პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი
რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ახა­ლი რექ­ტო­რი აირ­ჩი­ა. არ­ჩევ­ნებ­ში ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით 12 ხმი­დან 10-ით მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ლა­დო პა­პა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა.

გა­დავ­ხე­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პრე­სის არ­ქივს და ვნა­ხოთ, რა ხდე­ბო­და თსუ­-ის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და პირ­ვე­ლი რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი­სას. 1917 წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა. კრე­ბას ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ დღეს და­არ­სდა "ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნამ­დე იმ­ჟა­მინ­დე­ლ პრე­სა­ში, კერ­ძოდ, გა­ზეთ "ერ­თო­ბა­ში" ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და სა­რეკ­ლა­მო ინ­ფორ­მა­ცი­ა: "ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტფი­ლის­ში გა­იხ­სნე­ბა 1918 წ. იან­ვრის შუა რიცხ­ვებ­ში. იმ­თა­ვით­ვე იქ­ნე­ბა სიბ­რძნის მეტყ­ვე­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა. ლექ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა სა­ფი­ლო­სო­ფი­ო, სა­ის­ტო­რი­ო, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო, სა­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რო, სა­პე­და­გო­გიო და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სფე­რო­ე­ბი­დან. სტუ­დენ­ტე­ბათ მი­ი­ღე­ბი­ან სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლებ­ლის... სწავ­ლის ფა­სი სე­მეს­ტრში (ე. ი. ნა­ხე­ვა­რი წლი­სა) სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მსმე­ნელ­თათ­ვის ათი თუ­მა­ნი. იმ მსმე­ნელ­თათ­ვის კი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ერ­თი­სა ან ორი საგ­ნის მოს­მე­ნა სურთ, - ხუ­თი თუ­მა­ნი... ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დრ. გამ­გე­ო­ბის წევ­რნი: პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლი. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი". 13 იან­ვარს გა­ი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა კო­ლე­გი­ის სხდო­მა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბა ი. ჯა­ვა­ხიშ­ვილს შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა უა­რი გა­ნაცხ­ა­და. მი­სი წი­ნა­და­დე­ბით პირ­ველ რექ­ტო­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე მეც­ნი­ე­რი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დღეს უკ­ვე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1918 წლის 26 იან­ვარს (ა­ხა­ლი სტი­ლით 8 თე­ბერ­ვალს), და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს გა­იხ­სნა. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" 1918 წლის 28 იან­ვრის ნო­მერ­ში აუ­წყა სა­ზო­გა­დო­ე­ბას: "26 იან­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რულ დღე­სას­წა­უ­ლათ... უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნას აუ­ა­რე­ბე­ლი ხალ­ხი და­ეს­წრო, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბა. ბევ­რი გა­რეთ დარ­ჩა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის დარ­ბაზ­მაც ვერ და­ი­ტია ყვე­ლა­ნი"... იმ დღეს ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლა სიტყ­ვით, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს და­ვა­ლე­ბით აკა­კი ჩხენ­კე­ლი ყო­ფი­ლა.

გა­ზეთს ბა­ტო­ნი აკა­კის სიტყ­ვაც და­უ­ბეჭ­დავს: "...ბედ­ნი­ე­რე­ბა მაქვს გავ­ხსნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ტა­ში)... დღემ­დე ჩვენ არ გვქო­ნია არც ერ­თი მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მე არ შე­ვე­ხე­ბი შო­რე­ულ წარ­სულს, იმ წარ­სულს, რო­მე­ლიც გა­ნი­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­ნი­დან. მა­შინ ჩვენ გვქონ­და დროს შე­სა­ფე­რი­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ერს, რო­მელ­საც არა აქვს თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ტა­ძა­რი, არ შე­უძ­ლია სთქვას, რომ იგი სრულ­-ა­სა­კო­ვა­ნი­ა... ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო ენა­ზე. რა ერია ის ერი, რო­მელ­საც არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­ყო­ფით სამ­შობ­ლო ენა­ზე... თუ რა­ტომ არ გვქონ­და მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამის მი­ზე­ზი ყვე­ლამ იცის. ჩვენ სხვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ჩაგ­რუ­ლი ერი, მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვარ უფ­ლე­ბას. ახ­ლა მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ხსნათ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი...

გა­ზე­თი იუწყ­ე­ბა, რომ ასე­ვე მქუ­ხა­რე ტა­შით შეხ­ვდნენ დამ­სწრე­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო ყვე­ლა მსურ­ველს ვერც მო­უ­ხერ­ხე­ბია სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა "სა­ერ­თო სურ­ვი­ლით, რო­გორც გა­მო­ნაკ­ლი­სი, სიტყ­ვა მი­ე­ცა მუ­შა ვლა­სა მგე­ლა­ძე­სო", - წერს "ერ­თო­ბა" და ბეჭ­დავს კი­დეც პრო­ფე­სო­რე­ბი­სად­მი მის მი­მარ­თვას: "მო­დით, ნა­ხეთ, თუ რა გან­ძი, რა კულ­ტუ­რა შე­ი­ნა­ხა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. იმე­დია შემ­დეგ­ში მეც­ნი­ე­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ისე­თი ყალ­ბი, რო­გო­რიც იყო სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნო­ებ­ში... იმე­დი­ა, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რე­ბი არ იქ­ნე­ბა დახ­შუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის, მა­შინ იგი ჩვენ­ში იპო­ვის სა­უ­კე­თე­სო და­რაჯს"... დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბით ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ფუძ­ვლის ჩამ­ყრე­ლი და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ა. 1919 წლის 17 დე­კემ­ბერს და შემ­დეგ, 1923 წლის 30 მარტს მე­ო­რე ვა­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად სწო­რედ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი

რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ახა­ლი რექ­ტო­რი აირ­ჩი­ა. არ­ჩევ­ნებ­ში ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით 12 ხმი­დან 10-ით მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ლა­დო პა­პა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა.

გა­დავ­ხე­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პრე­სის არ­ქივს და ვნა­ხოთ, რა ხდე­ბო­და თსუ­-ის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და პირ­ვე­ლი რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი­სას. 1917 წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა. კრე­ბას ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ დღეს და­არ­სდა "ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნამ­დე იმ­ჟა­მინ­დე­ლ პრე­სა­ში, კერ­ძოდ, გა­ზეთ "ერ­თო­ბა­ში" ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და სა­რეკ­ლა­მო ინ­ფორ­მა­ცი­ა: "ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტფი­ლის­ში გა­იხ­სნე­ბა 1918 წ. იან­ვრის შუა რიცხ­ვებ­ში. იმ­თა­ვით­ვე იქ­ნე­ბა სიბ­რძნის მეტყ­ვე­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა. ლექ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა სა­ფი­ლო­სო­ფი­ო, სა­ის­ტო­რი­ო, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო, სა­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რო, სა­პე­და­გო­გიო და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სფე­რო­ე­ბი­დან. სტუ­დენ­ტე­ბათ მი­ი­ღე­ბი­ან სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლებ­ლის... სწავ­ლის ფა­სი სე­მეს­ტრში (ე. ი. ნა­ხე­ვა­რი წლი­სა) სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მსმე­ნელ­თათ­ვის ათი თუ­მა­ნი. იმ მსმე­ნელ­თათ­ვის კი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ერ­თი­სა ან ორი საგ­ნის მოს­მე­ნა სურთ, - ხუ­თი თუ­მა­ნი... ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დრ. გამ­გე­ო­ბის წევ­რნი: პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლი. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი". 13 იან­ვარს გა­ი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა კო­ლე­გი­ის სხდო­მა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბა ი. ჯა­ვა­ხიშ­ვილს შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა უა­რი გა­ნაცხ­ა­და. მი­სი წი­ნა­და­დე­ბით პირ­ველ რექ­ტო­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე მეც­ნი­ე­რი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დღეს უკ­ვე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1918 წლის 26 იან­ვარს (ა­ხა­ლი სტი­ლით 8 თე­ბერ­ვალს), და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს გა­იხ­სნა. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" 1918 წლის 28 იან­ვრის ნო­მერ­ში აუწყა სა­ზო­გა­დო­ე­ბას: "26 იან­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რულ დღე­სას­წა­უ­ლათ... უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნას აუ­ა­რე­ბე­ლი ხალ­ხი და­ეს­წრო, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბა. ბევ­რი გა­რეთ დარ­ჩა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის დარ­ბაზ­მაც ვერ და­ი­ტია ყვე­ლა­ნი"... იმ დღეს ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლა სიტყ­ვით, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს და­ვა­ლე­ბით აკა­კი ჩხენ­კე­ლი ყო­ფი­ლა.

გა­ზეთს ბა­ტო­ნი აკა­კის სიტყ­ვაც და­უ­ბეჭ­დავს: "...ბედ­ნი­ე­რე­ბა მაქვს გავ­ხსნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ტა­ში)... დღემ­დე ჩვენ არ გვქო­ნია არც ერ­თი მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მე არ შე­ვე­ხე­ბი შო­რე­ულ წარ­სულს, იმ წარ­სულს, რო­მე­ლიც გა­ნი­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­ნი­დან. მა­შინ ჩვენ გვქონ­და დროს შე­სა­ფე­რი­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ერს, რო­მელ­საც არა აქვს თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ტა­ძა­რი, არ შე­უძ­ლია სთქვას, რომ იგი სრულ­-ა­სა­კო­ვა­ნი­ა... ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო ენა­ზე. რა ერია ის ერი, რო­მელ­საც არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­ყო­ფით სამ­შობ­ლო ენა­ზე... თუ რა­ტომ არ გვქონ­და მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამის მი­ზე­ზი ყვე­ლამ იცის. ჩვენ სხვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ჩაგ­რუ­ლი ერი, მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვარ უფ­ლე­ბას. ახ­ლა მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ხსნათ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი...

გა­ზე­თი იუწყ­ე­ბა, რომ ასე­ვე მქუ­ხა­რე ტა­შით შეხ­ვდნენ დამ­სწრე­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო ყვე­ლა მსურ­ველს ვერც მო­უ­ხერ­ხე­ბია სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა "სა­ერ­თო სურ­ვი­ლით, რო­გორც გა­მო­ნაკ­ლი­სი, სიტყ­ვა მი­ე­ცა მუ­შა ვლა­სა მგე­ლა­ძე­სო", - წერს "ერ­თო­ბა" და ბეჭ­დავს კი­დეც პრო­ფე­სო­რე­ბი­სად­მი მის მი­მარ­თვას: "მო­დით, ნა­ხეთ, თუ რა გან­ძი, რა კულ­ტუ­რა შე­ი­ნა­ხა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. იმე­დია შემ­დეგ­ში მეც­ნი­ე­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ისე­თი ყალ­ბი, რო­გო­რიც იყო სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნო­ებ­ში... იმე­დი­ა, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რე­ბი არ იქ­ნე­ბა დახ­შუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის, მა­შინ იგი ჩვენ­ში იპო­ვის სა­უ­კე­თე­სო და­რაჯს"... დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბით ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ფუძ­ვლის ჩამ­ყრე­ლი და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ა. 1919 წლის 17 დე­კემ­ბერს და შემ­დეგ, 1923 წლის 30 მარტს მე­ო­რე ვა­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად სწო­რედ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია