ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე საფრანგეთიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა სამშობლოში. მსახიობმა "ლე ფიგაროსთან" ინტერვიუში ქვეყნიდან მისი წასვლით გამოწვეულ დისკუსიებს "დიდი გაუგებრობა" უწოდა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისევ ისე უყვარს, როგორც ადრე.
"მე არასდროს დამიტოვებია საფრანგეთი! მე უარს ვამბობ ვიყო ჩაკეტილი რაღაც საზღვრებში, ეს სრულიად სხვა რამეა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ევროპაში სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში", - განაცხადა დეპარდიემ.
მსახიობთან ინტერვიუ გუშინ გამოქვეყნდა.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.