სასჯელაღსრულების სამინისტრო ელენე თევდორაძეს მიმართავს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ელენე თევდორაძეს მიმართავს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს მიმართავს. სამინისტრო თევდორაძის მიერ 24 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, 217 მსჯავრდებულს შორის, რომელთა შეწყალება შესაძლებელია, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც პატიმარმა თავად განაცხადა უარი შეწყალებაზე და ის სავარაუდოდ, სხვა მსჯავრდებულებმა დააშინეს.

"სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, საზოგადოებას აუწყოს სიმართლე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პატიმარს შეუქმნას ყველანაირი პირობა, რათა მან შეწყალების შესაძლებლობით დაუბრკოლებლად ისარგებლოს იმ ვადებში, რომელშიც სხვა მსჯავრდებულთა შეწყალება მოხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სოზარ სუბარის უწყება ელენე თევდორაძეს მიმართავს, რომ სავარაუდო ფაქტის შესახებ, მის ხელთ არსებული ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ