ცნობილი რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ კარიერის დასრულებას აპირებს, ბრიტანული ჟურნალ Harper's Bazaar-ის სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი გახდა. მან არა მხოლოდ მოდურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, თავის ოჯახზეც ისაუბრა.
მაგალითად, იმაზე, როგორ გაუჭირდა ძიძის შერჩევა ვაჟისთვის და როგორ სურდა, თავისი შვილებისთვის მხოლოდ თვითონ მოევლო.
- დედობა სწორედ ის არის, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა. მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ მე კი არა, სხვას უნდა მიეხედა ჩემი შვილებისთვის, მე კი ძალიან ამაყი ადამიანი ვარ, ამიტომ თავიდან ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. მაგრამ მერე, როცა ისევ მომიწია მუშაობამ, ძიძის დახმარება დამჭირდა. საწყალი ლუკასი - მისი ცხოვრების პირველ სამ თვეში 30 ძიძა გამოვიცვალე! არ შემეძლო ამეტანა, რომ ვიღაც სხვა აქცევდა ყურადღებას ჩემს შვილს.