მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე - შსს-მ მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო
გივი თარგამაძე - შსს-მ მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო

შს სა­მი­ნის­ტრომ ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა გა­ჩე­რე­ბა და გულ­მოდ­გი­ნე ჩხრე­კა და­ი­წყო , - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გივი თარ­გა­მა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის წევ­რე­ბი ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნებს აჩე­რებ­დნენ და ჩხრეკ­დნენ.

"ამას ღა­მის სა­ა­თებ­ში მოჰ­ყვა ასე­ვე მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ყვე­ლა­სათ­ვის უკვე კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი რე­ი­დე­ბი პი­კე­ტის მო­წყო­ბის ჩათ­ვლით. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა და პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­ულ­მა მუ­შა­კებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლი­სა თუ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, და­ი­წყეს მო­ქა­ლა­ქე­თა მა­სობ­რი­ვად გა­ჩე­რე­ბა და გულ­მოდ­გი­ნედ ჩხრე­კა", - აღ­ნიშ­ნა გივი თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­და დი­ლამ­დე, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სამ­წუ­ხა­როდ, შს სა­მი­ნის­ტროს მეს­ვე­უ­რებ­მა არ ისურ­ვეს შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სი­ტუ­ა­ცი­ის თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რულ დო­ნე­ზე გან­მარ­ტე­ბა, რა­მაც შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა და ათას­ნა­ი­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია", - აღ­ნიშ­ნა გივი თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადას­ტუ­რებს იმას, რომ მა­ღალ დო­ნე­ზე მოხ­და კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რე­ა­ლუ­რი აღ­ქმა და პირ­ველ რიგ­ში, შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცდა­რია.

"რე­ი­დე­ბი, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი პი­კე­ტე­ბი, კრი­მი­ნა­ლებ­თან ბრძო­ლის სრუ­ლი­ად არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­თო­დია და გვაბ­რუ­ნებს შე­ვარ­დნა­ძი­სა და კახა თარ­გა­მა­ძის დრო­ში. სა­ბო­ლო­ოდ, აზა­რა­ლებს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებს, უქ­მნის მათ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მას, ატა­რებს მათი პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფის მა­ღალ საფრ­თხეს, ძირს უთხრის მო­ქა­ლა­ქე­თა თვალ­ში პო­ლი­ცი­ელ­თა რე­პუ­ტა­ცი­ას, წარ­მო­შობს კო­რუფ­ცი­ას. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ამის დიდი და მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ", - გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა.

მან დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბიც, სა­დაც გა­და­ღე­ბუ­ლია გუ­შინ ღამე ქუ­ჩა­ში თუ რო­გორ აჩე­რე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მან­ქა­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გივი თარგამაძე - შსს-მ მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო

გივი თარგამაძე - შსს-მ მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო

შს სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, მოქალაქეთა გაჩერება და გულმოდგინე ჩხრეკა დაიწყო , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, საპატრულო ეკიპაჟების წევრები ქუჩაში მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ.

"ამას ღამის საათებში მოჰყვა ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით ყველასათვის უკვე კარგად დავიწყებული მასობრივი რეიდები პიკეტის მოწყობის ჩათვლით. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა და პოლიციის ოპერატიულმა მუშაკებმა მოულოდნელად, ყოველგვარი საფუძვლისა თუ ახსნა-განმარტების გარეშე, მთელი ქალაქის მასშტაბით, დაიწყეს მოქალაქეთა მასობრივად გაჩერება და გულმოდგინედ ჩხრეკა", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ვითარება გაგრძელდა დილამდე, რამაც მოსახლეობაში დაძაბულობა გამოიწვია.

"სამწუხაროდ, შს სამინისტროს მესვეურებმა არ ისურვეს შეშფოთებული მოქალაქეებისთვის სიტუაციის თუნდაც ელემენტარულ დონეზე განმარტება, რამაც შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო დაამძიმა და ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენები ადასტურებს იმას, რომ მაღალ დონეზე მოხდა კრიმინოგენული ვითარების დამძიმების მაღალი ხარისხის რეალური აღქმა და პირველ რიგში, შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულთან დაკავშირებით მცდარია.

"რეიდები, სტაციონარული პიკეტები, კრიმინალებთან ბრძოლის სრულიად არაეფექტური მეთოდია და გვაბრუნებს შევარდნაძისა და კახა თარგამაძის დროში. საბოლოოდ, აზარალებს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, უქმნის მათ თავისუფლად გადაადგილების პრობლემას, ატარებს მათი პიროვნული შეურაცხყოფის მაღალ საფრთხეს, ძირს უთხრის მოქალაქეთა თვალში პოლიციელთა რეპუტაციას, წარმოშობს კორუფციას. ჩვენს მოქალაქეებს ამის დიდი და მძიმე გამოცდილება აქვთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ვიდეომასალებიც, სადაც გადაღებულია გუშინ ღამე ქუჩაში თუ როგორ აჩერებენ პოლიციელები მანქანებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა