მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას
რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას

"პირ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ასე ჰქვია ფილ­მს, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც ახ­ლა­ხან დას­რულ­და. ფილ­მი ებ­რა­ე­ლი მა­მი­სა და შვი­ლის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს. ისი­ნი 40 წელი ეძებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვდნენ.

შვი­ლის როლი ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძეს, მა­მის კი - ნუგ­ზარ შა­რი­ას ერგო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ორი მსა­ხი­ო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას­თა­ნაც ავ­ლებს პა­რა­ლელს...

ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე:

- "პირ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში" დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. სა­თა­უ­რი­თაც ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ მას­ში პირ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის ის­ტო­რი­აა ასა­ხუ­ლი. მისი რე­ჟი­სო­რი და­ვით ბო­თე­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ის ებ­რა­ე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და. უკვე 40 წე­ლია, ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე­ობს, ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბის თე­მა­ზე მუ­შა­ობს - პე­რი­ო­დუ­ლად იღებს ჩა­ნა­ხა­ტებს. ფილ­მის მი­ხედ­ვით, ებ­რა­ე­ლი მამა და შვი­ლი 40 წელი ეძებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, 4 ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვდნენ. ეს სუ­რა­თი თით­ქოს ჩემი და ნუგ­ზა­რის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბის, შეხ­ვედ­რა­საც წარ­მო­ად­გი­ნეს. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ნუგ­ზარ შა­რია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო იყო. მა­შინ მან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ტო­ვა, რა ხა­ნია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მას­თან შეხ­ვედ­რას. და აი, ათე­უ­ლი წლე­ბის შემ­დეგ მე და ის მა­მად და შვი­ლად, თეთ­რი წვე­რით შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს... მე თუ მკი­თხავთ, მამა-შვი­ლის ძებ­ნა ზო­გადსა­კა­ცობ­რიო თე­მაა, მა­ში­ნაც უნდა ვე­ძე­ბოთ მა­მა­ში მამა და შვილ­ში - შვი­ლი, როცა ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ... ჩვენს დრო­ში პი­რი­ქი­თაა: შვი­ლი ცდი­ლობს, მა­მას მო­შორ­დეს, ეს არას­წო­რია... სცე­ნის გა­და­ღე­ბის დროს ცრემ­ლე­ბამ­დეც კი მი­ვე­დით. ეს ტი­რი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლი იყო. გაც­ნო­ბი­სა და შეხ­ვედ­რის სცე­ნა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი გახ­ლდათ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აღტყი­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი გვეს­მო­და... სხვა­თა შო­რის, ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ახალ-ახა­ლი კოს­ტი­უ­მი, რო­მე­ლიც ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას გვეც­ვა, ბა­ტონ­მა და­ვით­მა სა­ჩუქ­რად დაგ­ვი­ტო­ვა.

- ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი სად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და?

- მცხე­თა­ში, ბებ­რის­ცი­ხის ძირ­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლის გა­და­სა­ღე­ბად. მამა-შვი­ლი მცხე­თა­ში შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს. რო­გორც ის­ტო­რი­ი­და­ნაა ცნო­ბი­ლი, პირ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი მცხე­თას მობ­რძან­დნენ და და­სახ­ლდნენ. ქრის­ტეს კვარ­თიც აქ ჩა­მო­ი­ტა­ნა სი­დო­ნი­ამ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი თუ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრია, სა­დაც სულ მუ­დამ მო­ის­წრაფ­ვის მტე­რიც და მოყ­ვა­რეც. ვუ­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს, მათ შო­რის უფრო მეტი მოყ­ვა­რე ყო­ფი­ლი­ყოს და მტრად თუ მოყვრად მო­სუ­ლის შეც­ნო­ბა შევ­ძლოთ... გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ტა­რე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე დღემ რა­ღაც ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა ჩემ­ში, რო­გორც ქარ­თველ­ში და რო­გორც მსა­ხი­ობ­ში... ბა­ტონ­მა და­ვით­მა ბრძა­ნა, - ამ ფილ­მის ჩვე­ნე­ბას წმინ­და მი­წა­ზე მო­ვა­წყობ­თო. მე იქ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­ღებ თქვენს ჟურ­ნალს და ხმა­მაღ­ლა წა­ვი­კი­თხავ, იქ­ნებ იქ ჩა­სულს ეს სი­ტყვე­ბი აღარ მახ­სოვ­დეს (იცი­ნის)?!. ვი­ტყვი, რომ ასე­თი ემო­ცია აღ­მიძ­რა თქვენ­თან სა­უ­ბარ­მა და დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის!.. იცით, გა­და­ღე­ბი­სას, ბა­ტონ­მა და­ვით­მა ასე­თი რამ გვი­თხრა: ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი უფრო ქარ­თუ­ლად ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ვერ გე­ტყვით, ზუს­ტად რა იგუ­ლის­ხმა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვენ ვერ და არ გვეძ­ვირ­ფა­სე­ბა სამ­შობ­ლო. და­ვუბ­რუნ­დეთ ფეს­ვებს, შე­ვიც­ნოთ ჩვე­ნი ეროვ­ნე­ბა, ენა, გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი უკან, რომ წინ უფრო შორს გა­ვი­ხე­დოთ... რო­გორც ილია ამ­ბობ­და, ერი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით სულ­დგმუ­ლობს, სულ­დგმაა ის­ტო­რია, იგია სა­გან­ძე, სა­დაც ერი პო­უ­ლობს სუ­ლის ღო­ნე­სო...

- პა­თე­ტი­კუ­რად სა­უბ­რობთ...

- იცით, 4 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ორი - მეგ­რე­ლი და ორი - გუ­რუ­ლი. მინ­და, გუ­რუ­ლებ­მა შე­ირ­თონ კა­ხე­ლი და სვა­ნი, მეგ­რე­ლებ­მა კი - მეს­ხი და მთი­უ­ლი და ჩვენ ვიქ­ნე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო (იცი­ნის). ჩემი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვით არ გა­ვა­ტა­ნე ერთი - მეგ­რელს, მე­ო­რე კი - გუ­რულს იმ პი­რო­ბით, რომ ისი­ნი თა­ვი­ანთ შვი­ლებ­საც ამ პრინ­ცი­პით და­ა­ო­ჯა­ხე­ბენ...

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ამ­ჟა­მად ის­ვე­ნებთ სად­მე?

- ბა­თუმ­ში ვარ, ფილ­მს ვი­ღებთ ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სახ­ლში ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც პა­ვი­ლი­ონს ჩა­მოჰ­გავს და თუ არ გა­მაგ­დეს, წას­ვლას არ ვა­პი­რებ (იცი­ნის). თბი­ლის­ში ორი ფილ­მი უკვე შევ­ქმე­ნით: "გვე­ნატ­რე­ბი, უტა!" და "მცხე­თა". ფილ­მს, რო­მელ­ზეც ახლა ვმუ­შა­ობთ, ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლი აქვს - "ან­დრი­ას გზა". სა­ერ­თოდ, ჩემი ლო­ზუნ­გია: "ვის­წავ­ლოთ ბავ­შვე­ბის­გან". თუ უფ­რო­სე­ბი ბავ­შვებს ყურს და­ვუგ­დებთ, მათ­გან ბევრ რა­მეს ვის­წავ­ლით, - ისი­ნი ხომ გულ­წრფელ­ნი არი­ან სიყ­ვა­რულ­შიც, სი­ძულ­ვილ­სა და ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც. ჩვენ კი, და­მე­თან­ხმე­ბით, ეს ძა­ლი­ან გვაკ­ლია. ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით: ბავ­შვი ტა­ლახ­ში რომ იწყებს თა­მაშს, რას ეუბ­ნე­ბით?.. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­ტუქ­სოთ - ეს სცე­ნა, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ღმერ­თის მი­ბაძ­ვაა, - როცა ის ადამს ქმნი­და. ამის დაშ­ლა ბავ­შვის­თვის ღვთის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის მოშ­ლა­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას ნიშ­ნავს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას

რამ აატირა ზურაბ ცინცქილაძე ფილმის გადაღებისას

"პირველი ებრაელები საქართველოში" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღებაც ახლახან დასრულდა. ფილმი ებრაელი მამისა და შვილის ამბავს მოგვითხრობს. ისინი 40 წელი ეძებდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ, საქართველოში შეხვდნენ.

შვილის როლი ზურაბ ცინცქილაძეს, მამის კი - ნუგზარ შარიას ერგო. როგორც აღმოჩნდა, ფილმის სიუჟეტი ორი მსახიობის ურთიერთობასთანაც ავლებს პარალელს...

ზურაბ ცინცქილაძე:

- "პირველი ებრაელები საქართველოში" დოკუმენტურ-მხატვრული ფილმია. სათაურითაც ადვილი მისახვედრია, რომ მასში პირველი ებრაელების საქართველოში შემოსვლის ისტორიაა ასახული. მისი რეჟისორი დავით ბოთერაშვილი გახლავთ. ის ებრაელია, საქართველოში, ბათუმში ცხოვრობდა. უკვე 40 წელია, ისრაელში მოღვაწეობს, ქართველებისა და ებრაელების თემაზე მუშაობს - პერიოდულად იღებს ჩანახატებს. ფილმის მიხედვით, ებრაელი მამა და შვილი 40 წელი ეძებდნენ ერთმანეთს, 4 ათეული წლის შემდეგ კი საქართველოში შეხვდნენ. ეს სურათი თითქოს ჩემი და ნუგზარის, როგორც მსახიობების, შეხვედრასაც წარმოადგინეს. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნუგზარ შარია ახალგაზრდებისთვის თავისუფლების სიმბოლო იყო. მაშინ მან საბჭოთა კავშირი დატოვა, რა ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. მონატრებული ვიყავი მასთან შეხვედრას. და აი, ათეული წლების შემდეგ მე და ის მამად და შვილად, თეთრი წვერით შევხვდით ერთმანეთს... მე თუ მკითხავთ, მამა-შვილის ძებნა ზოგადსაკაცობრიო თემაა, მაშინაც უნდა ვეძებოთ მამაში მამა და შვილში - შვილი, როცა ერთმანეთის გვერდით ვართ... ჩვენს დროში პირიქითაა: შვილი ცდილობს, მამას მოშორდეს, ეს არასწორია... სცენის გადაღების დროს ცრემლებამდეც კი მივედით. ეს ტირილი აბსოლუტურად გულწრფელი იყო. გაცნობისა და შეხვედრის სცენა იმდენად ემოციური გახლდათ, რომ გარშემო მყოფების აღტყინებული შეძახილები გვესმოდა... სხვათა შორის, ისრაელიდან ჩამოტანილი ყველა ახალ-ახალი კოსტიუმი, რომელიც ფილმის გადაღებისას გვეცვა, ბატონმა დავითმა საჩუქრად დაგვიტოვა.

- ფილმის გადაღებები სად მიმდინარეობდა?

- მცხეთაში, ბებრისციხის ძირში. ძალიან საინტერესო ადგილია ისტორიული მასალის გადასაღებად. მამა-შვილი მცხეთაში შეხვდა ერთმანეთს. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, პირველი ებრაელები მცხეთას მობრძანდნენ და დასახლდნენ. ქრისტეს კვართიც აქ ჩამოიტანა სიდონიამ. ჩვენი ქვეყანა ადრექრისტიანული თუ ქრისტიანული კულტურის ცენტრია, სადაც სულ მუდამ მოისწრაფვის მტერიც და მოყვარეც. ვუსურვებდი საქართველოს, მათ შორის უფრო მეტი მოყვარე ყოფილიყოს და მტრად თუ მოყვრად მოსულის შეცნობა შევძლოთ... გადაღებებზე გატარებულმა რამდენიმე დღემ რაღაც ძირეულად შეცვალა ჩემში, როგორც ქართველში და როგორც მსახიობში... ბატონმა დავითმა ბრძანა, - ამ ფილმის ჩვენებას წმინდა მიწაზე მოვაწყობთო. მე იქ აუცილებლად წავიღებ თქვენს ჟურნალს და ხმამაღლა წავიკითხავ, იქნებ იქ ჩასულს ეს სიტყვები აღარ მახსოვდეს (იცინის)?!. ვიტყვი, რომ ასეთი ემოცია აღმიძრა თქვენთან საუბარმა და დიდი მადლობა ამისთვის!.. იცით, გადაღებისას, ბატონმა დავითმა ასეთი რამ გვითხრა: ისრაელში მცხოვრები ქართველები უფრო ქართულად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოშიო. ვერ გეტყვით, ზუსტად რა იგულისხმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ და არ გვეძვირფასება სამშობლო. დავუბრუნდეთ ფესვებს, შევიცნოთ ჩვენი ეროვნება, ენა, გადავდგათ ნაბიჯი უკან, რომ წინ უფრო შორს გავიხედოთ... როგორც ილია ამბობდა, ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს, სულდგმაა ისტორია, იგია საგანძე, სადაც ერი პოულობს სულის ღონესო...

- პათეტიკურად საუბრობთ...

- იცით, 4 შვილიშვილი მყავს, ორი - მეგრელი და ორი - გურული. მინდა, გურულებმა შეირთონ კახელი და სვანი, მეგრელებმა კი - მესხი და მთიული და ჩვენ ვიქნებით მთელი საქართველო (იცინის). ჩემი ორი ქალიშვილი შემთხვევით არ გავატანე ერთი - მეგრელს, მეორე კი - გურულს იმ პირობით, რომ ისინი თავიანთ შვილებსაც ამ პრინციპით დააოჯახებენ...

- ბატონო ზურაბ, ამჟამად ისვენებთ სადმე?

- ბათუმში ვარ, ფილმს ვიღებთ ბავშვების მონაწილეობით. არაჩვეულებრივ სახლში ვიმყოფებით, რომელიც პავილიონს ჩამოჰგავს და თუ არ გამაგდეს, წასვლას არ ვაპირებ (იცინის). თბილისში ორი ფილმი უკვე შევქმენით: "გვენატრები, უტა!" და "მცხეთა". ფილმს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ჯერჯერობით პირობითი სახელი აქვს - "ანდრიას გზა". საერთოდ, ჩემი ლოზუნგია: "ვისწავლოთ ბავშვებისგან". თუ უფროსები ბავშვებს ყურს დავუგდებთ, მათგან ბევრ რამეს ვისწავლით, - ისინი ხომ გულწრფელნი არიან სიყვარულშიც, სიძულვილსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაშიც. ჩვენ კი, დამეთანხმებით, ეს ძალიან გვაკლია. ერთ მაგალითს გეტყვით: ბავშვი ტალახში რომ იწყებს თამაშს, რას ეუბნებით?.. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატუქსოთ - ეს სცენა, პირდაპირი გაგებით, ღმერთის მიბაძვაა, - როცა ის ადამს ქმნიდა. ამის დაშლა ბავშვისთვის ღვთისკენ მიმავალი გზის მოშლასა და სხვა მიმართულების მიცემას ნიშნავს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება