პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"
ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"

"მო­რი­ე­ლი ქალი "ჯა­დო­ქა­რია". მე­ექ­ვსე გრძნო­ბის წყა­ლო­ბით, გუ­ლის სწორს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცნობს. მან კარ­გად იცის სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი, კის­რის­ტე­ხით არა­სო­დეს გა­იქ­ცე­ვა, შეყ­ვა­რე­ბულს რომ კი­სერ­ზე ჩა­მო­ე­კი­დოს. მას მტე­რი და მოყ­ვა­რე პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა. არა მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია, თა­ვი­სი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნეს­ტა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე სცა­დოს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ღო­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ეკა, სა­ნამ შენი ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, მინ­და, შვი­ლიშ­ვილ­ზე - პა­ტა­რა თი­ნა­თინ­ზე გკი­თხო: რო­გო­რი გო­გოა?

- თი­ნა­თი­ნის და­ბა­დე­ბას და­ვეს­წა­რი. გა­და­ვი­ღე, რო­გორ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. კარ­გი ზნის ბავ­შვია, სულ იცი­ნის, ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზეა. 6 თვის არის და უკვე ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს. ყვე­ლას გვა­გი­ჟებს, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა.

- ტა­სომ დე­დის ამ­პლუა რო­გორ მო­ირ­გო?

- მე "გიჟ დე­დად" ვით­ვლე­ბო­დი, ტასო ჩემ­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და "გიჟი დე­დაა".

- შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სი­ახ­ლე ხომ არ გაქვს?

- არა. ამ­ჟა­მად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბა.

- არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც სრუ­ლი სიმ­შვი­დეა.

- ახლა კი ვნა­ხოთ, რო­გო­რია შენი ას­ტრო-ფსი­ქო­პორ­ტრე­ტი.

- ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს და ბევ­რი დამ­თხვე­ვაც აღ­მო­მი­ჩე­ნია. პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ვი­ცო­დე, რას მირ­ჩე­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი. და­ბა­დე­ბის თა­რიღ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი "ერ­თი­ა­ნი" მაქვს და მა­ინ­ტე­რე­სებს, ას­ტრო­ლოგს ვკი­თხო, რას ნიშ­ნავს ეს?

- "მო­რი­ე­ლის თვა­ლებს ჰიპ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი აქვს. მათ მზე­რას ხალ­ხი თავს არი­დებს და მო­უს­ვენ­რო­ბა იპყრობს".

- ეს ძა­ლი­ან ბევ­რს უთ­ქვამს და თა­ვა­დაც ვგრძნობ: ხში­რად მა­რი­დე­ბენ თვალს.

- "მას შე­უძ­ლია, იყოს ძლი­ე­რი, ულ­მო­ბე­ლი, სას­ტი­კი და სა­ში­ში. ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ი­ლი.

- "ულ­მო­ბე­ლი" და "სას­ტი­კი" ცო­ტა­თი მძი­მე მო­სას­მე­ნია. ძლი­ე­რი ვარ. სა­ში­ში ვარ თუ - არა? არ ვიცი. ყვე­ლა­ფე­რი სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი მაქვს, თა­ვად მიკ­ვირს, ამ­დე­ნი რით შე­მიძ­ლია, მო­ვით­მი­ნო. ეს კარ­გი თვი­სე­ბა არ არის. ჯობს, პა­ტა­რა წყე­ნა­ზეც რე­ა­გი­რებ­დე, ვიდ­რე და­გიგ­როვ­დეს და მერე ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ და­კარ­გო.

- "იმ­დე­ნად ფლობს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, სა­ხე­ზე ვე­რა­ფერს შე­ა­ტყობთ".

- მარ­თა­ლია, არც დიდ სი­ხა­რულს გა­მოვ­ხა­ტავ და არც - მწუ­ხა­რე­ბას.

- "თუ ნამ­დვი­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენთ, ჰკი­თხეთ მო­რი­ელს და პირ­და­პირ გე­ტყვით".

- ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი ვარ. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან შე­მო­ვი­და მო­და­ში "რა ლა­მა­ზი ხაარ", "მიყ­ვარ­ხა­არ". ასეთ სი­ტყვებ­ში, ქცე­ვა­ში ხში­რად - სი­ყალ­ბეა. ქა­თი­ნა­ურს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვამ­ბობ, როცა სი­ტყვე­ბი გუ­ლი­დან მო­დის.

- "მო­რი­ელს მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას მტე­რიც კი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა".

- მოყ­ვა­რე ვიცი და ჩემი მტრე­ბი ჯერ არ და­მით­ვლია. როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მოვ­ჩნდი, გა­ვოც­დი: არ მე­გო­ნა, ჩემ­და­მი უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბი­ლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი თუ არ­სე­ბობ­და. 40 წელი ისე ვი­ცხოვ­რე, ეს არას­დროს მიგ­რძნია. "რო­გო­რი ბე­ბე­რია", "რაღა დროს მა­გი­სი ცეკ­ვაა", "ეგ რომ დარ­ჩეს და რუს­კა გა­ვარ­დეს, მერე ნა­ხოს, რას ვუ­ზამთ"... იმ­დენ ამაზ­რზენ რა­მეს წერ­დნენ, რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო?!

- ბრაზ­დე­ბო­დი?

- არა. უკვე ვიცი, რაზე უნდა გავ­ბრაზ­დე და რაზე - არა. ამა­ვე დროს, აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბი­თა და ჩემი დიდი შრო­მით მოვ­ხვდი სა­მე­ულ­ში.

- "მო­რი­ე­ლი არა მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია, თა­ვი­სი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნეს­ტა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე სცა­დოს".

- არც სხვას ვგეს­ლავ და არც სა­კუ­თარ თავს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ ადა­მი­ანს შე­ვე­პა­სუ­ხო. კა­მა­თი და კონ­ფლიქ­ტი არ მიყ­ვარს. თუ შე­ვე­კა­მა­თე­ბი, ად­გილ­ზე "მოვ­სვამ", მერე თა­ვად ვნერ­ვი­უ­ლობ, გული რომ ვატ­კი­ნე.

- "მო­რი­ელს არას­დროს ავი­წყდე­ბა გა­წე­უ­ლი სი­კე­თე".

- უმა­დუ­რე­ბის­გან ღმერ­თმა და­მი­ფა­როს! უმ­ნიშ­ვნე­ლო სი­კე­თეც კი მა­მახ­სოვ­რდე­ბა; შემ­დგომ­ში იმა­ვე ადა­მი­ა­ნის­გან წყე­ნაც რომ მქონ­დეს, მა­ინც სი­კე­თე მე­მახ­სოვ­რე­ბა.

- "გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე. ისეთ დარ­ტმას აყე­ნებს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს".

- ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არ დამ­ჭირ­ვე­ბია. დაჯ­დე და იფიქ­რო, მტერს სა­მა­გი­ე­რო რო­გორ გა­და­უ­ხა­დო?.. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ეს სიმ­დაბ­ლეა.

- შენს და­ბა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ან და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ხომ არ გარ­დაც­ვლი­ლა?

- არა. ჩემი ძმა, ჩემი შვი­ლე­ბი რომ და­ი­ბად­ნენ, სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ. ტა­სოს თი­ნა­თი­ნი რომ შე­ე­ძი­ნა, ჩემი დიდი ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა მგო­ნია.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ გთხო­ვო, რო­მელ სი­ტყვას იტყვი?

- არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი (იცი­ნის).

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს სი­ტყვაა "უძ­ლე­ვე­ლი".

- მარ­თლა? რა კარ­გია! არ ვიცი, უძ­ლე­ვე­ლი ვარ?

- "მისი დათ­რგუნ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია".

- დათ­რგუნ­ვი­ლი ვი­ყა­ვი აგ­ვის­ტოს ომის დროს. ტრა­გე­დი­ე­ბი მა­გი­ჟებს. წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მე­ბის, უფუ­ლო­ბის გამო დეპ­რე­სი­ა­ში არას­დროს ჩავ­ვარ­დე­ბი.

- "ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბაა, უყ­ვარს ფუ­ფუ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი".

- ჩემი მო­თხოვ­ნა არას­დროს ყო­ფი­ლა 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რე­ბა. კომ­ფორ­ტი თუ მექ­ნე­ბა, კარ­გია, თუ არა და, არც ამა­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლებ. ზღვა­ზე ბევ­რი წე­ლია დავ­დი­ვარ, მაგ­რამ არა - გო­ნი­ო­ში, კვა­რი­ათ­ში ან ბა­თუმ­ში; და­სას­ვე­ნებ­ლად ვირ­ჩევ ერთ პა­ტა­რა სო­ფელ ბუკ­ნარს. როცა იქ სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე, მგო­ნი, ამ სოფ­ლის არ­სე­ბო­ბა ბევ­რმა არც კი იცო­და. ბუკ­ნა­რი სიმ­შვი­დი­თა და სი­ლა­მა­ზით მხიბ­ლავს. დღემ­დე არ ვღა­ლა­ტობ.

- "ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს".

- რა თქმა უნდა. სხვი­სი მოს­მე­ნის უნა­რი მაქვს, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც იმას ვა­კე­თებ, რაც მინ­და. შეც­დო­მებ­საც სა­კუ­თარ თავს ვაბ­რა­ლებ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დროს ყოყ­მა­ნი მა­ხა­სი­ა­თებს.

- "მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. თა­ვის გარ­შე­მო ისეთ პი­როვ­ნე­ბას არ გა­ა­ჭა­ჭა­ნებს, რო­მელ­საც არ აფა­სებს".

- სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს - ბავ­შვო­ბის, ინ­სტი­ტუ­ტის დრო­ინ­დე­ლი, შემ­დეგ შე­ძე­ნი­ლი... ჩემი მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბენ. პონ­ტის გამო არ­სად დავ­დი­ვარ, მაგ­რამ კარგ წრე­ში გარ­თო­ბას რა სჯობს?! ამ ბო­ლოს ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევრ ვინ­მეს ვერ ვცნობ. მგო­ნი, დავ­ბერ­დი.

- "მო­რი­ე­ლი შე­საძ­ლოა, ზოგ­ჯერ უხე­შიც გეჩ­ვე­ნოთ".

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - უხე­ში მე­გო­ნე და სულ სხვა­ნა­ი­რი ყო­ფილ­ხა­რო.

- "მო­რი­ე­ლი ქალი მომ­ხიბ­ლა­ვი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ამა­ყია, მაგ­რამ ერთი სა­ი­დუმ­ლო სურ­ვი­ლი აქვს: მა­მა­კა­ცო­ბა უფრო სურს".

- მა­მა­კა­ცო­ბა არ მსურს, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, მა­მა­კა­ცუ­რი საქ­მე­ე­ბი ვა­კე­თო. ოჯახ­ში მყავს ბი­ჭე­ბი, მაგ­რამ მე უნდა გა­დავ­დგა, ამოვ­ზი­დო, მი­ვა­ჭე­დო...

- "კარ­გად იცის სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი. არას­დროს კის­რის­ტე­ხით არ გა­იქ­ცე­ვა, შეყ­ვა­რე­ბულს კი­სერ­ზე რომ ჩა­მო­ე­კი­დოს".

- დიდი ხა­ნია, კი­სერ­ზე არა­ვის ჩა­მოვ­კი­დე­ბი­ვარ. როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იმ ადა­მი­ან­თან გრძნო­ბას გა­მოვ­ხა­ტავ­დი. მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი არას­დროს გა­და­მიდ­გამს, არ მი­აქ­ტი­უ­რია.

- "მო­რი­ე­ლი ქა­ლე­ბი "ჯა­დოქ­რე­ბი" არი­ან. მე­ექ­ვსე გრძნო­ბის წყა­ლო­ბით, თა­ვი­ანთ გუ­ლის სწორს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცნო­ბენ".

- ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თხელ მოხ­და, როცა ინ­სტი­ტუ­ტში ნიკო გო­მე­ლა­უ­რი და­ვი­ნა­ხე. ამ ბოლო დროს ადა­მი­ა­ნებს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვცნობ, ვერ­ძებ­სა და კირჩხი­ბებს - ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად. ნი­კოც კირჩხი­ბი იყო.

- "გა­რეგ­ნუ­ლად მარ­მა­რი­ლო­სა­ვით ცი­ვია, მაგ­რამ - უჩ­ვე­უ­ლოდ ვნე­ბი­ა­ნი".

- იმი­ტომ, რომ ემო­ცი­ებს ვერ გა­მოვ­ხა­ტავ.

- "უყ­ვარს სხვი­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­ნახ­ვა. სულ­ში ისე­თი კუნ­ჭუ­ლე­ბი აქვს, სა­დაც შეს­ვლა ყვე­ლა მოკ­ვდა­ვის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია".

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო ვიცი. ხში­რად მი­ფიქ­რია, ამ ამ­ბებს რა­ტომ მიყ­ვე­ბი­ან-მეთ­ქი?.. მინ­და, ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დე... გა­მო­რი­ცხუ­ლია, ის ამ­ბე­ბი ოდეს­მე სად­მე ვთქვა.

- შენი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის?

- არა, ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის და მა­თაც დიდი ხნის შემ­დეგ ვუყ­ვე­ბი.

- "ის ხან თეთ­რს თეთრზე აწე­ბებს და ხან უაზ­როდ ფლან­გავს".

- ფულს ვერ ვი­ნა­ხავ. არ გე­გო­ნოს, შო­პინ­გებ­ზე დავ­დი­ვარ. ოჯა­ხი, საკ­ვე­ბი, გა­სა­და­ხა­დე­ბი...

- "ყო­ველ­თვის კარ­გი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ არას­დროს ამ­ჟღავ­ნებს შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვილს".

- მარ­თა­ლია. ვერ ვი­ტან, როცა ვინ­მეს რა­მე­ში ეჯიბ­რე­ბი­ან.

- "იშ­ვი­ა­თად ცრუ­ობს და ისიც - მხო­ლოდ თავ­დაც­ვის მიზ­ნით".

- თავ­დაც­ვის მიზ­ნი­თაც კი არ ვცრუ­ობ. არ მიყ­ვარს, ვერ ვი­ტან, როცა მა­ტყუ­ე­ბენ და ასე თა­ვად არას­დროს ვიქ­ცე­ვი.

- "ძა­ლი­ან მკაც­რია და იშ­ვი­ა­თად მი­დის დათ­მო­ბა­ზე".

- გა­აჩ­ნია, ვის­თან ურ­თი­ერ­თობ. შვი­ლებ­თან, როცა სა­ჭი­როა, მკაც­რი ვარ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ვმე­გობ­რობთ.

- "ყო­ველ­თვის სჯე­რა იმის, რა­საც ეუბ­ნე­ბი­ან".

- ზედ­მე­ტად გუ­ლუბ­რყვი­ლო ვარ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ადა­მი­ა­ნებს ტყუ­ი­ლის თქმა, ბო­რო­ტე­ბა რაში სჭირ­დე­ბათ?

- "უყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის გა­ცე­მა და პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა".

- ას­ტრო­ლო­გებს არ სცოდ­ნი­ათ, რომ მიყ­ვარს, როცა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე ბევ­რს ვწვა­ლობ; მარ­თა­ლია, ეს ცო­ტა­თი დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს - სა­სი­ა­მოვ­ნოც.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"

ეკა ნიჟარაძე - "დიდი ხანია, კისერზე აღარავის ჩამოვკიდებივარ"

"მორიელი ქალი "ჯადოქარია". მეექვსე გრძნობის წყალობით, გულის სწორს დანახვისთანავე ცნობს. მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, კისრისტეხით არასოდეს გაიქცევა, შეყვარებულს რომ კისერზე ჩამოეკიდოს. მას მტერი და მოყვარე პატივისცემით ეპყრობა. არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ეკა ნიჟარაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ეკა, სანამ შენი ზოდიაქოს ნიშანზე ვილაპარაკებთ, მინდა, შვილიშვილზე - პატარა თინათინზე გკითხო: როგორი გოგოა?

- თინათინის დაბადებას დავესწარი. გადავიღე, როგორ მოევლინა ქვეყანას. კარგი ზნის ბავშვია, სულ იცინის, ბუნებრივ კვებაზეა. 6 თვის არის და უკვე ემოციებს გამოხატავს. ყველას გვაგიჟებს, ძალიან საყვარელი გოგონაა.

- ტასომ დედის ამპლუა როგორ მოირგო?

- მე "გიჟ დედად" ვითვლებოდი, ტასო ჩემზე მეტად ყურადღებიანი და "გიჟი დედაა".

- შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- არა. ამჟამად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.

- არც პირად ცხოვრებაში?

- არა, პირად ცხოვრებაშიც სრული სიმშვიდეა.

- ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს და ბევრი დამთხვევაც აღმომიჩენია. პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე, რას მირჩევენ ვარსკვლავები. დაბადების თარიღში ძალიან ბევრი "ერთიანი" მაქვს და მაინტერესებს, ასტროლოგს ვკითხო, რას ნიშნავს ეს?

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობს".

- ეს ძალიან ბევრს უთქვამს და თავადაც ვგრძნობ: ხშირად მარიდებენ თვალს.

- "მას შეუძლია, იყოს ძლიერი, ულმობელი, სასტიკი და საშიში. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებუილი.

- "ულმობელი" და "სასტიკი" ცოტათი მძიმე მოსასმენია. ძლიერი ვარ. საშიში ვარ თუ - არა? არ ვიცი. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. მოთმინების უნარი მაქვს, თავად მიკვირს, ამდენი რით შემიძლია, მოვითმინო. ეს კარგი თვისება არ არის. ჯობს, პატარა წყენაზეც რეაგირებდე, ვიდრე დაგიგროვდეს და მერე ადამიანი საერთოდ დაკარგო.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- მართალია, არც დიდ სიხარულს გამოვხატავ და არც - მწუხარებას.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და პირდაპირ გეტყვით".

- ადამიანების შეფასებისას ყოველთვის გულწრფელი ვარ. თბილისში ძალიან შემოვიდა მოდაში "რა ლამაზი ხაარ", "მიყვარხაარ". ასეთ სიტყვებში, ქცევაში ხშირად - სიყალბეა. ქათინაურს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობ, როცა სიტყვები გულიდან მოდის.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- მოყვარე ვიცი და ჩემი მტრები ჯერ არ დამითვლია. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვჩნდი, გავოცდი: არ მეგონა, ჩემდამი უარყოფითად განწყობილი ამდენი ადამიანი თუ არსებობდა. 40 წელი ისე ვიცხოვრე, ეს არასდროს მიგრძნია. "როგორი ბებერია", "რაღა დროს მაგისი ცეკვაა", "ეგ რომ დარჩეს და რუსკა გავარდეს, მერე ნახოს, რას ვუზამთ"... იმდენ ამაზრზენ რამეს წერდნენ, რომელი ერთი გავიხსენო?!

- ბრაზდებოდი?

- არა. უკვე ვიცი, რაზე უნდა გავბრაზდე და რაზე - არა. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ხალხის დახმარებითა და ჩემი დიდი შრომით მოვხვდი სამეულში.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, თავისი მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- არც სხვას ვგესლავ და არც საკუთარ თავს. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანს შევეპასუხო. კამათი და კონფლიქტი არ მიყვარს. თუ შევეკამათები, ადგილზე "მოვსვამ", მერე თავად ვნერვიულობ, გული რომ ვატკინე.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- უმადურებისგან ღმერთმა დამიფაროს! უმნიშვნელო სიკეთეც კი მამახსოვრდება; შემდგომში იმავე ადამიანისგან წყენაც რომ მქონდეს, მაინც სიკეთე მემახსოვრება.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ისეთ დარტმას აყენებს, მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- ჯერჯერობით ეს არ დამჭირვებია. დაჯდე და იფიქრო, მტერს სამაგიერო როგორ გადაუხადო?.. (პაუზის შემდეგ) ეს სიმდაბლეა.

- შენს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაბადების შემდეგ, ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ გარდაცვლილა?

- არა. ჩემი ძმა, ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, სამივე შემთხვევაში ოჯახის ახლობლები გარდაიცვალნენ. ტასოს თინათინი რომ შეეძინა, ჩემი დიდი ბებია გარდაიცვალა. ეს ბუნების კანონზომიერება მგონია.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- არაპრაქტიკული (იცინის).

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- მართლა? რა კარგია! არ ვიცი, უძლეველი ვარ?

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია".

- დათრგუნვილი ვიყავი აგვისტოს ომის დროს. ტრაგედიები მაგიჟებს. წვრილმანი პრობლემების, უფულობის გამო დეპრესიაში არასდროს ჩავვარდები.

- "ძალიან მგრძნობიარე არსებაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული".

- ჩემი მოთხოვნა არასდროს ყოფილა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება. კომფორტი თუ მექნება, კარგია, თუ არა და, არც ამაზე ვინერვიულებ. ზღვაზე ბევრი წელია დავდივარ, მაგრამ არა - გონიოში, კვარიათში ან ბათუმში; დასასვენებლად ვირჩევ ერთ პატარა სოფელ ბუკნარს. როცა იქ სიარული დავიწყე, მგონი, ამ სოფლის არსებობა ბევრმა არც კი იცოდა. ბუკნარი სიმშვიდითა და სილამაზით მხიბლავს. დღემდე არ ვღალატობ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- რა თქმა უნდა. სხვისი მოსმენის უნარი მაქვს, მაგრამ ბოლოს მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა. შეცდომებსაც საკუთარ თავს ვაბრალებ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ყოყმანი მახასიათებს.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- სრული ჭეშმარიტებაა. ბევრი მეგობარი მყავს - ბავშვობის, ინსტიტუტის დროინდელი, შემდეგ შეძენილი... ჩემი მეგობრები ერთმანეთთან მეგობრობენ. პონტის გამო არსად დავდივარ, მაგრამ კარგ წრეში გართობას რა სჯობს?! ამ ბოლოს ქალაქში ძალიან ბევრ ვინმეს ვერ ვცნობ. მგონი, დავბერდი.

- "მორიელი შესაძლოა, ზოგჯერ უხეშიც გეჩვენოთ".

- ხშირად მეუბნებიან, - უხეში მეგონე და სულ სხვანაირი ყოფილხარო.

- "მორიელი ქალი მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს".

- მამაკაცობა არ მსურს, მაგრამ იძულებული ვარ, მამაკაცური საქმეები ვაკეთო. ოჯახში მყავს ბიჭები, მაგრამ მე უნდა გადავდგა, ამოვზიდო, მივაჭედო...

- "კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, შეყვარებულს კისერზე რომ ჩამოეკიდოს".

- დიდი ხანია, კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ. როცა შეყვარებული ვიყავი, იმ ადამიანთან გრძნობას გამოვხატავდი. მამაკაცთან ურთიერთობისას პირველი ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს, არ მიაქტიურია.

- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით, თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- ეს ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა ინსტიტუტში ნიკო გომელაური დავინახე. ამ ბოლო დროს ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ვცნობ, ვერძებსა და კირჩხიბებს - ყველაზე ადვილად. ნიკოც კირჩხიბი იყო.

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ - უჩვეულოდ ვნებიანი".

- იმიტომ, რომ ემოციებს ვერ გამოვხატავ.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- ძალიან ბევრი ადამიანის საიდუმლო ვიცი. ხშირად მიფიქრია, ამ ამბებს რატომ მიყვებიან-მეთქი?.. მინდა, ბევრი რამ არ ვიცოდე... გამორიცხულია, ის ამბები ოდესმე სადმე ვთქვა.

- შენი საიდუმლოებებიც ბევრმა ადამიანმა იცის?

- არა, ძალიან ცოტამ იცის და მათაც დიდი ხნის შემდეგ ვუყვები.

- "ის ხან თეთრს თეთრზე აწებებს და ხან უაზროდ ფლანგავს".

- ფულს ვერ ვინახავ. არ გეგონოს, შოპინგებზე დავდივარ. ოჯახი, საკვები, გასადახადები...

- "ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- მართალია. ვერ ვიტან, როცა ვინმეს რამეში ეჯიბრებიან.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც - მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- თავდაცვის მიზნითაც კი არ ვცრუობ. არ მიყვარს, ვერ ვიტან, როცა მატყუებენ და ასე თავად არასდროს ვიქცევი.

- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- გააჩნია, ვისთან ურთიერთობ. შვილებთან, როცა საჭიროა, მკაცრი ვარ, მაგრამ ამავე დროს, ვმეგობრობთ.

- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან".

- ზედმეტად გულუბრყვილო ვარ. ვერ წარმომიდგენია, ადამიანებს ტყუილის თქმა, ბოროტება რაში სჭირდებათ?

- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".

- ასტროლოგებს არ სცოდნიათ, რომ მიყვარს, როცა დღესასწაულებზე მეპატიჟებიან. საზღვარგარეთ ყოფნისას საჩუქრების შერჩევაზე ბევრს ვწვალობ; მართალია, ეს ცოტათი დამღლელია, მაგრამ ამავე დროს - სასიამოვნოც.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება