პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა
მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა

ღე­ვან­დელ მთავ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი მთავ­რო­ბის წევ­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აა და ეს ყვე­ლამ იცის სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბო­ბოყ­ვათ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას აშშ-ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ Eurasianet-ის სტა­ტი­ას, სა­დაც სტა­ტი­ის ავ­ტო­რის, ჯო­შუა კუ­ცე­რას გან­ცხა­დე­ბით, ალა­სა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს წინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

"ალა­სა­ნი­ას რომ არ ეთ­ქვა, რომ ჩემ­მა მთავ­რო­ბამ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, ამას ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ხე­დავს. შე­გიძ­ლი­ათ, გახ­ვი­დეთ და გარ­შე­მო ხალ­ხს ჰკი­თხოთ, იტყვი­ან, რომ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ გა­ა­კე­თა ბევ­რად მეტი, ვიდ­რე გა­კე­თე­ბუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კარ­გია, თუ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც ამას აღ­ნიშ­ნავს და აღი­ა­რებს. იმე­დია, მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ის არ მო­ა­ყო­ლებს, რომ ეს კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლია ან და­ა­ყო­ლებს რა­ღა­ცას, რომ გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს ეს გან­ცხა­დე­ბა. თა­ვის­თა­ვად ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბა­ში ის ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი მთავ­რო­ბის წევ­რია და ეს ყვე­ლამ იცის. ეს რას ნიშ­ნავს, ცალ­კე სა­კი­თხია, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად არის დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი მი­ნის­ტრი და წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯო­შუა კუ­ცე­რას სტა­ტი­ას, მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია - "სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე პირ­ვე­ლი ლი­დე­რი იყო, რომ­ლე­მაც ნატო-სა და ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კი ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად და უამ­რა­ვი ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. ჩვენ უნდა ვა­ღი­ა­როთ და და­ვა­ფა­სოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და წინა მთავ­რო­ბე­ბის მიერ აგე­ბულ მყარ ნი­ა­დაგ­ზე წი­ნას­ვლა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ".

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კარ­გია, რო­დე­საც ალა­სა­ნია ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ცდი­ლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­მი­ე­რი ამის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"ჩემი და ობა­მას შე­თან­ხმე­ბით, გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში და­წყე­ბუ­ლია უკვე მომ­ზა­დე­ბა. შარ­შან ზა­ფხულ­ში ჩა­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­ზე. ეს უკვე აღარ არის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბა, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგ­ვეძ­ლოს ჩვე­ნი მი­წის დაც­ვა, გვქონ­დეს კარ­გი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა, სა­ზღვაო თავ­დაც­ვა და სახ­მე­ლე­თო დაც­ვა. ამე­რი­კელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა უკვე შე­ად­გი­ნეს მოხ­სე­ნე­ბა ერთი წლის წინ, და­ი­წყეს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი უკვე გვაქვს. ახლა ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას იმა­ზე, რომ აშშ-სთან ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა­ზე და რა თქმა უნდა ეს აა­მაღ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვის ხა­რისხს. კარ­გია, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს, რად­გან ამას წი­ნათ პერ­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი ახა­ლი ია­რა­ღის ყიდ­ვა არ სჭირ­დე­ბა. ეს რა თქმა უნდა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა. ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­უ­ფა­რა­ვი გვაქვს ცა, ხმე­ლე­თი და ზღვა. კარ­გია, რო­დე­საც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს, მისი მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ არ­ცერ­თი ჩვე­ნი პრო­ექ­ტი არ გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ კარ­გია, რო­დე­საც ამ მთავ­რო­ბა­შიც არის ხალ­ხი, ვინც ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ გა­კეთ­და და ეს არ უნდა გვა­ჩერ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა

მიხეილ სააკაშვილი - ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა

ღევანდელ მთავრობაში ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრი ირაკლი ალასანიაა და ეს ყველამ იცის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბობოყვათში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას აშშ-ში ვიზიტის შესახებ Eurasianet-ის სტატიას, სადაც სტატიის ავტორის, ჯოშუა კუცერას განცხადებით, ალასანიამ საქართველოს წინ ხელისუფლებების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებებზე ისაუბრა.

"ალასანიას რომ არ ეთქვა, რომ ჩემმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, ამას ყველა მოქალაქე ხედავს. შეგიძლიათ, გახვიდეთ და გარშემო ხალხს ჰკითხოთ, იტყვიან, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ბევრად მეტი, ვიდრე გაკეთებულა საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. კარგია, თუ თავდაცვის მინისტრიც ამას აღნიშნავს და აღიარებს. იმედია, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ის არ მოაყოლებს, რომ ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილია ან დააყოლებს რაღაცას, რომ გაანეიტრალოს ეს განცხადება. თავისთავად ვფიქრობ, რომ დღევანდელ მთავრობაში ის ყველაზე ადეკვატური მთავრობის წევრია და ეს ყველამ იცის. ეს რას ნიშნავს, ცალკე საკითხია, მაგრამ ის ნამდვილად არის დღევანდელი მთავრობის ყველაზე ადეკვატური მინისტრი და წევრი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ჯოშუა კუცერას სტატიას, მასში აღნიშნულია - "საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნას დამოუკიდებლობა მოუტანა, ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომლემაც ნატო-სა და ნატო-ში საქართველოს მომავალზე დაიწყო საუბარი. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობების მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინასვლა უნდა გავაგრძელოთ".

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის აღჭურვილობის შეძენის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც ალასანია ყოფილი მთავრობის პროექტების გაგრძელებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ამის წინააღმდეგია.

"ჩემი და ობამას შეთანხმებით, გასული წლის იანვარში დაწყებულია უკვე მომზადება. შარშან ზაფხულში ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მუშაობს საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის სისტემებზე. ეს უკვე აღარ არის სამშვიდობო ოპერაციისთვის ჩვენი მომზადება, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი მიწის დაცვა, გვქონდეს კარგი საჰაერო თავდაცვა, საზღვაო თავდაცვა და სახმელეთო დაცვა. ამერიკელმა ექსპერტებმა უკვე შეადგინეს მოხსენება ერთი წლის წინ, დაიწყეს ამაზე მუშაობა და წინასწარი შედეგები უკვე გვაქვს. ახლა ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ აშშ-სთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე და რა თქმა უნდა ეს აამაღლებს საქართველოს დაცვის ხარისხს. კარგია, რომ თავდაცვის მინისტრი ამ პროგრამაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რადგან ამას წინათ პერმიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არაფერი ახალი იარაღის ყიდვა არ სჭირდება. ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, საქართველოს ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ჩვენ პრაქტიკულად გადაუფარავი გვაქვს ცა, ხმელეთი და ზღვა. კარგია, როდესაც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი პროექტები უნდა გაგრძელდეს, მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არცერთი ჩვენი პროექტი არ გაგრძელდეს, მაგრამ კარგია, როდესაც ამ მთავრობაშიც არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ეს არ უნდა გვაჩერდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა