქართველოში?

- კი, ძალიან მიკვირს, როცა ამდენ მწეველ ქალბატონს ვხედავ. ასევე საქართველოს ბუნებაც ძალიან მაოცებს. ჩემსა და თქვენს ქვეყანას შორის მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, დიდი განსხვავებაა. ქართველი ქალები უფრო ბუნებრივები არიან, ერევნის ქუჩებში ბევრ მოვლილ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ ქალს შეხვდებით. სიმართლე გითხრათ, მე ამ სტილის მატარებელი არ ვარ, მაგრამ გამოწყობილი ქალების ყურება თვალს ახარებს. კიდევ, აქ მომსახურების სფერო დაბალ დონეზეა. საქართველო ძალიან მომწონს. ხალხსაც დიდ პატივს ვცემ და ბუნებაც ძალიან მიყვარს. აქ თავს უცხოდ სულაც არ ვგრძნობ.

- ალბათ ბევრი უცნაური ტურისტის მნახველიც გამხდარხარ...

- ერთი მათგანი მახსენდება: როცა დილით ყველა ტურისტი ავტობუსში ჩაჯდა, ერთ-ერთმა მამაკაცმა კოსმეტიკის ჩასადები ჩანთა ამოაძვრინა და მაკიაჟის კეთება დაიწყო. - დღეს ბევრი ფოტო უნდა გადავიღო და ჩემი თავი მაშინ უფრო მომწონს, როცა მაკიაჟით ვარ ფოტოზე აღბეჭდილიო. ექსკურსიის ბოლოს კი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს ტაქსიში უნდა გადამჯდარიყო, რადგან სომხეთში აპირებდა წასვლას. როცა მისთვის ტაქსი დავიქირავეთ, მომიბრუნდა და, - გეხვეწები, არ დამტოვოო, ხელზე ჩამომეკიდა. მერე მითხრა, ტაქსის მძღოლს უთხარი, რომ კაცი ვარო (იცინის). ბევრი ხალისიანი ტურისტი გვყოლია. მახსოვს, ერთხელ ტურისტებს საჭირო ოთახთან გავუჩერეთ, ერთ-ერთი მათგანი ტუალეტს გარშემო ურბენდა და, - რას აკეთებთ, არ დამიმალოთ, აუცილებლად მითხარითო, - შიგნით მყოფებს უყვიროდა (იცინის).

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია