საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხებაზე განმარტებას აკეთებს
შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხებაზე განმარტებას აკეთებს

გუ­შინ, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ო­ბის დრო­ე­ბით შე­ფერ­ხე­ბა ერთი პი­რის და­კა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რომ სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა წუ­ხელ, უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, რა­მაც, აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, დრო­ე­ბით მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ზრუ­ნა­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და მოქ­მე­დე­ბენ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

დღეს ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გივი თარ­გა­მა­ძემ. მისი თქმით, შს სა­მი­ნის­ტრომ ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა გა­ჩე­რე­ბა და გულ­მოდ­გი­ნე ჩხრე­კა და­ი­წყო.

მისი თქმით, გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის წევ­რე­ბი ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნებს აჩე­რებ­დნენ და ჩხრეკ­დნენ.

"ამას ღა­მის სა­ა­თებ­ში მოჰ­ყვა ასე­ვე მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ყვე­ლა­სათ­ვის უკვე კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი რე­ი­დე­ბი პი­კე­ტის მო­წყო­ბის ჩათ­ვლით. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა და პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­ულ­მა მუ­შა­კებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა თუ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, და­ი­წყეს მო­ქა­ლა­ქე­თა მა­სობ­რი­ვად გა­ჩე­რე­ბა და გულ­მოდ­გი­ნედ ჩხრე­კა", - აღ­ნიშ­ნა გივი თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­და დი­ლამ­დე, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხებაზე განმარტებას აკეთებს

შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის შეფერხებაზე განმარტებას აკეთებს

გუშინ, ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე მოძრაობის დროებით შეფერხება ერთი პირის დაკავებამ გამოიწვია, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა წუხელ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რამაც, აღნიშნულ ავტომაგისტრალზე, დროებით მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებენ კანონის ფარგლებში.

დღეს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ. მისი თქმით, შს სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო.

მისი თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო ეკიპაჟების წევრები ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ.

"ამას ღამის საათებში მოჰყვა ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით ყველასათვის უკვე კარგად დავიწყებული მასობრივი რეიდები პიკეტის მოწყობის ჩათვლით. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა და პოლიციის ოპერატიულმა მუშაკებმა მოულოდნელად, ყოველგვარი საფუძვლისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაიწყეს მოქალაქეთა მასობრივად გაჩერება და გულმოდგინედ ჩხრეკა", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ვითარება გაგრძელდა დილამდე, რამაც მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ