მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე
რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე

მსა­ხი­ო­ბი ვასო ბახ­ტა­ძე არც ერთი თე­ატ­რის შტატ­ში არ ირი­ცხე­ბა, თუმ­ცა მე ის რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში მყავს ნა­ნა­ხი და მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. მსა­ხი­ობს ზო­ო­პარკში შევ­ხვდი. ის და მისი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ლი­პი­რი­დი ცო­ლის ძმის­შვილს ასე­ირ­ნებ­დნენ. სა­ნამ თა­მუ­ნა პა­ტა­რას ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე არ­თობ­და, მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე.

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და. 15 წლით უფ­რო­სი ძმა მყავს. ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ჭად­რა­კის გან­ხრით. მას ყო­ველ­თვის სურ­და, რომ ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყო­ლო­დი. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ვი­დო­დი და ჩემ­ზე მის სი­ტყვებს დიდი ზე­გავ­ლე­ნა ჰქონ­და.

- ალ­ბათ, თქვენ­ში რა­ღაც მო­ნა­ცე­მებს ხე­დავ­და...

- ალ­ბათ. ყო­ველ­თვის ბუ­თხუ­ზა ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვექ­ცე­ო­დი. სხვა­თა შო­რის, ჯერ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ თეა-ტრა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. ჯერ კოტე სურ­მა­ვას ჯგუფ­ში მოვ­ხვდი, შემ­დეგ ჩვენ დათო დო­ი­აშ­ვილ­მა აგ­ვიყ­ვა­ნა.

- მი­სა­ღებ­ზე რა ეტი­უ­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ მო­გი­წი­ათ, თუ გახ­სოვთ?

- რა თქმა უნდა. ჯერ საფრ­თხო­ბე­ლა გან­ვა­სა­ხი­ე­რე, რო­მელ­საც თხა უყ­ვარ­და, ხოლო შემ­დეგ ჩა­ი­და­ნი, რო­მელ­შიც წყა­ლი დუღ­დე­ბა, გა­და­დუღ­დე­ბა და ბო­ლოს სკდე­ბა.

- ჯგუფ­ში ვინ გყავ­დათ, ვინც დღე­საც დარ­ჩა თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში...

- რამ­დე­ნი­მეს და­გი­სა­ხე­ლებთ: გოგა ჩხე­ი­ძე, მა­რიო ჩი­მა­როს რომ ახ­მო­ვა­ნებს. ჩვენ ერ­თად ვი­თა­მა­შეთ "ცხელ ძაღლშიც" . ჩვენს ჯგუფ­ში იყო დათო ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შობს. ასე­ვე ლელა მეტ­რე­ვე­ლი, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან ფილმში "გა­ი­ღი­მე" ითა­მა­შა.

- არც ერთი თე­ატ­რის შტატ­ში არ ხართ, სპექ­ტაკ­ლებ­ში სა­თა­მა­შოდ გიწ­ვე­ვენ ხოლ­მე...

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. ყო­ველ­თვის მიწ­ვე­ვენ ხოლ­მე.

- თქვე­ნი აზ­რით, ასე რა­ტომ ხდე­ბა?

- არ ვიცი, ვერ ვის­წავ­ლე და არ ვიცი რა გზით უნდა მოვ­ხვდე თე­ატ­რში. ვინც მიც­ნობს და ვი­საც სცე­ნა­ზე ვუ­ნა­ხავ­ვარ, ალ­ბათ ისი­ნი მიწ­ვე­ვენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე

რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე

მსახიობი ვასო ბახტაძე არც ერთი თეატრის შტატში არ ირიცხება, თუმცა მე ის რამდენიმე სპექტაკლში მყავს ნანახი და მისი შესრულებული როლები ყოველთვის მომწონდა. მსახიობს ზოოპარკში შევხვდი. ის და მისი მეუღლე თამუნა ლიპირიდი ცოლის ძმისშვილს ასეირნებდნენ. სანამ თამუნა პატარას ატრაქციონებზე ართობდა, მსახიობთან ინტერვიუ ჩავწერე.

-  მსახიობის პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. 15 წლით უფროსი ძმა მყავს. ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული -  ჭადრაკის განხრით. მას ყოველთვის სურდა, რომ ამ პროფესიას გავყოლოდი. სულ მეუბნებოდა, რომ კარგი მსახიობი გამოვიდოდი და ჩემზე მის სიტყვებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა.

- ალბათ, თქვენში რაღაც მონაცემებს ხედავდა...

- ალბათ. ყოველთვის ბუთხუზა ბავშვი ვიყავი და სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. სხვათა შორის, ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დავამთავრე და შემდეგ თეა-ტრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, შემდეგ ჩვენ დათო დოიაშვილმა აგვიყვანა.

- მისაღებზე რა ეტიუდების შესრულებამ მოგიწიათ, თუ გახსოვთ?

- რა თქმა უნდა. ჯერ საფრთხობელა განვასახიერე, რომელსაც თხა უყვარდა, ხოლო შემდეგ ჩაიდანი, რომელშიც წყალი დუღდება, გადადუღდება და ბოლოს სკდება.

- ჯგუფში ვინ გყავდათ, ვინც დღესაც დარჩა თქვენს პროფესიაში...

- რამდენიმეს დაგისახელებთ: გოგა ჩხეიძე, მარიო ჩიმაროს რომ ახმოვანებს. ჩვენ ერთად ვითამაშეთ ''ცხელ ძაღლშიც'' . ჩვენს ჯგუფში იყო დათო ბეშიტაიშვილი, რომელიც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თამაშობს. ასევე ლელა მეტრეველი, რომელმაც ახლახან ფილმში ''გაიღიმე'' ითამაშა.

- არც ერთი თეატრის შტატში არ ხართ, სპექტაკლებში სათამაშოდ გიწვევენ ხოლმე...

- სამწუხაროდ, ასეა. ყოველთვის მიწვევენ ხოლმე.

- თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?

- არ ვიცი, ვერ ვისწავლე და არ ვიცი რა გზით უნდა მოვხვდე თეატრში. ვინც მიცნობს და ვისაც სცენაზე ვუნახავვარ, ალბათ ისინი მიწვევენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება