სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"
"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"

6 თვეა, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლის" სა­ხე­ლით ბავ­შვთა სახ­ლებს, მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბა. შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბის­თვის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­ღე­ბუ­ლი თუნ­დაც 20 თეთ­რით სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სო­ლი­დუ­რი თან­ხა გროვ­დე­ბა, რაც იმ პი­რებს ხმარ­დე­ბათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. ცოტა ხნის წინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "კა­თარ­ზის­ში" უფა­სო სა­დი­ლი და­ა­ფი­ნან­სა...

"სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლის" საქ­მი­ა­ნო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და მათ მოკ­რძა­ლე­ბულ ოფის­ში ვეწ­ვი­ეთ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - თა­მაზ ბელ­თა­ძე, ცოტა არ იყოს, გულ­და­წყვე­ტი­ლი გახ­ლდათ: ერთ-ერთ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­თან შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბით მი­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი უკან გა­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ...

თა­მაზ ბელ­თა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- სა­ვაჭ­რო ცენ­ტრმა ჩვენს ახალ­გაზ­რდებს 4 დღით მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, დღეს კი უკან გა­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. არა­და, თხოვ­ნის წე­რი­ლი გავ­გზავ­ნეთ და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მი­ვავ­ლი­ნეთ... ჩვენს საქ­მეს მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით ვა­კე­თებთ. არ გვინ­და, ხელი შეგ­ვე­შა­ლოს. ახალ­გაზ­რდე­ბი ხელს არა­ვის უშ­ლი­ან, ყვე­ლას ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ეპყრო­ბი­ან.

- ახ­ლა­ხან "კა­თარ­ზის­ში" უფა­სო სა­დი­ლი გა­მარ­თეთ. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა რო­გორ და­ი­გეგ­მა?

- დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და, და­პუ­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია მოგ­ვე­წყო. "კა­თარ­ზის­ში" ყო­ველ­დღე 310 ადა­მი­ანს აპუ­რე­ბენ. მათი უფა­სო სა­დი­ლე­ბი და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "კა­თარ­ზის­მა" თა­ვად გვთხო­ვა, რომ ერთი დღით უფა­სო სა­დი­ლი დაგ­ვე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდით. ღვთის წყა­ლო­ბით, 310-მა ადა­მი­ან­მა საკ­ვე­ბი მი­ი­ღო. მათ ტორ­ტე­ბიც წა­ვუ­ღეთ (იღი­მის)...

- საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის იდეა რო­გორ გა­გიჩ­ნდათ?

- უკვე 5 წე­ლია, რაც მე და ჩემს ძმას გა­მომ­ცემ­ლო­ბა გვაქვს: ხა­ტებს, სა­ეკ­ლე­სიო ჟურ­ნა­ლებს ვბეჭ­დავთ. ბავ­შვთა სახ­ლებს წი­ნა­თაც აქ­ტი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დით - გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ხე­ლით, ყო­ველ­თვე გარ­კვე­ულ თან­ხას ვუ­რი­ცხავ­დით. ერთხე­ლაც, მე­გობ­რე­ბი ვის­ხე­დით და ვსა­უბ­რობ­დით, რომ უან­გა­როდ ისე­თი კე­თი­ლი საქ­მე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რომ­ლი­თაც ბავ­შვებ­სა თუ მო­ხუ­ცებს გა­ვა­ხა­რებ­დით. მერე იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ: არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ და დავ­ფიქ­რდით - სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ფი­ნან­სე­ბი მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა? ფა­სი­ა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბის აღე­ბას აზრი არ ჰქონ­და, რად­გან ხალ­ხი დი­დად არ აქ­ტი­უ­რობს. თან, ამ ხერ­ხით ძი­რი­თა­დად, ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­წე­ვი­ან (ღვთის მად­ლით, ჩვენც ხში­რად დაგ­ვი­რე­კავს) და ხე­ლის შეშ­ლა არ გვინ­დო­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. ექ­ვსმა ბიჭ­მა და ორმა გო­გომ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ვი­წყეთ. ხალ­ხი ფულს სი­ხა­რუ­ლით გვაძ­ლევ­და, - გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ჩემი სა­ხე­ლით და­ეხ­მა­რე­თო. პირ­ვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო: ზუს­ტად მახ­სოვს, 14 დღე­ში 1.482 ლარი შეგ­როვ­და. რუს­თავ­ში, დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარს და­ვეხ­მა­რეთ. უამ­რა­ვი პრო­დუქ­ტი და სა­თა­მა­შო ვი­ყი­დეთ...

- რუს­თა­ვის დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ზე რა­ტომ შე­ჩერ­დით?

- გვინ­დო­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბით დაგ­ვე­წყო. მო­ძი­ე­ბა რომ და­ვი­წყეთ, ამ მი­სა­მარ­თზე მოვ­ხვდით. პა­ტა­რებ­თან ერ­თად, თავ­შე­სა­ფარ­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თავ­შე­სა­ფარ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ჩვი­ლი 2 თვის იყო... საქ­მე­ში მთე­ლი სული და გული ჩავ­დეთ. მერ­წმუ­ნეთ, მათ­ზე მე­ტად გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით.

- 2 კვი­რა­ში ამ­დე­ნი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ელო­დით?

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. 4 დღე ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვით, 2 - გორ­ში, და­ნარ­ჩე­ნი - თბი­ლის­ში. ხალ­ხი ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი აქვთ, სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა შეგ­ვიძ­ლია - ეს ძა­ლი­ან კარ­გია! როცა უც­ნო­ბებს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ვე­უბ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა, არც გვენ­დონ - იქ­ნებ ვა­ტყუ­ებთ? ამი­ტომ "ფე­ის­ბუკ­ზე" ჩვე­ნი გვერ­დი გა­ვა­კე­თეთ, ფლა­ე­რე­ბი დავ­ბეჭ­დეთ, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი გვერ­დის მი­სა­მარ­თია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­დაც წე­რია, რო­მელ თვე­ში რა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხალ­ხს ან­გა­რიშს ვა­ბა­რებთ - ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, მათ მიერ გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა სად მი­დის. ფლა­ე­რებს ყვე­ლას ვაძ­ლევთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩვე­ნი გვერ­დი ნა­ხონ, სა­დაც ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლებს ვაქ­ვეყ­ნებთ. ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მით მად­ლი რომ იქ­მნე­ბა, ეს არის მთა­ვა­რი.

- ღო­ნის­ძი­ე­ბებს რა სიხ­ში­რით აწყობთ?

- 2 კვი­რა­ში ერთხელ.

- დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლი ხალ­ხი ისევ აქ­ტი­უ­რობს?

- არა, აქ­ტი­უ­რო­ბამ ცო­ტა­თი იკლო. არ მინ­და, ცუ­დად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლით, ზოგი თაღ­ლი­თობს, რის გა­მოც იმ ადა­მი­ა­ნებს ხელი გვეშ­ლე­ბა, ვინც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს მარ­თლა ვეხ­მა­რე­ბით. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს წი­თე­ლი მა­ი­სუ­რე­ბი აც­ვი­ათ, რომ­ლებ­ზეც "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლი" აწე­რია, და კე­პე­ბი ახუ­რავთ... ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა, შე­სა­წირ ყუთ­ში იმ­წუ­თას თან­ხა ვერ ჩა­აგ­დოს, ამი­ტო­მაც ფლა­ე­რებს ყვე­ლას ვაძ­ლევთ, რომ სხვა დროს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. სე­რი­ო­ზუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის გარ­და, მცი­რე დახ­მა­რე­ბებ­საც ვწევთ: როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო­ბენ, დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად მო­დი­ან ხოლ­მე. უა­რით ჯერ არა­ვინ გაგ­ვიშ­ვია. საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს ვყი­დუ­ლობთ და ტაქ­სით პირ­და­პირ შინ ვუგ­ზავ­ნით: შე­იძ­ლე­ბა, თა­ვად, გზის ფუ­ლიც არ ჰქონ­დეთ და ამის თქმის მო­ე­რი­დოთ... ამას წი­ნათ მო­ხუ­ცე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ხა­შუ­რი­დან ჩა­მოგ­ვა­კი­თხა. გუ­ლი­ა­ნი ბებო იყო. 75 წლის გახ­ლდათ, მაგ­რამ ასაკ­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ჩემს ასაკს მა­ინც არ და­ი­ჯე­რებ­თო, - გვი­თხრა და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გვიჩ­ვე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან­ვე და­ვუ­ჯე­რეთ (იცი­ნის). სა­ო­ცა­რი ენერ­გია ჰქონ­და - ღმერ­თმა მის­ცეს!.. მარ­ტო­ხე­ლა გახ­ლდათ. შვი­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყო­ლია. ხა­შურ­ში, "და­პუ­რე­ბის ცენ­ტრში" იკ­ვე­ბე­ბო­და, პენ­სია წამ­ლებ­ში ეხარ­ჯე­ბო­და... საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მთე­ლი თვის მა­რა­გი გა­ვა­ტა­ნეთ. მან­ქა­ნით სახ­ლის კა­რამ­დე მი­ვიყ­ვა­ნეთ. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მისი ლოც­ვა ჩვენს ოჯა­ხებს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­ე­წე­ვა.

- დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად პა­ტა­რე­ბი თუ მო­დი­ან?

- არა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვე­ბი მო­უყ­ვა­ნი­ათ. ამას წი­ნათ ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და. მისი შვი­ლის­თვის ექი­მებს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვამთ. სა­ერ­თოდ, ძი­რი­თა­დად, ხალ­ხს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით ვეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ამ ქალ­ბა­ტონ­მა გვი­თხრა: მხო­ლოდ წამ­ლე­ბი გვჭირ­დე­ბაო. ბავ­შვს წამ­ლე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ... შე­მიძ­ლია, თა­მა­მად ვთქვა, რომ ვინც დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა, უა­რით არა­ვინ გაგ­ვიშ­ვია. სა­ერ­თო ბი­უ­ჯეტს ვად­გენთ. მა­გა­ლი­თად, თუკი თვე­ში 3.500 ლარი შეგ­როვ­და, ვა­ნა­წი­ლებთ: 1.000 ლარს ბავ­შვთა სახ­ლის­თვის გა­მოვ­ყოფთ, 1.000-ს - მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რის­თვის, 1.500-ს - ბი­უ­ჯეტ­ში ვი­ტო­ვებთ, რომ მცი­რე დახ­მა­რე­ბე­ბი გავ­წი­ოთ. თითო ადა­მი­ანს 100 ლარ­ზე მეტს ვა­ხარ­ჯავთ. ვერ აღ­გი­წერთ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, როცა ასეთ კე­თილ საქ­მეს ვა­კე­თებთ...

- ამ­ჟა­მად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ხართ ჩარ­თუ­ლი?

- ახლა უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 15. დღე­ებს ვა­ნა­წი­ლებთ - ვინ რო­დის იმუ­შა­ვებს, რომ არ გა­დავ­ტვირ­თოთ და მუ­შა­ო­ბა ყვე­ლამ შეძ­ლოს. საქ­მეს ხა­ლი­სით ვა­კე­თებთ. ერთი ეგ არის, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს ბი­უ­ჯე­ტი­დან მხო­ლოდ გზი­სა და საკ­ვე­ბის ფულს (2 ლარს) ვაძ­ლევთ. ზოგი არც ამ­ბობს, გვინ­დაო... 4 ადა­მი­ა­ნი შე­სა­წირს მეტ­რო­ში აგ­რო­ვებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ ზოგი მგზავ­რი ილან­ძღე­ბა. დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა გჭირ­დე­ბა, რომ ასეთ გა­რე­მო­ში თან­ხა მა­ინც შე­აგ­რო­ვო. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი საქ­მეს მა­ინც აკე­თე­ბენ. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა მუ­შა­ობს და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საც იც­ლის.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებთ. მე­გობ­რე­ბი ვსხდე­ბით და გან­ვი­ხი­ლავთ - სად უფრო უჭირთ, დახ­მა­რე­ბა ვის მე­ტად სჭირ­დე­ბა? ამ­ჟა­მად, 3 ბავ­შვთა სახ­ლის ამ­ბავს გან­ვი­ხი­ლავთ. გვინ­და, რომ ძი­რი­თა­დად, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე "გა­და­ვერ­თოთ". 3 კვი­რის წინ გლ­და­ნის შშმ ბავ­შვთა სახ­ლში ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი მის­ვლა ყველ­გან უხა­რი­ათ, მაგ­რამ იქ ისე­თი ბედ­ნი­ე­რი თვა­ლე­ბით გვი­ყუ­რებ­დნენ, რომ გვსურს, ეს სი­ხა­რუ­ლი პა­ტა­რებ­მა კი­დევ იგ­რძნონ... სექ­ტემ­ბრი­დან უფა­სო "და­პუ­რე­ბის ცენ­ტრის" მო­წყო­ბა გვსურს. თუ ვინ­მე გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რე­ბა, დი­დად მად­ლი­ე­რე­ბი დავ­რჩე­ბით. მე­რი­ა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მივ­მარ­თავ: 1 ად­გი­ლი გვჭირ­დე­ბა, სა­დაც უფა­სო სა­დი­ლის გა­მარ­თვას შევ­ძლებთ. თუ ფართს ვერ გა­მოგ­ვი­ყო­ფენ, კვი­რა­ში 2 დღით მა­ინც დაგ­ვით­მონ - ყვე­ლა­ფერს თა­ვად მო­ვამ­ზა­დებთ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"

"ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც ხელი გვეშლება"

6 თვეა, რაც ახალგაზრდების ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლის" სახელით ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება. შესაწირი ყუთებისთვის თითოეული ადამიანის მიერ გაღებული თუნდაც 20 თეთრით საბოლოო ჯამში, სოლიდური თანხა გროვდება, რაც იმ პირებს ხმარდებათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ "კათარზისში" უფასო სადილი დააფინანსა...

"საქართველოს მადლის" საქმიანობით დავინტერესდით და მათ მოკრძალებულ ოფისში ვეწვიეთ. ორგანიზაციის დამფუძნებელი - თამაზ ბელთაძე, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი გახლდათ: ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტთან შესაწირი ყუთებით მისული ახალგაზრდები უკან გამოუბრუნებიათ...

თამაზ ბელთაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლის" დამფუძნებელი:

- სავაჭრო ცენტრმა ჩვენს ახალგაზრდებს 4 დღით მუშაობის უფლება მისცა, დღეს კი უკან გამოუბრუნებიათ. არადა, თხოვნის წერილი გავგზავნეთ და ჩვენი წარმომადგენელიც მივავლინეთ... ჩვენს საქმეს მთელი სულითა და გულით ვაკეთებთ. არ გვინდა, ხელი შეგვეშალოს. ახალგაზრდები ხელს არავის უშლიან, ყველას ზრდილობიანად ეპყრობიან.

- ახლახან "კათარზისში" უფასო სადილი გამართეთ. ეს ღონისძიება როგორ დაიგეგმა?

- დიდი სურვილი გვქონდა, დაპურების მასშტაბური აქცია მოგვეწყო. "კათარზისში" ყოველდღე 310 ადამიანს აპურებენ. მათი უფასო სადილები დაფინანსებაზეა დამოკიდებული. "კათარზისმა" თავად გვთხოვა, რომ ერთი დღით უფასო სადილი დაგვეფინანსებინა. სიამოვნებით დავთანხმდით. ღვთის წყალობით, 310-მა ადამიანმა საკვები მიიღო. მათ ტორტებიც წავუღეთ (იღიმის)...

- საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- უკვე 5 წელია, რაც მე და ჩემს ძმას გამომცემლობა გვაქვს: ხატებს, საეკლესიო ჟურნალებს ვბეჭდავთ. ბავშვთა სახლებს წინათაც აქტიურად ვეხმარებოდით - გამომცემლობის სახელით, ყოველთვე გარკვეულ თანხას ვურიცხავდით. ერთხელაც, მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, რომ უანგაროდ ისეთი კეთილი საქმე გაგვეკეთებინა, რომლითაც ბავშვებსა თუ მოხუცებს გავახარებდით. მერე იდეის განხორციელება დავიწყეთ: არასამთავრობო ორგანიზაცია დავარეგისტრირეთ და დავფიქრდით - საიდან შეიძლებოდა, რომ ფინანსები მოგვეძიებინა? ფასიანი სატელეფონო ნომრების აღებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ხალხი დიდად არ აქტიურობს. თან, ამ ხერხით ძირითადად, ეკლესიების მშენებლობას შეეწევიან (ღვთის მადლით, ჩვენც ხშირად დაგვირეკავს) და ხელის შეშლა არ გვინდოდა. გადავწყვიტეთ, რომ შესაწირი ყუთები დაგვემზადებინა. ექვსმა ბიჭმა და ორმა გოგომ თანხის შეგროვება დავიწყეთ. ხალხი ფულს სიხარულით გვაძლევდა, - გაჭირვებულებს ჩემი სახელით დაეხმარეთო. პირველი საქველმოქმედო ღონისძიება განსაკუთრებული იყო: ზუსტად მახსოვს, 14 დღეში 1.482 ლარი შეგროვდა. რუსთავში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დავეხმარეთ. უამრავი პროდუქტი და სათამაშო ვიყიდეთ...

- რუსთავის დედათა და ბავშვთა თავშესაფარზე რატომ შეჩერდით?

- გვინდოდა, ქველმოქმედება მცირეწლოვანი ბავშვების დახმარებით დაგვეწყო. მოძიება რომ დავიწყეთ, ამ მისამართზე მოვხვდით. პატარებთან ერთად, თავშესაფარში მარტოხელა დედები ცხოვრობენ. თავშესაფარში ყველაზე უმცროსი ჩვილი 2 თვის იყო... საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ. მერწმუნეთ, მათზე მეტად გახარებულები ჩვენ ვიყავით.

- 2 კვირაში ამდენი თანხის შეგროვებას ელოდით?

- ნამდვილად არ ველოდით. 4 დღე ქუთაისში ვიყავით, 2 - გორში, დანარჩენი - თბილისში. ხალხი ძალიან დაგვეხმარა. საერთოდ, ქართველებს დიდი სიყვარულის უნარი აქვთ, სითბოს გამოხატვა შეგვიძლია - ეს ძალიან კარგია! როცა უცნობებს ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ვეუბნებით, შეიძლება, არც გვენდონ - იქნებ ვატყუებთ? ამიტომ "ფეისბუკზე" ჩვენი გვერდი გავაკეთეთ, ფლაერები დავბეჭდეთ, რომელზეც ჩვენი გვერდის მისამართია მითითებული, სადაც წერია, რომელ თვეში რა საქველმოქმედო ღონისძიება განვახორციელეთ. ფაქტობრივად, ხალხს ანგარიშს ვაბარებთ - ადამიანებმა იციან, მათ მიერ გაღებული თანხა სად მიდის. ფლაერებს ყველას ვაძლევთ, რომ სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი ნახონ, სადაც ფოტო და ვიდეომასალებს ვაქვეყნებთ. ერთმანეთის თანადგომით მადლი რომ იქმნება, ეს არის მთავარი.

- ღონისძიებებს რა სიხშირით აწყობთ?

- 2 კვირაში ერთხელ.

- დახმარების მსურველი ხალხი ისევ აქტიურობს?

- არა, აქტიურობამ ცოტათი იკლო. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ქველმოქმედების სახელით, ზოგი თაღლითობს, რის გამოც იმ ადამიანებს ხელი გვეშლება, ვინც გაჭირვებულებს მართლა ვეხმარებით. ჩვენი ორგანიზაციის წევრებს წითელი მაისურები აცვიათ, რომლებზეც "საქართველოს მადლი" აწერია, და კეპები ახურავთ... ზოგმა შეიძლება, შესაწირ ყუთში იმწუთას თანხა ვერ ჩააგდოს, ამიტომაც ფლაერებს ყველას ვაძლევთ, რომ სხვა დროს ქველმოქმედებაში წვლილი შეიტანოს. სერიოზული ქველმოქმედების გარდა, მცირე დახმარებებსაც ვწევთ: როცა ადამიანები ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეიტყობენ, დახმარების სათხოვნელად მოდიან ხოლმე. უარით ჯერ არავინ გაგვიშვია. საკვებ პროდუქტებს ვყიდულობთ და ტაქსით პირდაპირ შინ ვუგზავნით: შეიძლება, თავად, გზის ფულიც არ ჰქონდეთ და ამის თქმის მოერიდოთ... ამას წინათ მოხუცებულმა ქალბატონმა ხაშურიდან ჩამოგვაკითხა. გულიანი ბებო იყო. 75 წლის გახლდათ, მაგრამ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ჩემს ასაკს მაინც არ დაიჯერებთო, - გვითხრა და პირადობის მოწმობა გვიჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დავუჯერეთ (იცინის). საოცარი ენერგია ჰქონდა - ღმერთმა მისცეს!.. მარტოხელა გახლდათ. შვილები დაღუპული ჰყოლია. ხაშურში, "დაპურების ცენტრში" იკვებებოდა, პენსია წამლებში ეხარჯებოდა... საკვები პროდუქტების მთელი თვის მარაგი გავატანეთ. მანქანით სახლის კარამდე მივიყვანეთ. ძალიან გაუხარდა. მისი ლოცვა ჩვენს ოჯახებს, თითოეულ ადამიანს შეეწევა.

- დახმარების სათხოვნელად პატარები თუ მოდიან?

- არა. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები მოუყვანიათ. ამას წინათ ქალბატონი მოვიდა. მისი შვილისთვის ექიმებს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვამთ. საერთოდ, ძირითადად, ხალხს საკვები პროდუქტებით ვეხმარებით, მაგრამ ამ ქალბატონმა გვითხრა: მხოლოდ წამლები გვჭირდებაო. ბავშვს წამლები გავუგზავნეთ... შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვინც დახმარება გვთხოვა, უარით არავინ გაგვიშვია. საერთო ბიუჯეტს ვადგენთ. მაგალითად, თუკი თვეში 3.500 ლარი შეგროვდა, ვანაწილებთ: 1.000 ლარს ბავშვთა სახლისთვის გამოვყოფთ, 1.000-ს - მოხუცებულთა თავშესაფრისთვის, 1.500-ს - ბიუჯეტში ვიტოვებთ, რომ მცირე დახმარებები გავწიოთ. თითო ადამიანს 100 ლარზე მეტს ვახარჯავთ. ვერ აღგიწერთ, რა ბედნიერები ვართ, როცა ასეთ კეთილ საქმეს ვაკეთებთ...

- ამჟამად ორგანიზაციის საქმიანობაში რამდენი ახალგაზრდა ხართ ჩართული?

- ახლა უკვე დაახლოებით 15. დღეებს ვანაწილებთ - ვინ როდის იმუშავებს, რომ არ გადავტვირთოთ და მუშაობა ყველამ შეძლოს. საქმეს ხალისით ვაკეთებთ. ერთი ეგ არის, რომ ორგანიზაციის წევრებს ბიუჯეტიდან მხოლოდ გზისა და საკვების ფულს (2 ლარს) ვაძლევთ. ზოგი არც ამბობს, გვინდაო... 4 ადამიანი შესაწირს მეტროში აგროვებს. წარმოიდგინეთ, იქ ზოგი მგზავრი ილანძღება. დიდი ფსიქოლოგიური განწყობილება გჭირდება, რომ ასეთ გარემოში თანხა მაინც შეაგროვო. ჩვენი ახალგაზრდები საქმეს მაინც აკეთებენ. მათგან უმეტესობა მუშაობს და ქველმოქმედებისთვისაც იცლის.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ღონისძიებების გაგრძელებას ვაპირებთ. მეგობრები ვსხდებით და განვიხილავთ - სად უფრო უჭირთ, დახმარება ვის მეტად სჭირდება? ამჟამად, 3 ბავშვთა სახლის ამბავს განვიხილავთ. გვინდა, რომ ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე "გადავერთოთ". 3 კვირის წინ გლდანის შშმ ბავშვთა სახლში ვიყავით. ჩვენი მისვლა ყველგან უხარიათ, მაგრამ იქ ისეთი ბედნიერი თვალებით გვიყურებდნენ, რომ გვსურს, ეს სიხარული პატარებმა კიდევ იგრძნონ... სექტემბრიდან უფასო "დაპურების ცენტრის" მოწყობა გვსურს. თუ ვინმე გამოგვეხმაურება, დიდად მადლიერები დავრჩებით. მერიასა და საპატრიარქოს მივმართავ: 1 ადგილი გვჭირდება, სადაც უფასო სადილის გამართვას შევძლებთ. თუ ფართს ვერ გამოგვიყოფენ, კვირაში 2 დღით მაინც დაგვითმონ - ყველაფერს თავად მოვამზადებთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია