პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი - ჩვენი პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია
ივანიშვილი - ჩვენი პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია

თუ სი­ტუ­ა­ცი­ას სწო­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და მოვ­ლე­ნე­ბი ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც მე წარ­მო­მიდ­გე­ნია, 3-4 წე­ლი­წად­ში ჩვენ შევ­ძლებთ ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­მო­ცე­მა ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის­თვის მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"რთუ­ლია, იმის ზუს­ტი თა­რი­ღის დას­ხე­ლე­ბა, თუ რო­დის მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია. მაგ­რამ, რო­გორც მა­ნამ­დე ვთქვი, თუ სი­ტუ­ა­ცი­ას სწო­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და მოვ­ლე­ნე­ბი ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც მე წარ­მო­მიდ­გე­ნია, 3-4 წე­ლი­წად­ში ჩვენ შევ­ძლებთ ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"რუ­სე­თი ჩვე­ნი ერთ-ერთი უდი­დე­სი მე­ზო­ბე­ლია, ის დიდი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და, ჩემი აზ­რით, უდი­დე­სი ბა­ზა­რი აქვს. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ასე­თი ბაზ­რის და­კარ­გვა და რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას, პრე­მი­ერ­მა და­ა­და­სა­ტუ­რა, რომ დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას გეგ­მავს.

"ვფიქ­რობ, ახალ წლამ­დე პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვალ და აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ. ჩემი აზ­რით, ჩვე­ნი პრობ­ლე­მა არა მთავ­რო­ბა­ში, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მო­უც­დე­ლია და მცი­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ასა­მაღ­ლებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში ის სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბი­დან 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ღე­ბას გეგ­მავს კერ­ძო ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში, რო­მე­ლიც ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სხვა სფე­რო­ებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bloomberg.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ივანიშვილი - ჩვენი პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია

ივანიშვილი - ჩვენი პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია

თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოცემა ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"რთულია, იმის ზუსტი თარიღის დასხელება, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მაგრამ, როგორც მანამდე ვთქვი, თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მეზობელია, ის დიდი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან საინტერესო და, ჩემი აზრით, უდიდესი ბაზარი აქვს. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მიუტევებელი იქნება ასეთი ბაზრის დაკარგვა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაზე უარის თქმა. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლას, პრემიერმა დაადასატურა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

"ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ, მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მომავალში ის საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი დოლარის გაღებას გეგმავს კერძო ინვესტირების ფონდში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს ტურიზმის სფეროში, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში.

მომზადებულია bloomberg.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"