Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს
ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს

რა­ტომ არ უნდა მი­ი­ღოს პარ­ლა­მენ­ტმა "იპო­თე­კა­რე­ბის კა­ნო­ნი", რას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი და რა­ტომ და­აფრ­თხობს გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ინ­ვეს­ტო­რებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­გეგ­მი­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ქო­ნე­ბა­ზე აღ­სრუ­ლე­ბა 1 თე­ბერ­ვლამ­დე უნდა შე­ჩერ­დეს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღო, მაგ­რამ პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნის შემ­დეგ გან­ხილ­ვა შე­ჩერ­და და სექ­ტემ­ბრის­თვის გა­და­ი­დო. ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს, რა­საც მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. სა­ბან­კო და ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას უარ­ყო­ფი­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა და ამ სა­ხით მისი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. არის თუ არა ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ხელ­მწი­ფოს უხე­ში ჩა­რე­ვა კერ­ძო სექ­ტორ­ში? - "ვერ­სი­ას" სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რაბ გვა­სა­ლია ესა­უბ­რე­ბა.

- კარ­გად მეს­მის, რომ ამ პრობ­ლე­მის გარ­შე­მო რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი შე­იქ­მნა, მაგ­რამ სა­ბან­კო სექ­ტო­რი არა­ფერ შუ­ა­შია, რად­გან ბან­კე­ბი იპო­თე­კურ სეს­ხებს რის­კე­ბის გათ­ვლით გა­ნი­ხი­ლა­ვენ. თი­თო­ე­ულ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ოთხი- ხუთი ბან­კი მა­ინც ჰქონ­დათ შე­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ იპო­თე­კუ­რი სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე უარს იღებ­დნენ. ამის შემ­დეგ მი­მარ­თეს კერ­ძო იპო­თე­კა­რებს, რომ­ლებ­მაც ეს პრობ­ლე­მა შექ­მნეს. მეს­მის, თუკი არ გი­ჭირს და თან­ხა არ გჭირ­დე­ბა, ამ ტი­პის სესხს აი­ღებ, მაგ­რამ არა­ვინ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, რა­ტომ მი­ი­ღო უარი ამ ხალ­ხმა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­გან. უა­რის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ბან­კი იპო­თე­კურ სესხს მხო­ლოდ მსეს­ხებ­ლის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცემს ანუ მსეს­ხე­ბელ­მა უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რომ სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­უძ­ლია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი არ აქვთ, მაგ­რამ მა­ღა­ლია რის­კი, რომ სეს­ხის და­ფარ­ვა ვერ შეძ­ლონ, იპო­თე­კარს არ აინ­ტე­რე­სებს, რად­გან მის­თვის მთა­ვა­რი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მსეს­ხე­ბე­ლი თა­ნახ­მაა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა ჩა­დოს, შე­საძ­ლოა, ერ­თა­დერ­თი ბი­ნაც კი... სწო­რედ ამ მი­ზე­ზის გამო შე­იქ­მნა პრობ­ლე­მა და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვამ­ბობ, რომ არას­წო­რია, თუკი ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა ერთ ქვაბ­ში მო­ი­ხარ­შე­ბა. სა­ერ­თოდ, იპო­თე­კა, რო­გორც სეს­ხის ერთ- ერთი სა­ხე­ო­ბა, ყვე­ლა სა­ხის სესხში მო­ნა­წი­ლე­ობს; მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნეს­სეს­ხის დრო­საც კი, თუკი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა საკ­მა­რი­სი არაა, მე­წარ­მე სა­წარ­მოს შე­ნო­ბა- ნა­გე­ბო­ბას დატ­ვირ­თავს იპო­თე­კით, თუ ესეც არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, მე­წარ­მემ შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი ბი­ნაც კი ჩა­დოს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მაც რომ ავი­ღოთ, სა­დაც სეს­ხის სამი კა­ტე­გო­რი­აა, პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ში 100%- ით მო­ნა­წი­ლე­ობს იპო­თე­კა - გლე­ხი, რო­მე­ლიც მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სესხს იღებს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს დებს.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სა­ბან­კო სექ­ტო­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რა­ტომ გა­აკ­რი­ტი­კეს?

- იმი­ტომ, რომ ცუდი სიგ­ნა­ლია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის, ისე ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის­თვის. როცა ამ ტი­პის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებს იღე­ბენ, შე­საძ­ლოა, ინ­ვეს­ტო­რებ­მა ახა­ლი ტრან­შე­ბის გა­მო­ყო­ფის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. ვფიქ­რობ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რებს ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ, თუ რო­გორ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი ამ პრობ­ლე­მა­ში. შევ­ხვდით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რებს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ფე­რი ეს ვუ­თხა­რით და ავუხ­სე­ნით, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან ან, თუნ­დაც, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო­დან გა­მო­ე­თხო­ვათ ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა. სხვა­თა შო­რის, 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტორ­მა, ჯამ­ში, მხო­ლოდ 0,1%- ის იპო­თე­კუ­რი სეს­ხი გას­ცა. ასე­თი და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწო­რედ იპო­თე­კა­რე­ბის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა. მინ­და, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ერ იპო­თე­კურ სესხს გავ­ლი­ლი აქვს რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და ყვე­ლა შე­ღა­ვა­თი, რაც არ­სე­ბობს და საქ­მე აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ბი­ნე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის­გან მა­ში­ნაც კი იკა­ვე­ბენ თავს, რო­დე­საც საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია - სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, მე­ვა­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ბი­ნე­ბი გა­მო­ის­ყი­დონ ანუ სესხს გარ­კვე­უ­ლი ვა­დით უგ­რძე­ლე­ბენ, თუმ­ცა, თუ ბანკს გა­ცე­მუ­ლი სეს­ხი­დან გა­რან­ტია არ აქვს, რომ თან­ხას ამო­ი­ღებს, ცხა­დია, იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ქო­ნე­ბას წა­ი­ღებს. სა­ერ­თოდ, ეს პრო­ცე­სი ბან­კე­ბის­თვის დიდ ხარჯთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - იუ­რის­ტე­ბის ხარ­ჯე­ბი უნდა გა­ის­ტუმ­რონ, კერ­ძო აღ­მას­რუ­ლებ­ლებ­საც უნდა გა­და­უ­ხა­დონ და ბო­ლოს, აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ბი­ნაც უნდა შე­ი­ძი­ნონ.

- კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ქო­ნე­ბა­ზე აღ­სრუ­ლე­ბა 1 თე­ბერ­ვლამ­დე უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ახლა რა ვი­თა­რე­ბაა?

- ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტი არ გა­ნი­ხი­ლავს და არ მი­ი­ღებს კა­ნონპ­რო­ექტს, აღ­სრუ­ლე­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა. და­ვუშ­ვათ, პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი და 6 თვით შე­ა­ჩე­რა აღ­სრუ­ლე­ბა, რო­გორ გგო­ნი­ათ, ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა და თან­ხის გა­დახ­დას შეძ­ლე­ბენ? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, უარ­ყო­ფით შე­დეგს მო­ი­ტანს და პრობ­ლე­მაც ბევ­რად მძაფ­რად დად­გე­ბა, რად­გან მუდ­მი­ვად ჩა­კე­ტილ წრე­ზე ვივ­ლით და ბო­ლოს, ისევ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მოგ­ვი­წევს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. ამ თან­ხე­ბის მო­თხოვ­ნა კი ბი­უ­ჯე­ტი­დან აბ­სურ­დია და ამის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

- თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ ვარ­გა, მა­შინ გა­მო­სა­ვა­ლი სა­დაა?

- რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შევ­ხვდით, ავუხ­სე­ნით, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ამ ფორ­მით მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი და­ზა­რალ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შექ­მნი­ლია კო­მი­სია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, რათა ეს პრობ­ლე­მა ცი­ვი­ლუ­რი გზით და­რე­გუ­ლირ­დეს. რთუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც სა­კუთ­რე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა­საც უკავ­შირ­დე­ბა, რაც არ უნდა და­ვუშ­ვათ.

- იპო­თე­კა­რე­ბის პრობ­ლე­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომსა და ფი­ნან­სურ კრი­ზისს უკავ­შირ­დე­ბა?

- ამ პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ომსა და ფი­ნან­სურ კრი­ზისს ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, რად­გან 5- 6 წლის წი­ნან­დელ კი არა, ორი წლის წი­ნან­დელ სეს­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. არც ერთი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი არ არ­სე­ბობს, რომ­ლის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­აც არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბან­კე­ბი პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის მფლო­ბე­ლებს მეტ დროს აძ­ლე­ვენ, რათა ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბა შეძ­ლონ. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ბან­კო სექ­ტო­რის ბუ­ნე­ბა ისე­თია, რომ მე­ვა­ლეს და­ეხ­მა­როს და თან­ხა ამო­ი­ღოს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კი და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­აა, რომ სეს­ხი დრო­უ­ლად და­ი­ფა­როს. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მერ­ცი­ულ ბანკს ინ­ტე­რე­სი არ აქვს, იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დოს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ეს დიდ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა. იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ბან­კე­ბის­თვის იძუ­ლე­ბი­თი და უკი­დუ­რე­სი ფორ­მა, რომ­ლი­თაც გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი უნდა ამო­ი­ღონ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პრო­ტესტს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იპო­თე­კა­რე­ბის კო­მი­ტე­ტი არ იზი­ა­რებს. ერთი კვი­რის წინ, კო­მი­ტე­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საბ­ჭომ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ზო­ლუ­ცია შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს გა­და­უგ­ზავ­ნა: "2004 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აღე­ბუ­ლი მკვეთ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეკ­ვე­ცა და პრო­პორ­ცი­უ­ლად, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის ზრდა და­ი­წყო. კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა, სა­ხელ­მწი­ფოს მეს­ვე­ურ­თა ხელ­შე­წყო­ბით, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბით, "მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი" კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მა და­ი­წყეს გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ა­ში მყო­ფი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ, ტე­ლე­პი­ა­რის დო­ნე­ზე, აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და პრო­პა­გან­დი­რე­ბა, თით­ქოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო, რე­ა­ლუ­რად, სა­გა­და­სა­ხა­დო და სა­ბან­კო სის­ტე­მე­ბის ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, ეს სეგ­მენ­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ნად­გურ­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა და ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა, ცხა­დად წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გე­ბი, რის შე­დე­გა­დაც, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 75 000- ზე მეტი ოჯა­ხის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, კი­თხვის ქვეშ დგას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ერ­თო­ბა და­ვა­ნა­ხოთ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მოვ­თხო­ვოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან სა­ბან­კო სექ­ტორ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შე­ის­წავ­ლის. კო­მი­სი­ამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს, რო­გორ გა­ხარ­ჯეს კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა 2008 წელს, დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­მო­ყო­ფი­ლი 2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც სა­ბან­კო სექ­ტორს გა­და­უ­რი­ცხეს. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბის კამ­პა­ნი­ას ვი­წყებთ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი ვი­თხოვთ, გა­მო­ცხად­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე".

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს

ინტერვიუ, რომელიც ყველა დაზარალებულმა იპოთეკარმა უნდა წაიკითხოს

რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა "იპოთეკარების კანონი", რას აპროტესტებენ კომერციული ბანკები და რატომ დააფრთხობს გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა ინვესტორებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის ინიციატივით, დაგეგმილია ცვლილებები, რომლითაც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება 1 თებერვლამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ პრემიერ- მინისტრის კრიტიკული შენიშვნის შემდეგ განხილვა შეჩერდა და სექტემბრისთვის გადაიდო. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. საბანკო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გედევან ფოფხაძის ინიციატივას უარყოფითი ეკონომიკური შედეგი მოჰყვება და ამ სახით მისი მიღება არ შეიძლება. არის თუ არა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფოს უხეში ჩარევა კერძო სექტორში? - "ვერსიას" საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ესაუბრება.

- კარგად მესმის, რომ ამ პრობლემის გარშემო რთული სოციალური ფონი შეიქმნა, მაგრამ საბანკო სექტორი არაფერ შუაშია, რადგან ბანკები იპოთეკურ სესხებს რისკების გათვლით განიხილავენ. თითოეულ დაზარალებულებს ოთხი- ხუთი ბანკი მაინც ჰქონდათ შემოვლილი, მაგრამ იპოთეკური სესხის დამტკიცებაზე უარს იღებდნენ. ამის შემდეგ მიმართეს კერძო იპოთეკარებს, რომლებმაც ეს პრობლემა შექმნეს. მესმის, თუკი არ გიჭირს და თანხა არ გჭირდება, ამ ტიპის სესხს აიღებ, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რატომ მიიღო უარი ამ ხალხმა კომერციული ბანკებისგან. უარის მიზეზი ის იყო, რომ ბანკი იპოთეკურ სესხს მხოლოდ მსესხებლის დადასტურებული შემოსავლების საფუძველზე გასცემს ანუ მსესხებელმა უნდა დაადასტუროს, რომ სესხის მომსახურება შეუძლია. დაზარალებულებს დადასტურებული შემოსავლები არ აქვთ, მაგრამ მაღალია რისკი, რომ სესხის დაფარვა ვერ შეძლონ, იპოთეკარს არ აინტერესებს, რადგან მისთვის მთავარი სესხის უზრუნველყოფაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მსესხებელი თანახმაა, უზრუნველყოფაში საცხოვრებელი ბინა ჩადოს, შესაძლოა, ერთადერთი ბინაც კი... სწორედ ამ მიზეზის გამო შეიქმნა პრობლემა და ამის გათვალისწინებით ვამბობ, რომ არასწორია, თუკი ყველა ეს პრობლემა ერთ ქვაბში მოიხარშება. საერთოდ, იპოთეკა, როგორც სესხის ერთ- ერთი სახეობა, ყველა სახის სესხში მონაწილეობს; მაგალითად, ბიზნესსესხის დროსაც კი, თუკი სესხის უზრუნველყოფა საკმარისი არაა, მეწარმე საწარმოს შენობა- ნაგებობას დატვირთავს იპოთეკით, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მეწარმემ შესაძლოა, საკუთარი ბინაც კი ჩადოს. სოფლის მეურნეობის პროგრამაც რომ ავიღოთ, სადაც სესხის სამი კატეგორიაა, პირველ კატეგორიაში 100%- ით მონაწილეობს იპოთეკა - გლეხი, რომელიც მცირე რაოდენობის სესხს იღებს, უზრუნველყოფაში საცხოვრებელ სახლს დებს.

- ბატონო ზურაბ, საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ეს კანონპროექტი რატომ გააკრიტიკეს?

- იმიტომ, რომ ცუდი სიგნალია, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე ინვესტორებისა და საფინანსო სექტორისთვის. როცა ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებს იღებენ, შესაძლოა, ინვესტორებმა ახალი ტრანშების გამოყოფისგან თავი შეიკავონ. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს ზუსტი სტატისტიკა უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ როგორ მონაწილეობდა საბანკო და საფინანსო სექტორი ამ პრობლემაში. შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს, კანონპროექტის ინიციატორებს, რომლებსაც ყველაფერი ეს ვუთხარით და ავუხსენით, რომ ეროვნული ბანკიდან ან, თუნდაც, აღსრულების ბიუროდან გამოეთხოვათ ზუსტი სტატისტიკა. სხვათა შორის, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორმა, ჯამში, მხოლოდ 0,1%- ის იპოთეკური სესხი გასცა. ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ იპოთეკარების პრობლემას უკავშირდება. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ნებისმიერ იპოთეკურ სესხს გავლილი აქვს რესტრუქტურიზაცია და ყველა შეღავათი, რაც არსებობს და საქმე აღსრულების ბიუროს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა. მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკები იპოთეკით დატვირთული ბინებიდან მოქალაქეების გამოსახლებისგან მაშინაც კი იკავებენ თავს, როდესაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია - საშუალებას აძლევენ, მევალეებმა საკუთარი ბინები გამოისყიდონ ანუ სესხს გარკვეული ვადით უგრძელებენ, თუმცა, თუ ბანკს გაცემული სესხიდან გარანტია არ აქვს, რომ თანხას ამოიღებს, ცხადია, იპოთეკით დატვირთულ ქონებას წაიღებს. საერთოდ, ეს პროცესი ბანკებისთვის დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული - იურისტების ხარჯები უნდა გაისტუმრონ, კერძო აღმასრულებლებსაც უნდა გადაუხადონ და ბოლოს, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბინაც უნდა შეიძინონ.

- კანონპროექტის მიხედვით, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება 1 თებერვლამდე უნდა შეჩერებულიყო, ახლა რა ვითარებაა?

- ვიდრე პარლამენტი არ განიხილავს და არ მიიღებს კანონპროექტს, აღსრულება არ შეჩერდება. დავუშვათ, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი და 6 თვით შეაჩერა აღსრულება, როგორ გგონიათ, ამ დროის გასვლის შემდეგ პრობლემა მოგვარდება და თანხის გადახდას შეძლებენ? აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი, ეკონომიკური თვალსაზრისით, უარყოფით შედეგს მოიტანს და პრობლემაც ბევრად მძაფრად დადგება, რადგან მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ვივლით და ბოლოს, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით მოგვიწევს პრობლემის მოგვარება. ამ თანხების მოთხოვნა კი ბიუჯეტიდან აბსურდია და ამის დაშვება არ შეიძლება!

- თუ კანონპროექტი არ ვარგა, მაშინ გამოსავალი სადაა?

- როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით, ავუხსენით, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება არ შეიძლებოდა, რადგან საბანკო და საფინანსო სექტორი დაზარალდებოდა. რაც შეეხება გამოსავალს, იუსტიციის სამინისტროში შექმნილია კომისია, რომელშიც ჩართულები ვართ, რათა ეს პრობლემა ცივილური გზით დარეგულირდეს. რთული პრობლემაა, რომელიც საკუთრების კონსტიტუციური უფლების ხელყოფასაც უკავშირდება, რაც არ უნდა დავუშვათ.

- იპოთეკარების პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომსა და ფინანსურ კრიზისს უკავშირდება?

- ამ პრობლემას მხოლოდ ომსა და ფინანსურ კრიზისს ვერ დავაბრალებთ, რადგან 5- 6 წლის წინანდელ კი არა, ორი წლის წინანდელ სესხებზეა საუბარი. არც ერთი იპოთეკური სესხი არ არსებობს, რომლის რესტრუქტურიზაციაც არ განხორციელებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები პრობლემური სესხების მფლობელებს მეტ დროს აძლევენ, რათა ვალის გასტუმრება შეძლონ. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სექტორის ბუნება ისეთია, რომ მევალეს დაეხმაროს და თანხა ამოიღოს, უზრუნველყოფა კი დამატებითი გარანტიაა, რომ სესხი დროულად დაიფაროს. შესაბამისად, კომერციულ ბანკს ინტერესი არ აქვს, იპოთეკით დატვირთული ქონება ხელში ჩაიგდოს, რადგან ყველაფერი ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება. იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენა ბანკებისთვის იძულებითი და უკიდურესი ფორმა, რომლითაც გაცემული სესხები უნდა ამოიღონ. საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლების პროტესტს დაზარალებული იპოთეკარების კომიტეტი არ იზიარებს. ერთი კვირის წინ, კომიტეტის საორგანიზაციო საბჭომ სპეციალური რეზოლუცია შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა: "2004 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული მკვეთრად ლიბერალური კურსის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილების შეკვეცა და პროპორციულად, კომერციული ბანკების ფუნქციების ზრდა დაიწყო. კომერციულმა ბანკებმა, სახელმწიფოს მესვეურთა ხელშეწყობით, უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, "მაღალი რისკის შემცველი" კრედიტების გაცემა დაიწყეს განვითარების სტადიაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მაშინ, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, ტელეპიარის დონეზე, აქტიურად ხდებოდა პროპაგანდირება, თითქოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტული იყო, რეალურად, საგადასახადო და საბანკო სისტემების ურთიერთშეთანხმებული ქმედებების გამო, ეს სეგმენტი მიზანმიმართულად განადგურდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა და ფინანსურმა კრიზისმა, ცხადად წარმოაჩინა სახელმწიფოს დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგები, რის შედეგადაც, დღევანდელი მდგომარეობით, 75 000- ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრება - საცხოვრებელი სახლი, კითხვის ქვეშ დგას. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას ჩვენი ერთობა დავანახოთ და სამართლიანობის აღდგენა მოვთხოვოთ. აუცილებელია, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც 2004 წლიდან საბანკო სექტორში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის. კომისიამ უნდა გამოიძიოს, როგორ გახარჯეს კომერციულმა ბანკებმა 2008 წელს, დახმარების სახით გამოყოფილი 2 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც საბანკო სექტორს გადაურიცხეს. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვების კამპანიას ვიწყებთ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებამდე კი ვითხოვთ, გამოცხადდეს მორატორიუმი საცხოვრებელი სახლების გაყიდვაზე".

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ