Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს
"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს

თბი­ლის­ში სა­პა­სუ­ხო მატჩზე შუ­რის­ძი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა წამ­ყვა­ნი ავ­სტრი­უ­ლი გა­ზე­თი "დი პრე­სე" ვე­ნის "რა­პიდ­სა" და გო­რის "დი­ლას" თა­მა­შის შემ­დეგ ჰა­ნა­პის სტა­დი­ონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რო­დე­საც წა­გე­ბუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს სახ­ლში წას­ვლა უნ­დო­დათ, მათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­და­ე­ღობ­ნენ. ვე­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, 50 სტუმ­რის კონ­ტრო­ლის პე­რი­ო­დი შუ­ა­ღა­მეს ბევ­რად გა­დას­ცდა.

"ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი", - უთხრა ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა "დი პრე­სეს". პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სტუმ­რებს ძა­ლი­ან უხე­შად მო­ექ­ცნენ. იქ მი­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, კონ­სტან­ტი­ნე ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც ასე­ვე ეს­წრე­ბო­და მატჩს, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ზე­გავ­ლე­ნა ექო­ნია პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბა­ზე. სა­ელ­ჩომ პა­რას­კევს კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კი­თხი ავ­სტრი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. შე­იძ­ლე­ბა კო­მენ­ტა­რი იმი­ტო­მაც არ გა­კეთ­და, რომ სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი თბი­ლის­ში უკვე ექ­ვსი დღის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა და შუ­რის­ძი­ე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, მატ­ჩის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი "რა­პი­დი" გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მო­ხა­ტავს და აცხა­დებს, რომ კლუ­ბის­თვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, "რა­პი­დის" სპი­კერ­მა გი­უნ­ტერ ბი­ტშ­ნა­უმ "დი პრე­სე"-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "ძალ­ზე მშვი­დო­ბი­ან­ნი" იყ­ვნენ. ბი­ტშ­ნა­უს თქმით, რო­გორც წესი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის კონ­ტრო­ლი, თა­მა­შის წინ ხდე­ბა, რათა სტა­დი­ონ­ზე აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი არ იქ­ნას შე­ტა­ნი­ლი, ხან­და­ხან ხდე­ბა შერ­ჩე­ვი­თი კონ­ტრო­ლიც.

"თუმ­ცა, აქ­ცია "შერ­ჩე­ვი­თი კონ­ტრო­ლი" არ იყო - ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მა­სობ­რი­ვი კონ­ტრო­ლი. ვე­ნის პო­ლი­ცი­ა­ში შეც­დო­მას არ აღი­ა­რე­ბენ. არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თა­მაშს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, - აცხა­დებს სპი­კე­რი შტე­ფან გო­ლო­ბი. თუმ­ცა მატ­ჩის შემ­დეგ, მხო­ლოდ სა­ბუ­თე­ბის შემ­დგო­მი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ა­ში ორი პირი იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იყო თუ არა ოპე­რა­ცია პრო­პორ­ცი­უ­ლი, ამას პო­ლი­ცი­ა­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად პა­სუ­ხო­ბენ: ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი კონ­ტრო­ლის­თვის მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან "იქ ხომ ყვე­ლა ერ­თად არის თავ­მოყ­რი­ლი", - წერს უტა ზო­მერ­ბა­უ­ე­რი.

გო­რის "დი­ლა­სა" და ვე­ნის "რა­პი­დის" შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოთხი ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სტა­დი­ონ­ზე შე­ვიდ­ნენ და იმ ად­გი­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყეს, რო­მე­ლიც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის შე­საძ­ლოა, კრი­მი­ნალ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ოთხი და­კა­ვე­ბუ­ლი­დან ერთ-ერთი ვე­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და და ის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურს გა­და­ცეა. კი­დევ ერთ პირს კი, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია აღ­მო­აჩ­ნდა. და­ნარ­ჩე­ნი ორი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია diepresse.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს

"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს

თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს, - ასე ეხმაურება წამყვანი ავსტრიული გაზეთი "დი პრესე" ვენის "რაპიდსა" და გორის "დილას" თამაშის შემდეგ ჰანაპის სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, როდესაც წაგებული თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს სახლში წასვლა უნდოდათ, მათ პოლიციელები, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადაეღობნენ. ვენის პოლიციის ცნობით, 50 სტუმრის კონტროლის პერიოდი შუაღამეს ბევრად გადასცდა.

"ეს იყო წარმოუდგენელი", - უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა "დი პრესეს". პოლიციელები სტუმრებს ძალიან უხეშად მოექცნენ. იქ მისული საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილისთვის, რომელიც ასევე ესწრებოდა მატჩს, შეუძლებელი აღმოჩნდა ზეგავლენა ექონია პოლიციის ქმედებაზე. საელჩომ პარასკევს კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დიპლომატიურად განაცხადა, რომ საკითხი ავსტრიის ხელისუფლებასთან განხილვის პროცესშია. შეიძლება კომენტარი იმიტომაც არ გაკეთდა, რომ საპასუხო მატჩი თბილისში უკვე ექვსი დღის შემდეგ გაიმართება და შურისძიების საშიშროება არსებობს", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, მატჩის ორგანიზატორი "რაპიდი" გაკვირვებას გამოხატავს და აცხადებს, რომ კლუბისთვის არაფერი იყო ცნობილი, "რაპიდის" სპიკერმა გიუნტერ ბიტშნაუმ "დი პრესე"-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველი გულშემატკივრები "ძალზე მშვიდობიანნი" იყვნენ. ბიტშნაუს თქმით, როგორც წესი, გულშემატკივრების კონტროლი, თამაშის წინ ხდება, რათა სტადიონზე აკრძალული ნივთები არ იქნას შეტანილი, ხანდახან ხდება შერჩევითი კონტროლიც.

"თუმცა, აქცია "შერჩევითი კონტროლი" არ იყო - ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი კონტროლი. ვენის პოლიციაში შეცდომას არ აღიარებენ. არსებობდა ინფორმაცია, თითქოს თამაშს საერთაშორისო ძებნილები ესწრებოდნენ, - აცხადებს სპიკერი შტეფან გოლობი. თუმცა მატჩის შემდეგ, მხოლოდ საბუთების შემდგომი შემოწმების მიზნით პოლიციაში ორი პირი იქნა გადაყვანილი. იყო თუ არა ოპერაცია პროპორციული, ამას პოლიციაში შემდეგნაირად პასუხობენ: ფეხბურთის მატჩი კონტროლისთვის მეტად მოსახერხებელია, ვინაიდან "იქ ხომ ყველა ერთად არის თავმოყრილი", - წერს უტა ზომერბაუერი.

გორის "დილასა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრის შემდეგ პოლიციის წარმომადგენლებმა ოთხი ქართველი დააკავეს. პოლიციელები სტადიონზე შევიდნენ და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდა დაკავებული. არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესაძლოა, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები ყოფილიყვნენ. ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და ის საემიგრაციო სამსახურს გადაცეა. კიდევ ერთ პირს კი, ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. დანარჩენი ორი მალევე გაათავისუფლეს.

მომზადებულია diepresse.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია