კრიმინალური ავტორიტეტების მიერ საპატიმროებში ე.წ მაყურებლების სისტემის შექმნას და არსებობას სახალხო დამცველიც ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ ამ საქმის სოზარ სუბართან დაკავშირება აბსურდულია.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია საპარლამენტო უმცირესობამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს.
"მაყურებლების ინსტიტუტი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამადასტურებელი საბუთი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა და მე ეს კითხვები მექნება მათდამი. წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, საბუთები, რაც დაადასტურებდა ამ სქემის არსებობას. შესაძლოა, ნებისმიერი განცხადება გაკეთდეს, მაგრამ გამყარებული უნდა იყოს ფაქტებით, რაც მე, განცხადებაში ვერ დავინახე, პირიქით, ამ სქემის სოზარ სუბართან დაკავშირება, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს სასაცილოა," – განაცხადა ნანუაშვილმა.