ამერიკის ფლოტის ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში მანევრირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ავცრელებს. მინისტრის თქმით, ამერიკული ფლოტი მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაიწყებას გადაწყვეტს.
როგორც ჰეიგელი აცხადებს, დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ შეტყობინების საპასუხოდ, ობამამ პენტაგონს რამდენიმე ოპერაციის გეგმის შემუშავება დაავალა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე მეოთხე სამხედრო ხომალდი გაიგზავნა.
გუშინ ობამამ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.