არ ვიცი, ასე როგორ შეიძლება ყველაფერი დაემთხვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დათოს იგივე ლევან ყოჩიაშვილს კბილის ექიმი შეუყვარდა, მსახიობის პირადი ცხოვრებაც აირია. შერიგდნენ სერიალში დათო და ნინა და რეალურ ცხოვრებაშიც შეურიგდა ლევანი მეუღლეს, მარინა ყაჭაშვილს. სერიალში სეზონის ბოლოს მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და სახლში რემონტი დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, როცა მსახიობის მეუღლე იუბილარი იყო, დაბადების დღე ვერ გადაიხადა, რადგან სახლში რემონტი ჰქონდა...
რა ახასიათებთ ყოჩიაშვილებს
- 1978 წლის 26 თებერვალს დავიბადე. დედაჩემი წყალტუბოდანაა. მშობლებთან იყო, როცა მუცელი ასტკივდა და ამ ქალაქში გავჩნდი. დედოფლისწყაროში გავიზარდე. მამაჩემის მშობლები დედოფლისწყაროში ცხოვრობენ და წლების განმავლობაში კახეთში ვიყავით. სკო-ლაც იქ დავამთავრე. ჯერ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მერე ქართულში გადავედი. 1996 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე. ჩემს ალბომში ყველაზე პატარა მამასთან ერთად გადაღებულ სურათზე ვარ - ერთი წლის.
- მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- მამა, ვასიკო ყოჩიაშვილი, მშენებელია. დედა, მარინა ქორიძე, ექიმი. ორივე ვორონეჟში სწავლობდა. სტუდენტობის დროს გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი, დაოჯახდნენ და გავჩნდით სამი ძმა. პავლე, მე და ირაკლი. დედასა და მამასთან ერთად ფოტო მაშინ გვაქვს გადაღებული, როცა ირაკლი ჯერ არ იყო გაჩენილი. მხოლოდ მე და პავლე ყოჩიაშვილები ვართ.
- ფოტო სადაა გადაღებული?
- მამა და დედა ინსტიტუტის შემდეგ ბიჭვინთაში გაანაწილეს. აფხაზეთში 1984 წლამდე ვცხოვრობდით. ფოტო ამ ქალაქშია გადაღებული. მერე მამა დედოფლისწყაროში გადმოიყვანეს და საცხოვრებლად კახეთში გადმოვედით.
- გახსოვთ აფხაზეთში გატარებული წლები?
- ბიჭვინთაში საბავშვო ბაღში დავდიოდი. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი კარგად მახსოვს. დედას სამსახური მახსოვს კიდევ კარგად. პოლიკლინიკა, სადაც დედა მუშაობდა, ჩვენს სახლთან ახლოს იყო.
- საბავშვო ბაღის მეგობრებთან ალბათ აღარ გაქვთ ურთიერთობა.
- ბავშვები კარგად მახსოვს, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და რასა-კვირველია, ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვხვდები.
- როგორ ფიქრობთ, იმერელი უფრო ხართ თუ კახელი?
- დასავლეთის და აღმოსავლეთის კარგი ნაზავი გამოდის. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მე მგონი, ორივე მხარის თვისებები მაქვს.
- როგორ შეიძლება, ერთდროულად კახელივით დინჯიც იყოს ადამიანი და იმერელივით ემო-ციურიც?
- ამიტომაა კარგი ნაზავი იმერელ-კახელის. ხან დინჯი ვარ და ხან ძალიან ემოციური.
- სამივე ძმას ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- ბორჯომში. დედაჩემის დედა ბორჯომიდანაა და მასთან ხშირად ჩავდიოდით სტუმრად.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია