Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია?!
წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია?!

"ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან კა­ლან­და­ძე "ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს და ქვე­ყა­ნა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბას ელის. ამას­თან, კა­ლან­და­ძე არც მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის კრი­ტი­კას ერი­დე­ბა და და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებს, რომ წლის ბო­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა, რაც სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზის­ში, ინფლა­ცი­უ­რი ფო­ნის გა­უ­ა­რე­სე­ბა­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. კა­ლან­და­ძის თქმით­ვე, პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნეს­გა­რე­მო გა­უ­ა­რეს­და - ბიზ­ნესს მო­ლო­დი­ნი გა­უც­რუვ­და, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა მხო­ლოდ და­პი­რე­ბად დარ­ჩა. რა არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პის შემ­ცი­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ დგას ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სის წი­ნა­შე და რას არ აღი­ა­რებს მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი? - "ვერ­სი­ას" ლე­ვან კა­ლან­და­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა, რაც წლის და­სა­წყის­ში არ­სე­ბულ გარ­თუ­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. ეს სიმ­ძი­მე რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტით გა­მოვ­ლინ­და, პირ­ვე­ლი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დნის შე­ჩე­რე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო. მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხსნათ, ქვე­ყა­ნა­ში, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბი დოვ­ლა­თი იქ­მნე­ბა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ისაა, რომ და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დამ­ხდე­ლი (დღგ) სა­წარ­მო­ე­ბის ბრუნ­ვაც შემ­ცირ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გა­და­სუ­ლი და, სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, გან­ვი­თა­რე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს. მე­სა­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბაა. არა­და, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ასე­ვე - სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი­სა და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში რეგ­რე­სუ­ლი უკუს­ვლა ვერ შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ნე­გა­ტი­ვი ისაა, რომ ამ პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. რო­დე­საც მთავ­რო­ბას მო­ვუ­წო­დებ­დით, რომ შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, მისი რე­აქ­ცია არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას კრი­ზი­სის დად­გო­მის­თა­ნა­ვე შე­ვი­მუ­შა­ვე­ბო. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ, რო­დე­საც კრი­ზი­სი დგე­ბა, მას უკვე გეგ­მა აღარ შვე­ლის.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან რო­გორ უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ეს პრო­ცე­სი, გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა იყო?

- არა. ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი არაა, ეს არის კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდას იწ­ვევს - ხელს უწყობს შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას ბი­უ­ჯეტ­ში და გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რან­ტი­ე­ბის სის­ტე­მის შექ­მნა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. გეგ­მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბაც უნდა ახ­ლდეს, რაც ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, სა­ხელ­მწი­ფომ, მთავ­რო­ბამ რომ კარ­გად იმუ­შა­ოს, სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ბი­უ­ჯე­ტო პო­ლი­ტი­კა გვჭირ­დე­ბა, რაც ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა­სა და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გას­ტუმ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. დღეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა, რაც პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ წლის ბო­ლოს­თვის სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით და სა­ბი­უ­ჯე­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბას ვერ შევ­ძლებთ. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გა­ის­ტუმ­რე­ბენ, მაგ­რამ ეს ეშ­მა­კო­ბაა, რად­გან ძი­რი­თა­დი სა­ბი­უ­ჯე­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბე­ბი, ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის გას­ტუმ­რე­ბა და პენ­სი­ე­ბი კი არა, კა­პი­ტა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ხარ­ჯე­ბის გას­ტუმ­რე­ბა­ცაა. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს, ისე­თი ილუ­ზია შექ­მნას, რომ პენ­სი­ე­ბის, ხელ­ფა­სე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის ნა­წილ­ში პრობ­ლე­მე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც არ გა­ის­ტუმ­რებს, ზო­გა­დად, ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა შე­იქ­მნე­ბა, რის გა­მოც ეროვ­ნულ ბანკს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის და­ჭე­რა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- ეროვ­ნულ ბანკს ისე­დაც მძი­მე პე­რი­ო­დი უდ­გას, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ინფლა­ცი­ის დონე მა­ტუ­ლობს და სექ­ტემ­ბერ­ში ინფლა­ცია ისე­დაც გარ­და­უ­ვა­ლია. წელს კი, ამ პრო­ცესს ისიც და­ე­მა­ტა, რომ დიდი წვი­მე­ბის შე­დე­გად, მო­სა­ვა­ლი გა­ნად­გურ­და, ამი­ტომ შე­მოდ­გო­მა­ზე პრო­დუქ­ტი გაძ­ვირ­დე­ბა. რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ პრო­ცე­სის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად?

- ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, რო­დე­საც ყვე­ლა ცდი­ლობს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ექ­ცეს. პირ­ველ რიგ­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს, რომ წი­ნაკ­რი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რაც შე­საძ­ლოა, სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზის­ში გა­მო­ი­ხა­ტოს, მო­მა­ვალ წელს კი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­შიც გა­და­ი­ზარ­დოს, არ აღი­ა­რებს, რომ შე­მო­სავ­ლე­ბი შემ­ცირ­და და, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­ლუ­რად მო­უ­წევს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ამ პრო­ცესს იუ­რი­დი­უ­ლი კა­ზუ­ის­ტი­კაც ახ­ლავს - ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს აგ­ვის­ტო­ში უნდა მო­ეს­წრო ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა, სექ­ტემ­ბერ­ში 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბას ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს. ამ თვალ­საზ­რი­სით, ბი­უ­ჯე­ტის გარ­ღვე­ვის ანუ დე­ფი­ცი­ტუ­რი ბი­უ­ჯე­ტის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბულ­მა გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა კი ეშ­მა­კო­ბა იხ­მა­რეს, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყეს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროც სწო­რედ მათ­თან ერ­თად ცდი­ლობს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეროვ­ნულ ბანკს აჰ­კი­დონ, ხე­ლე­ბი კი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე­ზე შე­იწ­მინ­დონ. ის, რაც წლის ბო­ლოს­თვი­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, იგი­ვე ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სის გარ­თუ­ლე­ბა, ფა­სე­ბის ზრდა და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სი, მარ­ტი­ვად, ეროვ­ნულ ბანკს უნდა შე­აწ­მინ­დონ. ლო­გი­კა გა­სა­გე­ბია - ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი მათ კონ­ტროლს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. პირ­და­პირ ვთქვათ, გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე "მე­ოც­ნე­ბე" ეკო­ნო­მის­ტი და მათი გუნ­დის წევ­რი არ არის. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის­თვის კარ­გად გა­ყიდ­ვა­დი თემა ის იქ­ნე­ბა, რომ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი შექ­მნეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არაა და ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლებ­სა და გარ­კვე­ულ ეკო­ნო­მი­კურ იდე­ო­ლო­გი­ას უკავ­შირ­დე­ბა, პა­სუხს მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აგებს.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რა არ გა­ა­კე­თეს მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა?

- პირ­ვე­ლი ის, რომ ბი­უ­ჯე­ტი არას­წო­რად, საკ­მა­ოდ მძი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში და­გეგ­მეს. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტი და­ე­გეგ­მათ ანუ სა­ბი­უ­ჯე­ტო პო­ლი­ტი­კა თა­ვი­დან­ვე არას­წო­რი იყო. მე­ო­რე - ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც არ გან­ხორ­ცი­ელ­და ბიზ­ნეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ბიზ­ნე­სის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის.

- ბიზ­ნეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­ედ­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- პო­ლი­ტი­კის ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა ბიზ­ნე­სის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ზეა აწყო­ბი­ლი. პირ­ველ ეტაპ­ზე თით­ქოს გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ბიზ­ნე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია - მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ ბიზ­ნე­სის გარ­კვე­უ­ლი სფე­რო­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­ვია. მა­გა­ლი­თად, სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­ზიდ­ვე­ბი, ფოს­ტი­სა და და­ზღვე­ვის ბა­ზა­რი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებს და რაც ძა­ლი­ან სა­ში­ში ტენ­დენ­ცი­აა. გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­რე­ბუ­ლი ფონ­დე­ბის შექ­მნით ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა მი­ვი­ღეთ, რომ მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ამ ფონ­დებ­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლებს და გარ­კვე­უ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, რე­ა­ლუ­რად, და­ჩაგ­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სის მო­ლო­დი­ნი ნე­გა­ტი­უ­რია, რად­გან არ იცის, რა ელის და ამი­ტომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის, რაც სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის სიმ­ცი­რეს იწ­ვევს. ზო­გა­დად, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და სტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნეს­გა­რე­მოს შეგ­რძნე­ბა ბიზ­ნესს აღარ აქვს. მი­თხა­რით, სად არის ყბა­და­ღე­ბუ­ლი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვპირ­დე­ბო­და? სად არის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი ანუ ის, რა­მაც უნდა შექ­მნას დოვ­ლა­თი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი?

- ამ­ბობთ, რომ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ ჩანს, მაგ­რამ მთავ­რო­ბის ფონ­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია არაა ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დონ?

- ეს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა კი არა, წილ­ში ჩაჯ­დო­მის სის­ტე­მაა! პირ­და­პირ ვთქვათ, ამ ფონ­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი ხიბ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რია და მეტი არა­ფე­რი. ფონ­დე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით შექ­მნი­ლი კომ­პა­ნია მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ მეტი სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­სურ­სი ექ­ნე­ბა. ეს არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მცდე­ლო­ბა, ყვე­ლა მსხვი­ლი სა­წარ­მო და მთლი­ა­ნად ბიზ­ნე­სი სა­კუ­თარ კონ­ტროლს და­უქ­ვემ­დე­ბა­როს. ფონ­დე­ბითYშექ­მნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, შე­საძ­ლოა, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ბა­რი­ე­რა­დაც კი იქ­ცნენ. ნუ შე­ვიქ­მნით ილუ­ზი­ას, რომ ამ ფონ­დე­ბის შექ­მნით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა აღორ­ძინ­დე­ბა.

- მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რებს კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის მოს­მე­ნა არ სი­ა­მოვ­ნებთ...

- ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და ნო­დარ ხა­დურს, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ან და­ვით ნარ­მა­ნი­ას, ახლა რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ და ქვე­ყა­ნა­ში იგი­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათი ტონი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბე­ბიც სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ისი­ნი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მძევ­ლე­ბი არი­ან, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შექ­მნა. ერთი მხრივ, არ აქვთ უნა­რი, გა­მო­ვიდ­ნენ და აღი­ა­რონ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, მე­ო­რე მხრივ - თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კარ­გვის ეში­ნი­ათ, რად­გან ამ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დია. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, სა­მი­ვე მი­ნის­ტრის გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ შე­ფა­სე­ბებს გა­ა­კე­თებ­დნენ.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია?!

წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია?!

"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე "ვერსიასთან" საუბრისას სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ქვეყანაში შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო გაუარესებას ელის. ამასთან, კალანდაძე არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის კრიტიკას ერიდება და დაუფარავად აცხადებს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, რაც საბიუჯეტო კრიზისში, ინფლაციური ფონის გაუარესებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების გაძვირებაში გამოიხატება. კალანდაძის თქმითვე, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ბიზნესგარემო გაუარესდა - ბიზნესს მოლოდინი გაუცრუვდა, რადგან ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა. რა არის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების რეალური მიზეზი, რატომ დგას ქვეყანა კრიზისის წინაშე და რას არ აღიარებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი? - "ვერსიას" ლევან კალანდაძე ესაუბრება:

- სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, რაც წლის დასაწყისში არსებულ გართულებულ მდგომარეობასთან შედარებით, კიდევ უფრო დამძიმდა. ეს სიმძიმე რამდენიმე კომპონენტით გამოვლინდა, პირველი - ხელისუფლებამ ეკონომიკური ვარდნის შეჩერება ვერ უზრუნველყო. მარტივად და გასაგებად რომ ავხსნათ, ქვეყანაში, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დოვლათი იქმნება. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ისაა, რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი (დღგ) საწარმოების ბრუნვაც შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი და საშუალო საწარმოები გაცილებით ნაკლებ პროდუქციას აწარმოებენ. შესაბამისად, ბიზნესი, გარკვეულწილად, პასიურ მდგომარეობაშია გადასული და, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, განვითარებას ვეღარ ახერხებს. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არარსებობაა. არადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა ქვეყანაში, როგორც სოციალური სტაბილურობა, ასევე - სოციალურ-ეკონომიკური გარანტიებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკაში რეგრესული უკუსვლა ვერ შეაჩერა, მაგრამ ყველაზე დიდი ნეგატივი ისაა, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. როდესაც მთავრობას მოვუწოდებდით, რომ შესამუშავებელია ანტიკრიზისული გეგმა, რის საფუძველზეც გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირება უნდა განხორციელებულიყო, მისი რეაქცია არაადეკვატური იყო, ანტიკრიზისულ გეგმას კრიზისის დადგომისთანავე შევიმუშავებო. უკაცრავად, მაგრამ, როდესაც კრიზისი დგება, მას უკვე გეგმა აღარ შველის.

- ბატონო ლევან, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ან როგორ უნდა შეეჩერებინა ეს პროცესი, გამოსავალი მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება იყო?

- არა. ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი დებულებები არაა, ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას იწვევს - ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას ბიუჯეტში და გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების სისტემის შექმნასაც უზრუნველყოფს. გეგმას ხელისუფლების მოქმედებაც უნდა ახლდეს, რაც ბიზნესზე ორიენტირებულობაში გამოიხატება. არაერთხელ გვითქვამს, სახელმწიფომ, მთავრობამ რომ კარგად იმუშაოს, სრულფასოვანი საბიუჯეტო პოლიტიკა გვჭირდება, რაც ბიუჯეტში შემოსავლების ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების გასტუმრებას გულისხმობს. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით და საბიუჯეტო ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შევძლებთ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალდებულებებს გაისტუმრებენ, მაგრამ ეს ეშმაკობაა, რადგან ძირითადი საბიუჯეტო ვალდებულება მხოლოდ სოციალური შემწეობები, ჯანდაცვის ხარჯების გასტუმრება და პენსიები კი არა, კაპიტალური და ინფრასტრუქტურული ხარჯების გასტუმრებაცაა. ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, ისეთი ილუზია შექმნას, რომ პენსიების, ხელფასებისა და სოციალური ხარჯების ნაწილში პრობლემები არ იქნება, მაგრამ თუ ფინანსთა სამინისტრო სხვა ვალდებულებებსაც არ გაისტუმრებს, ზოგადად, ფისკალური და მონეტარული თვალსაზრისით, ქვეყანაში პრობლემა შეიქმნება, რის გამოც ეროვნულ ბანკს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომელსაც ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა ძალიან გაუჭირდება.

- ეროვნულ ბანკს ისედაც მძიმე პერიოდი უდგას, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, აგვისტოს ბოლოს ინფლაციის დონე მატულობს და სექტემბერში ინფლაცია ისედაც გარდაუვალია. წელს კი, ამ პროცესს ისიც დაემატა, რომ დიდი წვიმების შედეგად, მოსავალი განადგურდა, ამიტომ შემოდგომაზე პროდუქტი გაძვირდება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ პროცესის დასარეგულირებლად?

- ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც ყველა ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს. პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც არ აღიარებს, რომ წინაკრიზისული ვითარება, რაც შესაძლოა, საბიუჯეტო კრიზისში გამოიხატოს, მომავალ წელს კი ეკონომიკურ კრიზისშიც გადაიზარდოს, არ აღიარებს, რომ შემოსავლები შემცირდა და, სრულიად შესაძლებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნას ქვეყნის ეკონომიკას. მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტროს რეალურად მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება, მაგრამ ამ პროცესს იურიდიული კაზუისტიკაც ახლავს - ფინანსთა სამინისტროს აგვისტოში უნდა მოესწრო ბიუჯეტის კორექტირება, სექტემბერში 2013 წლის ბიუჯეტის კორექტირებას ვეღარ მოახერხებს. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის გარღვევის ანუ დეფიციტური ბიუჯეტის პრობლემის წინაშე ვდგებით. ხელისუფლებასთან ასოცირებულმა გარკვეულმა ძალებმა კი ეშმაკობა იხმარეს, რადგან ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყეს და ფინანსთა სამინისტროც სწორედ მათთან ერთად ცდილობს, მოსალოდნელი პრობლემების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აჰკიდონ, ხელები კი გიორგი ქადაგიძეზე შეიწმინდონ. ის, რაც წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, იგივე ინფლაციური პროცესის გართულება, ფასების ზრდა და საგადასახადო შემოსავლების შემცირებით გამოწვეული კრიზისი, მარტივად, ეროვნულ ბანკს უნდა შეაწმინდონ. ლოგიკა გასაგებია - ეს იმიტომ ხდება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათ კონტროლს არ ექვემდებარება. პირდაპირ ვთქვათ, გიორგი ქადაგიძე "მეოცნებე" ეკონომისტი და მათი გუნდის წევრი არ არის. ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის კარგად გაყიდვადი თემა ის იქნება, რომ გიორგი ქადაგიძემ და ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში თითქოს ეკონომიკური კრიზისი შექმნეს. სინამდვილეში, ასე არაა და ყველაფერზე, რაც ქვეყანაში საბიუჯეტო შემოსავლებსა და გარკვეულ ეკონომიკურ იდეოლოგიას უკავშირდება, პასუხს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და პრემიერ-მინისტრი აგებს.

- როგორ გგონიათ, რა არ გააკეთეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა?

- პირველი ის, რომ ბიუჯეტი არასწორად, საკმაოდ მძიმე ვალდებულებების პირობებში დაგეგმეს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ასეთი დამძიმებული სოციალური ვალდებულებების ბიუჯეტი დაეგეგმათ ანუ საბიუჯეტო პოლიტიკა თავიდანვე არასწორი იყო. მეორე - ის ნაბიჯები, რაც არ განხორციელდა ბიზნესთან მიმართებაში. ბიზნესისთვის გაურკვეველია, როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა და, შესაბამისად, მისი საქმიანობა განვითარებაზე ორიენტირებული არ არის.

- ბიზნესთან მიმართებაში რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას?

- პოლიტიკის ბიზნესზე ორიენტირებულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკა ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზეა აწყობილი. პირველ ეტაპზე თითქოს გამოიკვეთა, რომ ბიზნესი ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალია, მაგრამ მეორე მხრივ, სრულიად განსხვავებული სურათია - მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ბიზნესის გარკვეული სფეროები ხელისუფლების ექსკლუზივია. მაგალითად, სარკინიგზო გადაზიდვები, ფოსტისა და დაზღვევის ბაზარი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს და რაც ძალიან საშიში ტენდენციაა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ფონდების შექმნით ისეთი სიტუაციაა მივიღეთ, რომ მსხვილი ბიზნესი, რომელიც ამ ფონდებთან არ ითანამშრომლებს და გარკვეული საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რეალურად, დაჩაგრულ სიტუაციაში აღმოჩნდება. შესაბამისად, ბიზნესის მოლოდინი ნეგატიურია, რადგან არ იცის, რა ელის და ამიტომ განვითარებაზე ორიენტირებული არ არის, რაც საბიუჯეტო შემოსავლების სიმცირეს იწვევს. ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგნოზირებადი და სტაბილური ბიზნესგარემოს შეგრძნება ბიზნესს აღარ აქვს. მითხარით, სად არის ყბადაღებული ანტიმონოპოლიური რეგულირება, რომელსაც ხელისუფლება გვპირდებოდა? სად არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები ანუ ის, რამაც უნდა შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები?

- ამბობთ, რომ უცხოური ინვესტიციები არ ჩანს, მაგრამ მთავრობის ფონდებში არსებული თანადაფინანსების სისტემა საკმარისი მოტივაცია არაა ინვესტორებისთვის, რომ ინვესტიციები ჩადონ?

- ეს თანადაფინანსება კი არა, წილში ჩაჯდომის სისტემაა! პირდაპირ ვთქვათ, ამ ფონდებში მონაწილეობის მთავარი ხიბლი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია და მეტი არაფერი. ფონდების თანადაფინანსებით შექმნილი კომპანია მოგებაზე ორიენტირებული ჩვეულებრივი კომპანიაა, რომელიც სხვა კომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ მეტი საინვესტიციო რესურსი ექნება. ეს არის პრემიერ-მინისტრის მცდელობა, ყველა მსხვილი საწარმო და მთლიანად ბიზნესი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ფონდებითYშექმნილი კომპანიები, შესაძლოა, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ბარიერადაც კი იქცნენ. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ამ ფონდების შექმნით, ქვეყნის ეკონომიკა აღორძინდება.

- მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა არ სიამოვნებთ...

- ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნებოდა ნოდარ ხადურს, გიორგი კვირიკაშვილს ან დავით ნარმანიას, ახლა რომ ოპოზიციაში იყვნენ და ქვეყანაში იგივე ეკონომიკური მდგომარეობა იყოს? დარწმუნებული ვარ, მათი ტონი განსხვავებული და შეფასებებიც სრულიად ადეკვატური იქნებოდა. მეჩვენება, რომ ისინი იმ პოლიტიკური სიტუაციის მძევლები არიან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ერთი მხრივ, არ აქვთ უნარი, გამოვიდნენ და აღიარონ ეკონომიკურ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები, მეორე მხრივ - თანამდებობების დაკარგვის ეშინიათ, რადგან ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი მთავრობის ეკონომიკური გუნდია. ძალიან კარგად ვიცი, სამივე მინისტრის გონებრივი შესაძლებლობები და ეჭვი არ მეპარება, რომ პოლიტიკისგან თავისუფალ გარემოში, სრულიად განსხვავებულ შეფასებებს გააკეთებდნენ.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა