მომღერალი თამთა ჭელიძე წლევანდელ ზაფხულს მშობლებთან ერთად იმ კურორტზე ატარებს, სადაც ბავშვობაში ხშირად დადიოდა, შემდეგ კი ზღვაზე გადაინაცვლებს, თუ ამინდებმა შეუწყო ხელი. თამთამ წელს დიდი ხნის ოცნება აისრულა და მართვის მოწმობა აიღო, თბილისში დარუნებისთანავე მანქანის ყიდვასაც გეგმავს.
- თამთა, რა სიახლეებია შენკენ?
- განსაკუთრებული არაფერი, ახლა დასვენებაზე ვარ გადართული. სექტემბრიდან ველოდები რაღაცებს, მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვნახოთ, რა გამოვა.
- როგორც "ფეისბუქიდან" შევიტყვეთ, მართვის მოწმობა აგიღია და მანქანაც შეგიძენია...
- კი, ავიღე. მანქანს ვყიდულობდი, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე, "ჰონდას" შეძენა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ უცებ გადავიფიქრე და არჩევანი "მერსედესზე" შევაჩერე, რომლსაც თბილისში ჩასვლისთანავე შევიძენ. რაც შეეხება მართვის მოწმობას, რვა წლის განმავლობაში მინდოდა აღება, ვიწყებდი სწავლას, მაგრამ ბოლომდე არ მიმყავდა საქმე, შუა გზაში ვანებებდი თავს, ახლა როგორც იქნა მოვახერხე თავიდან ბოლომდე მივყოლოდი გეგმას და სამთვიანი მეცადინეობის შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა. უნდა გამოვტყდე, რომ სიჩქარე ძალიან მიყვარს, ალბათ ესეც იყო იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ასე გამიგრძელდა მართვის მოწმობის აღება, 5-6 წლის წინ მყავდა მანქანა, მაგრამ ვერ დავჯექი და გავყიდე, სულ მეგონა, საჭესთან რომ დავჯდებოდი, რაღაც დამემართებოდა, არადა ბავშვობიდან ვოცნებობდი მანქანის მართავზე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი მძღოლი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ისე გავიდა 30 წელი, რომ თავი ვერ მოვაბი, ალბათ ახლა დამიდგა დამშვიდების ასაკი, აღარ ჩავიდენ გიჟობებს და მშვიდად ვივლი (იღიმის).
- სად ისვენებ ახლა?
- საერთოდ, ზაფხული არ მიყვარს, ამ ცხელი სეზონის მოსვლა შეიძლება მხოლოდ იმიტომ გამიხარდეს, რომ ადამიანს საშუალება გეძლევა ზღვაზე წახვიდე, თუმცა ზღვაზე წასვლა ზამთარშიც შეიძლება, ოღონდ სხვა ქვეყანაში. ზოგადად, ვერ ვიტან სიცხეს, გადაბარგება-გადმობარგებას, საშინელი დისკომფორტი მაქვს ამ დროს. მინდა თბილისში მქონდეს მთაც და ზღვაც (იცინის). წელს პირველად მოხდა, რომ თბილისდან გვიან გავედი, როგორც წესი, უფრო ადრე ვტოვებ ქალაქს, მაგრამ ახლა რაღაც საქმეები მქონდა და ასე მოხდა. ამჟამად მშობლებსა და შვილთან ერთად საირმეში ვისვენებ, შემდეგ ზღვაზე გადავინაცვლებთ, თუ ამინდები ხელს შეგვიწყობს.
- გადაბარგება არ მიყვარსო, თქვი, დიდ დროს უთმობ ამ პროცესს?
- არა, შემიძლია, ათი კარადის ტანსაცმელი ორ საათში ჩავალგო. ორი დღითაც რომ მივდიოდე, ხუთი ჩემოდანი მიმაქვს. ახლა რომ მოვდიოდით, მეგონა, ბარგი მანქანაში არ ჩაეტეოდა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია