მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა
მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა

"მუ­სი­კი­სად­მი ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობ­და. მხო­ლოდ მუ­სი­კა­ზე ვფიქ­რობ­დი. სკო­ლის ნიშ­ნე­ბი სრუ­ლე­ბით არ მა­დარ­დებ­და..." - იხ­სე­ნებ­და უკვე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვად ქცე­უ­ლი მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე, რო­მელ­საც დუ­ხ­ჭი­რი ბავ­შვო­ბა და რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა აქვს გა­მოვ­ლი­ლი.

მა­რია დე მონ­სე­რატ ვი­ვი­ა­ნა კონ­სეპ­სი­ონ კა­ბა­ლიე-ი-ფოლ­კი ბარ­სე­ლო­ნის ღა­რი­ბულ კვარ­ტალ­ში 1933 წელს და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბის სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, დე­დას, სა­დაც მო­უ­წევ­და, იქ გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და ოჯა­ხის სარ­ჩენს. ძმის და­ბა­დე­ბი­სა და მა­მის ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი უფრო გა­ღა­რიბ­და. მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებს, რომ სი­ღა­რი­ბის ძა­ლი­ან რცხვე­ნო­და. სკო­ლა­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირ­და, ყვე­ლას გა­ურ­ბო­და. არც ისი­ნი ექ­ცე­ოდ­ნენ კარ­გად. "გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სულ ერთი და იმა­ვე კა­ბით დავ­დი­ო­დი. ბავ­შვე­ბი კი და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან იმის მი­მართ, ვი­საც აით­ვალ­წუ­ნე­ბენ. ისი­ნი დამ­ცი­ნოდ­ნენ და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ამას ჩემ­ზე არ ემოქ­მე­და".

გო­გო­ნას­თვის ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი იყო. უზარ­მა­ზარ რიგ­ში ხან­გრძლი­ვი დგო­მის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ბი­ლე­თით ის თე­ატ­რის მე­ხუ­თე ია­რუ­სი­დან გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უს­მენ­და ორ­კესტრსა და მომ­ღერ­ლებს.

"პირ­ვე­ლი ოპე­რა, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნე, "მა­დამ ბა­ტერ­ფლაი" იყო, - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი. - მახ­სოვს, ენით აუ­წე­რე­ლი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცრემ­ლე­ბით ვიხ­რჩო­ბო­დი ოპე­რის მთა­ვარ გმირ­თა ბე­დის გამო და მთე­ლი ღამე დიდი პუ­ჩი­ნის მუ­სი­კა­ზე ვფიქ­რობ­დი. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში სხვა­ზე აღა­რა­ფერ­ზე შე­მეძ­ლო ლა­პა­რა­კი".

8 წლის გო­გო­ნამ ამ ოპე­რის პარ­ტია ფირ­ფი­ტის მეშ­ვე­ო­ბით შე­ის­წავ­ლა და შობა დღეს, სა­კუ­თარ ოჯახ­ში იმ­ღე­რა. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო, რად­გან ავად­მყო­ფო­ბის გამო მა­მამ სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კა­ბა­ლი­ეს, ისე­ვე, რო­გორც მის მრა­ვალ თა­ნა­ტოლს, სა­ფე­იქ­რო ქარ­ხა­ნა­ში წას­ვლა მო­უხ­და.

"ნე­ტავ იცო­დეთ, რამ­დე­ნი ცხვირ­სა­ხო­ცი გა­მი­კე­თე­ბია!" - იგო­ნებს ის.

უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის ჟამ­საც კი მონ­სე­რატს მო­მავ­ლის რწმე­ნა არ და­უ­კარ­გავს და დე­და­საც ხში­რად ამ­ხნე­ვებ­და: "მო­ით­მი­ნე, დად­გე­ბა დღე, როცა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გავ­ხდე­ბი. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გვექ­ნე­ბა!"

რო­გორც თა­ვად არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, მისი მფარ­ვე­ლი თვით წმინ­და ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მია და ამი­ტომ სა­ოც­რე­ბაც მოხ­და: გო­გო­ნას, რო­მე­ლიც დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­თა წი­ნა­შე ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი­თა და სა­ო­პე­რო არი­ე­ბით გა­მო­დი­ო­და, ბარ­სე­ლო­ნა­ში ცნო­ბილ­მა მე­ცე­ნატ­მა - ბელ­რან მა­ტას ოჯახ­მა მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ახალ­გაზ­რდა სი­ნი­ო­რი­ტას ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში ბო­ლომ­დე და­სარ­წმუ­ნებ­ლად, ცოლ-ქმარ­მა მას და­მა­ტე­ბი­თი მოს­მე­ნე­ბი გა­უ­მარ­თა. 12-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლამ კა­ბა­ლი­ეს მო­მა­ვა­ლი ბედი გა­და­წყვი­ტა.

დე­ბი­უ­ტი­დან, რო­მე­ლიც 1956 წელს შედ­გა (ბა­ზე­ლის თე­ატ­რში, ოპე­რა "ბო­ჰე­მა­ში", მი­მის პარ­ტია) - მსოფ­ლი­ოს აღი­ა­რე­ბამ­დე ხან­გრძლი­ვი 9 წელი გა­ვი­და. 1965 წელს კა­ბა­ლი­ეს შეს­თა­ვა­ზეს, შე­ეც­ვა­ლა ამე­რი­კე­ლი სა­ო­პე­რო დივა - მე­რი­ლინ ჰორ­ნი, ლუკ­რე­ცია ბორ­ჯი­ას პარ­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც "კარ­ნე­გი-ჰო­ლის" სცე­ნა­ზე უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მომ­დევ­ნო დღეს "ნიუ-იორკ ტა­იმ­სი" აჭ­რელ­და მსხვი­ლი სა­თა­უ­რე­ბით: "კა­ლა­სი+ტე­ბალ­დი=კა­ბე­ლი­ეს"...

იმ მრა­ვალ­გვა­რი ეპი­თე­ტის მიღ­მა, რა­საც აუ­რა­ცხე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კრი­ტი­კო­სი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სოპ­რა­ნოს­თვის იმე­ტებს, მო­ი­აზ­რე­ბა კა­ბა­ლიე-ადა­მი­ა­ნი.

ის არ შე­დის იმ მომ­ღე­რალ­თა რიგ­ში, რო­მელ­თა კაპ­რი­ზე­ბი­სა და უხა­სი­ა­თო­ბის შე­სა­ხებ ბულ­ვა­რულ ან ელი­ტურ ტაბ­ლო­ი­დებ­ში წე­რენ. თუმ­ცა მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე სუ­ლაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა "აბ­რე­შუ­მის" ხა­სი­ა­თით. ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვა, როცა "ახალ­ფე­ხად­გმუ­ლი" ვარ­სკვლა­ვი ცდი­ლობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბო­და ექიმს, მა­მა­მი­სის­თვის ნი­სი­ად ემ­კურ­ნა­ლა (კონ­ტრაქ­ტე­ბი ხელ­მო­წე­რი­ლი იყო და ის იძ­ლე­ო­და გა­რან­ტი­ას, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურს პრო­ცენ­ტუ­ლი ნა­მა­ტით და­ფა­რავ­და).

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექიმ­მა მა­ინც უარი უთხრა, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე­ო­რე წამ­ში­ვე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­და, რად­გან მისი თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მძი­მე სა­მელ­ნე გაფ­რინ­და. საბ­რა­ლომ ძლივს აიც­დი­ნა ეს ნივ­თი, სა­მა­გი­ე­როდ, კედ­ლე­ბი ლურ­ჯი ლა­ქე­ბით და­ი­ფა­რა. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ამით როდი დას­რულ­და: კო­რი­დორ­ში გა­მოს­ვლი­სას მონ­სე­რატ­მა ისე მაგ­რად მი­ა­ჯა­ხუ­ნა კარი, რომ კა­ბი­ნე­ტის ფან­ჯრის მი­ნე­ბი წვრილ-წვრილ ნამ­სხვრე­ვე­ბად მი­მო­იპ­ნა. კა­ბა­ლი­ეს ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უხ­და და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მაც გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

მისი წა­მი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყდე­ბა თავს. კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "მისი მრის­ხა­ნე­ბა ვულ­კა­ნუ­რი ლა­ვა­სა­ვით იფ­რქვე­ვა. ის მრის­ხა­ნე პო­ზებს იღებს, თვა­ლე­ბი უე­ლავს... გარ­შე­მო კი "მისი ცე­ცხლით გა­და­ბუ­გუ­ლი უდაბ­ნო" რჩე­ბა. ყვე­ლა დათ­რგუნ­ვი­ლია. ვე­რა­ვინ ვე­რაფ­რის თქმას ვერ ბე­დავს, რად­გან ეს ბრა­ზი შე­საძ­ლოა, მოვ­ლე­ნას­თან თან­ხვედ­რა­ში სუ­ლაც არ იყოს. მერე, როცა მრის­ხა­ნე­ბა გა­უვ­ლის, შე­იძ­ლე­ბა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­დოს, თუ შე­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად შე­შინ­და".

მონ­სე­რა­ტი ხში­რად, უბ­რა­ლოდ ცელ­ქობს. ერთხელ, ელი­სეს მინ­დვ­რებ­ზე გა­მოს­ვლი­სას სიმ­ღე­რა შე­წყვი­ტა. ხან­მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ კი იკი­თხა: "ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა? შე­იძ­ლე­ბა, გა­ვაგ­რძე­ლო?" - ამ დროს რო­მე­ლი­ღაც მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თავ­და სცე­ნი­დან. დარ­ბა­ზის ხარ­ხა­რის ფონ­ზე მომ­ღე­რალ­მა და­ა­ზუს­ტა: "უკაც­რა­ვად, მაგ­რამ აქ ერთი მი­სიე მაგ­ნი­ტო­ფონ­ზე იწერს ჩემს გა­მოს­ვლას, მაგ­რამ ფირი და­უმ­თავ­რდა. ახლა მას ცვლის. ჰოდა, მეც გა­დავ­წყვი­ტე, გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი".

მონ­სე­რა­ტი არას­დროს უშ­ვებს ხე­ლი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე იქი­ლი­კოს: "გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მარ­თა­ლია, 30 კგ კი­დევ და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ მა­ინც, როცა სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მომ­წონს სა­კუ­თა­რი თავი, იმი­ტომ, რომ დავ­ბერ­დი".

მომ­ღე­რა­ლი ხსნი­და, რომ სა­ო­პე­რო შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­აფ­რაგ­მის და­ჭე­რა, ამის­თვის კი მო­ცუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო. სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე გულ­მო­სუ­ლი ხში­რად ამ­ბობს: "ეს ახლა მი­ეჩ­ვია ყვე­ლა ჩემს კომ­პლექ­ცი­ას და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წონა ხიბლს მმა­ტებს. ისი­ნი ალ­ბათ ტყუ­იან. ახალ­გაზ­რდო­ბი­სას კი... მე იტა­ლი­ის და­სა­პყრო­ბად ჩა­ვე­დი, მაგ­რამ ერ­თმა იმპრე­სა­რი­ომ ძა­ლი­ან უხე­ში ფორ­მით, უკან გამ­გზავ­რე­ბა, ქმრის მო­ძებ­ნა და მრა­ვა­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნა მირ­ჩია, რად­გან ისე­თი მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი, სას­ცე­ნო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბაც კი ზედ­მე­ტად მი­აჩ­ნდა. მე სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ მის­მა სი­ტყვებ­მა პირ­და­პირ გულ­ში დამ­ჭრა! ატი­რე­ბულ­მა ახ­ლობ­ლებს შევ­ჩივ­ლე ჩემი გა­სა­ჭი­რი. ვი­ღაც თავ­ხე­დი იტა­ლი­ე­ლის უტაქ­ტო­ბით აღ­შფო­თე­ბულ­მა ჩემ­მა ძმამ - კარ­ლოს­მა მი­თხრა, რომ თვი­თონ გახ­დე­ბო­და ჩემი იმპრე­სა­რიო".

უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ ნაკ­ლებ­სა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დი­დან და­ი­წყო მონ­სე­რა­ტის დი­დე­ბის­კენ სვლა.

მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო სი­ღა­რი­ბე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა და ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა. უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რი­აც გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ამა­ნაც ვერ შე­უ­შა­ლა ხელი, რომ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რი­ყო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ათწ­ლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, 2002 წელს ტრი­უმ­ფუ­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და ბარ­სე­ლო­ნა­ში, სენ-სან­სის ოპე­რა­ში - "ჰენ­რი მერ­ვე".

მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ მუ­სი­კი­სად­მი უზღვა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი მის და ასე­ვე სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის - ბერ­ნა­ბე მარ­ტის ქა­ლიშ­ვილს - მონ­სე­რატ-მარ­ტის გა­და­ე­ცა. მისი ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია - მა­რი­ას პარ­ტია მი­ლა­ნის "ლა სკა­ლა­ში" დად­გმულ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სპექ­ტაკლში "ვესტსა­ი­დუ­რი ის­ტო­რია". მონ­სე­რატ-მარ­ტი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს კონ­ცერ­ტებ­ში დე­დას­თან ერ­თად.

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა

მონსერატ კაბალიე - როგორც ვულკანური ლავა

"მუსიკისადმი ჩემი სიყვარული ყოველწლიურად მატულობდა. მხოლოდ მუსიკაზე ვფიქრობდი. სკოლის ნიშნები სრულებით არ მადარდებდა..." - იხსენებდა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავად ქცეული მონსერატ კაბალიე, რომელსაც დუხჭირი ბავშვობა და რთული ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი.

მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე-ი-ფოლკი ბარსელონის ღარიბულ კვარტალში 1933 წელს დაიბადა. მამამისი ქიმიური სასუქების საწარმოში მუშაობდა, დედას, სადაც მოუწევდა, იქ გამოიმუშავებდა ოჯახის სარჩენს. ძმის დაბადებისა და მამის ავადმყოფობის შემდეგ ოჯახი უფრო გაღარიბდა. მომღერალი იხსენებს, რომ სიღარიბის ძალიან რცხვენოდა. სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა უჭირდა, ყველას გაურბოდა. არც ისინი ექცეოდნენ კარგად. "გაკვეთილებზე სულ ერთი და იმავე კაბით დავდიოდი. ბავშვები კი დაუნდობლები არიან იმის მიმართ, ვისაც აითვალწუნებენ. ისინი დამცინოდნენ და შეუძლებელი იყო, ამას ჩემზე არ ემოქმედა".

გოგონასთვის ერთადერთი ნუგეში თეატრში სიარული იყო. უზარმაზარ რიგში ხანგრძლივი დგომის შედეგად მოპოვებული იაფფასიანი ბილეთით ის თეატრის მეხუთე იარუსიდან გაფაციცებული უსმენდა ორკესტრსა და მომღერლებს.

"პირველი ოპერა, რომელიც მოვისმინე, "მადამ ბატერფლაი" იყო, - იხსენებდა წლების შემდეგ მომღერალი. - მახსოვს, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. შეიძლება ითქვას, ცრემლებით ვიხრჩობოდი ოპერის მთავარ გმირთა ბედის გამო და მთელი ღამე დიდი პუჩინის მუსიკაზე ვფიქრობდი. მომდევნო დღეებში სხვაზე აღარაფერზე შემეძლო ლაპარაკი".

8 წლის გოგონამ ამ ოპერის პარტია ფირფიტის მეშვეობით შეისწავლა და შობა დღეს, საკუთარ ოჯახში იმღერა. მუსიკალური განათლების მიღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან ავადმყოფობის გამო მამამ სამსახური მიატოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კაბალიეს, ისევე, როგორც მის მრავალ თანატოლს, საფეიქრო ქარხანაში წასვლა მოუხდა.

"ნეტავ იცოდეთ, რამდენი ცხვირსახოცი გამიკეთებია!" - იგონებს ის.

უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი მონსერატს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს და დედასაც ხშირად ამხნევებდა: "მოითმინე, დადგება დღე, როცა სახელგანთქმული გავხდები. მაშინ ყველაფერი გვექნება!"

როგორც თავად არაერთხელ აღუნიშნავს, მისი მფარველი თვით წმინდა ქალწული მარიამია და ამიტომ საოცრებაც მოხდა: გოგონას, რომელიც დღესასწაულებზე ადგილობრივ მცხოვრებთა წინაშე ხალხური სიმღერებითა და საოპერო არიებით გამოდიოდა, ბარსელონაში ცნობილმა მეცენატმა - ბელრან მატას ოჯახმა მიაქცია ყურადღება. ახალგაზრდა სინიორიტას ნიჭიერებაში ბოლომდე დასარწმუნებლად, ცოლ-ქმარმა მას დამატებითი მოსმენები გაუმართა. 12-კაციანი კომისიის წინაშე გამოსვლამ კაბალიეს მომავალი ბედი გადაწყვიტა.

დებიუტიდან, რომელიც 1956 წელს შედგა (ბაზელის თეატრში, ოპერა "ბოჰემაში", მიმის პარტია) - მსოფლიოს აღიარებამდე ხანგრძლივი 9 წელი გავიდა. 1965 წელს კაბალიეს შესთავაზეს, შეეცვალა ამერიკელი საოპერო დივა - მერილინ ჰორნი, ლუკრეცია ბორჯიას პარტიაში, რომელიც "კარნეგი-ჰოლის" სცენაზე უნდა შეესრულებინა. მომდევნო დღეს "ნიუ-იორკ ტაიმსი" აჭრელდა მსხვილი სათაურებით: "კალასი+ტებალდი=კაბელიეს"...

იმ მრავალგვარი ეპითეტის მიღმა, რასაც აურაცხელი მუსიკალური კრიტიკოსი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანოსთვის იმეტებს, მოიაზრება კაბალიე-ადამიანი.

ის არ შედის იმ მომღერალთა რიგში, რომელთა კაპრიზებისა და უხასიათობის შესახებ ბულვარულ ან ელიტურ ტაბლოიდებში წერენ. თუმცა მონსერატ კაბალიე სულაც არ გამოირჩევა "აბრეშუმის" ხასიათით. ცნობილია შემთხვევა, როცა "ახალფეხადგმული" ვარსკვლავი ცდილობდა მოლაპარაკებოდა ექიმს, მამამისისთვის ნისიად ემკურნალა (კონტრაქტები ხელმოწერილი იყო და ის იძლეოდა გარანტიას, რომ სამედიცინო მომსახურების საფასურს პროცენტული ნამატით დაფარავდა).

მიუხედავად ამისა, ექიმმა მაინც უარი უთხრა, რაც, შეიძლება ითქვას, მეორე წამშივე სანანებელი გაუხდა, რადგან მისი თავის მიმართულებით მძიმე სამელნე გაფრინდა. საბრალომ ძლივს აიცდინა ეს ნივთი, სამაგიეროდ, კედლები ლურჯი ლაქებით დაიფარა. მაგრამ ყველაფერი ამით როდი დასრულდა: კორიდორში გამოსვლისას მონსერატმა ისე მაგრად მიაჯახუნა კარი, რომ კაბინეტის ფანჯრის მინები წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად მიმოიპნა. კაბალიეს ზარალის ანაზღაურება მოუხდა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმაც გადაახდევინეს.

მისი წამიერი აფეთქებები გარშემო მყოფებს მოულოდნელად ატყდება თავს. კოლეგები და მეგობრები აღნიშნავენ, რომ "მისი მრისხანება ვულკანური ლავასავით იფრქვევა. ის მრისხანე პოზებს იღებს, თვალები უელავს... გარშემო კი "მისი ცეცხლით გადაბუგული უდაბნო" რჩება. ყველა დათრგუნვილია. ვერავინ ვერაფრის თქმას ვერ ბედავს, რადგან ეს ბრაზი შესაძლოა, მოვლენასთან თანხვედრაში სულაც არ იყოს. მერე, როცა მრისხანება გაუვლის, შეიძლება, ბოდიშიც მოიხადოს, თუ შენიშნავს, რომ ადამიანი სერიოზულად შეშინდა".

მონსერატი ხშირად, უბრალოდ ცელქობს. ერთხელ, ელისეს მინდვრებზე გამოსვლისას სიმღერა შეწყვიტა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი იკითხა: "ყველაფერი რიგზეა? შეიძლება, გავაგრძელო?" - ამ დროს რომელიღაც მაყურებელს მიმართავდა სცენიდან. დარბაზის ხარხარის ფონზე მომღერალმა დააზუსტა: "უკაცრავად, მაგრამ აქ ერთი მისიე მაგნიტოფონზე იწერს ჩემს გამოსვლას, მაგრამ ფირი დაუმთავრდა. ახლა მას ცვლის. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, გავჩერებულიყავი".

მონსერატი არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, საკუთარ თავზე იქილიკოს: "გაითვალისწინეთ, მართალია, 30 კგ კიდევ დავიკელი, მაგრამ მაინც, როცა სარკეში ვიყურები, აბსოლუტურად არ მომწონს საკუთარი თავი, იმიტომ, რომ დავბერდი".

მომღერალი ხსნიდა, რომ საოპერო შემსრულებლისთვის მნიშვნელოვანია დიაფრაგმის დაჭერა, ამისთვის კი მოცულობაა საჭირო. საკუთარ გარეგნობაზე გულმოსული ხშირად ამბობს: "ეს ახლა მიეჩვია ყველა ჩემს კომპლექციას და მეუბნებიან, რომ წონა ხიბლს მმატებს. ისინი ალბათ ტყუიან. ახალგაზრდობისას კი... მე იტალიის დასაპყრობად ჩავედი, მაგრამ ერთმა იმპრესარიომ ძალიან უხეში ფორმით, უკან გამგზავრება, ქმრის მოძებნა და მრავალი შვილის გაჩენა მირჩია, რადგან ისეთი მსუქანი ადამიანისთვის, როგორიც მე ვიყავი, სასცენო კარიერაზე ოცნებაც კი ზედმეტად მიაჩნდა. მე სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ მისმა სიტყვებმა პირდაპირ გულში დამჭრა! ატირებულმა ახლობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. ვიღაც თავხედი იტალიელის უტაქტობით აღშფოთებულმა ჩემმა ძმამ - კარლოსმა მითხრა, რომ თვითონ გახდებოდა ჩემი იმპრესარიო".

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ნაკლებსასიამოვნო ეპიზოდიდან დაიწყო მონსერატის დიდებისკენ სვლა.

მის ცხოვრებაში იყო სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ყმაწვილქალობა. უმძიმესი ავტოავარიაც გადაიტანა, მაგრამ ამანაც ვერ შეუშალა ხელი, რომ ბედნიერი ადამიანი გამხდარიყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ათწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 2002 წელს ტრიუმფული წარმატებით გამოვიდა ბარსელონაში, სენ-სანსის ოპერაში - "ჰენრი მერვე".

მონსერატ კაბალიე ბედნიერია იმით, რომ მუსიკისადმი უზღვავი სიყვარული მის და ასევე საოპერო მომღერლის - ბერნაბე მარტის ქალიშვილს - მონსერატ-მარტის გადაეცა. მისი ერთ-ერთი გახმაურებული ნამუშევარია - მარიას პარტია მილანის "ლა სკალაში" დადგმულ ექსპერიმენტულ სპექტაკლში "ვესტსაიდური ისტორია". მონსერატ-მარტი ხშირად მონაწილეობს კონცერტებში დედასთან ერთად.

ირინა ჯანდიერი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება