რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი, რომან კრიხელი უახლოეს ხანებში გასაყიდად გამოიტანს თავის მორიგ ნამუშევარს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედების თაყვანისმცემელი უამრავი ადამიანია, ამ დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოსახული ქალბატონის ვინაობას. როგორც New York Post -ს ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისმა განუცხადა, რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან: "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია.
რომან კრიხელი: - ჩემი შემოქმედების მიმართ ასეთი ინტერესი ძალიან მახარებს. ნახატი ჯერ დამთავრებული არ არის... მალე გამოფენა გვექნება და იქ გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები... ნახატის შეძენის მსურველთა ვინაობა ძალიან მახარებს... მილლიონ დოლარად ჯერ არც ერთი ნამუშევარი არ გამიყიდია... დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ისეთი ხალხია პროექტში ჩართული, თავად აგვარებენ ყველაფერს და მათ მეტი ინფორმაცია აქვთ... მართალი გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აჟიოტაჟი თუ ატყდებოდა პრესაში...
- "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობას არ ამხელთ?
- სამწუხაროდ, ვერა... პროექტის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გამოფენის გახსნამდე "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" ვინაობა არ უნდა გაცხადდეს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია