პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ებმებიან ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში?
როგორ ებმებიან ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში?

ყო­ველ წე­ლი­წადს მსოფ­ლი­ო­ში სა­შუ­ა­ლოდ, 2-4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი და მათი 70 პრო­ცენ­ტი - ქა­ლია, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწე­ვენ და პროს­ტი­ტუ­ცი­ას აი­ძუ­ლე­ბენ.

გა­სულ კვი­რას აჭა­რა­ში ტრე­ფი­კინ­გის 4 ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს და და­ნა­შა­ულ­ში უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, 29 წლის ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვა ამ­ხი­ლეს. ძა­ლო­ვა­ნებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს, რად­გან მან ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­ას­წრო და ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს.

აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა კარ­გა ხა­ნია, აპ­რო­ტეს­ტებს სა­როს­კი­პო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას. ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ. კერ­ძოდ, გო­ნი­ოს მცხოვ­რებ­ლებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიც გა­მარ­თეს. ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ სო­ფელ­ში 27 ბორ­დე­ლი სას­ტუმ­რო­სა და კა­ფეს სა­ხელ­წო­დე­ბით ინიღ­ბე­ბო­და. იქ ძი­რი­თა­დად, შუა აზი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით. ცოტა ხნის წინ მო­სახ­ლე­ო­ბამ გან­გა­ში ატე­ხა და თით­ქმის ყვე­ლა უწყე­ბას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა, მათ შო­რის - პრე­ზი­დენ­ტსაც, რათა ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ამ­ბო­ბენ, მსგავ­სი სა­როს­კი­პო­ე­ბი ბა­თუმ­შიც არ­სე­ბობს - კონ­კრე­ტუ­ლად ასა­ხე­ლე­ბენ კაფე-ბა­რებს, სა­დაც მე­ძა­ვე­ბი მა­მა­კა­ცებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ბრალ­დე­ბულ ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვას პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი 4 უზ­ბე­კი ქალი უპი­რის­პირ­დე­ბა.

"ნარ­გიზ­ბე­გიმ­მა 2013 წლის მარ­ტში უზ­ბე­კე­თი­დან იმ პი­რო­ბით ჩა­მო­მიყ­ვა­ნა, რომ ბარ­ში კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბით მა­მუ­შა­ვებ­და, მაგ­რამ მო­მა­ტყუა. აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, წა­მარ­თვა პას­პორ­ტი და მა­ი­ძუ­ლებ­და, პროს­ტი­ტუ­ცი­ით დავ­საქ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი. მე­მუქ­რე­ბო­და - თუ არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი, ჩემს თავს აცე­მი­ნებ­და უზ­ბე­კი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს. მთელ თან­ხას, რა­საც ამ გზით გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დით მე და სხვა გო­გო­ნე­ბი, ნარ­გიზ­ბე­გი­მი თვი­თონ ით­ვი­სებ­და", - ასე­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა ერთ-ერ­თმა მსხვერ­პლმა. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სი­საა სხვე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბიც: "2012 წელს ნარ­გიზ­ბე­გიმ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა ბა­თუმ­ში, ბარ­მე­ნად სა­მუ­შა­ოდ. მო­მა­ტყუა, წა­მარ­თვა პას­პორ­ტი და მა­ი­ძუ­ლებ­და, მა­მა­კა­ცებ­თან და­მემ­ყა­რე­ბი­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი. უარი ვთქვი, მაგ­რამ მან ბო­ლოს მო­იყ­ვა­ნა უზ­ბე­კი ეროვ­ნე­ბის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ცე­მი­თა და და­ში­ნე­ბით მა­ი­ძუ­ლეს, პროს­ტი­ტუ­ცი­ით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი მთლი­ა­ნად მიჰ­ქონ­და ნარ­გიზ­ბე­გიმს და მხო­ლოდ საკ­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას მაძ­ლევ­და".

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს ჩა­მო­ვი­და და პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის ჩაბ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, 2012-2013 წლებ­ში ბა­თუმ­ში უზ­ბე­კე­თის 5 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის - მოკ­ლუ­ლი რა­ი­ხონ კ. პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მო­ტყუ­ე­ბი­თა და იძუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა. უზ­ბე­კე­თი­დან ჩა­მო­სულ ყვე­ლა ქალს ის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას არ­თმევ­და და ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში მე­ძა­ვე­ბად ამუ­შა­ვებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვა, ტრე­ფი­კინგთან ერ­თად, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­შიც ამ­ხი­ლა. მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე წლის 3 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე კუ­რორტ ბე­შუმ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან მო­შო­რე­ბით, ტყე­ში ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა შემ­თხვე­ვით, ქა­ლის გახ­რწნი­ლი ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ქალი დიდი ხნის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მხო­ლოდ თა­ვის ქა­ლა­ღა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ჯი­ბე­ში აღ­მო­აჩ­ნდა რუ­სუ­ლი ფული და 30 თეთ­რი. საქ­მე მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბა იმის დად­გე­ნას ცდი­ლობ­და, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა შუა­ა­ზი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ზა­ფხუ­ლო კუ­რორტ ბე­შუმ­ში მა­შინ, როცა ბე­შუ­მამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი ჩა­კე­ტი­ლი იყო და 15 მა­ი­სის შემ­დეგ ტრაქ­ტო­რე­ბით გა­იწ­მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ია­ლაღ­ზე პი­რუ­ტყვის გა­დაყ­ვა­ნა რომ შეს­ძლე­ბო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნეს: მათი მტკი­ცე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ნარ­გიზ­ბე­გიმ რახ­მა­ნო­ვა იყო გა­რე­უ­ლი. ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უზ­ბეკ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას.

ეს ტრე­ფი­კინ­გის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა რო­დია. ძა­ლო­ვა­ნებ­მა აჭა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე წელს უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქის ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტზე საქ­მე ად­რეც აღ­ძრეს. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ ბრა­ლი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ჰამ­ზა ბ-ს წა­უ­ყე­ნა და და­ა­კა­ვა კი­დეც. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში დრო­ე­ბით მყოფ უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე მა­დი­ნა ე-ს, 2.000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, თურ­ქეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­ვა­ნას შეჰ­პირ­და. ჰამ­ზა ბ-მ მას პას­პორ­ტი გა­მო­არ­თვა, რი­თიც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და. ჰამ­ზა ბ-მ მო­ტყუ­ე­ბით, შან­ტა­ჟი­თა და იძუ­ლე­ბით, მა­დი­ნა ე. პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ა­ბა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და: მიჰ­ყავ­და ბა­თუმ­ში, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე დის­კო-კლუბ "არე­ნა­ში", სა­დაც თურ­ქი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს ახ­ვედ­რებ­და, შემ­დეგ კი პროს­ტი­ტუ­ცი­ის გზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას ით­ვი­სებ­და.

ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე წელს, გო­ნი­ო­ში კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და: ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი "სექსმუ­შა­კე­ბი­დან" ერთ-ერ­თმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მა­შინ სხვა­დას­ხვა ვერ­სია გავ­რცელ­და - იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ქალი მოკ­ლეს და შემ­დეგ ჩა­მოხ­რჩო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შეს. დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი, ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო. ოჯახ­მა უსახ­სრო­ბის გამო მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში ცხედ­რის გა­დას­ვე­ნე­ბა ვერ შეძ­ლო, ამი­ტომ ბა­თუ­მის მე­რი­ამ ის, რო­გორც უპატ­რო­ნო მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, ისე დაკ­რძა­ლა. გა­ირ­კვა, რომ სახ­ლი, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი და მან სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა გო­ნიო.

ამ­ბო­ბენ, რომ ბა­თუმ­ში ბევ­რი ბინა აქვთ თურ­ქებს ამ მიზ­ნით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ბევ­რი ასე­თი ბა­რის სა­ხე­ლიც გახ­და ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის - დის­კო-კლუ­ბე­ბი "სტა­რი", "ბომ­ბა­სა" და "არე­ნა". სწო­რედ აქ აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი.

მა­ში­ნაც ყვე­ლა მსხვერ­პლი უზ­ბე­კე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი გო­გო­ნა იყო. ისი­ნიც უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქემ მო­ა­ტყუა. დილ­შო­და მან­სუ­რო­ვამ გო­გო­ნე­ბი თურ­ქეთ­ში და­საქ­მე­ბის პი­რო­ბით წა­მო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ბა­თუმ­ში ოთხი­ვეს უთხრა, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში "სექსმუ­შა­კე­ბად" უნდა ემუ­შა­ვათ.

გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა. 23 წლის უზ­ბე­კი ამ­ბობ­და, რომ მე­გო­ბარ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ მო­დი­ო­და, მიმ­ტა­ნად უნდა ემუ­შა­ვა და თვე­ში 800 დო­ლარს გა­და­უხ­დიდ­ნენ.

"მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო დილ­შო­და მან­სუ­რო­ვა, 34 წლის ქალი, რო­მე­ლიც უზ­ბე­კეთ­ში გო­გო­ნე­ბის ჯგუფს აგ­რო­ვებ­და, ვი­საც თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გამ­გზავ­რე­ბა სურ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ოთხი გოგო წა­მო­ვე­დით. მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. დილ­შო­დამ გვი­თხრა, რომ თი­თო­ე­ულს 500-500 დო­ლა­რი უნდა მიგ­ვე­ტა­ნა თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის­თვის, და­ნარ­ჩენ თან­ხას კი, რო­გორც გვი­თხრა, თი­თო­ზე 1.000 დო­ლარს, თა­ვად და­ა­მა­ტებ­და და თურ­ქეთ­ში და­საქ­მე­ბის შემ­დეგ გა­ვის­ტუმ­რებ­დით... რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში მი­ვე­დით, დილ­შო­დამ გაგ­ვაფრ­თხი­ლა, პას­პორ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის დროს, როცა პო­ლი­ცია შეგ­ვე­კი­თხე­ბო­და, სად მივ­დი­ო­დით, გვეთ­ქვა - თბი­ლის­ში. თბი­ლი­სი­დან უპ­რობ­ლე­მოდ უნდა ჩა­ვეყ­ვა­ნეთ თურ­ქეთ­ში. ალმა-ატი­დან ჩა­მოვფრინ­დით თბი­ლის­ში და იქი­დან - ბა­თუმ­ში. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნა, ტე­ლე­ფო­ნის სიმ-ბა­რა­თე­ბი მოგ­ვცა და გვი­თხრა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის გვეთ­ქვა, რომ კარ­გად ვიმ­გზავ­რეთ და დავ­ბი­ნავ­დით. ასეც მო­ვი­ქე­ცით. ამის შემ­დეგ დილ­შო­დამ გო­გო­ნებს პას­პორ­ტე­ბი გა­მოგ­ვარ­თვა და უკან მხო­ლოდ ქსე­რო­ას­ლე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნა. გვი­თხრა, - აქ არის დის­კო-კლუ­ბე­ბი - "არე­ნა", "ბომ­ბა­სა", "სტა­რი", იქ წა­დით და იმუ­შა­ვე­თო. სექსმომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გაგ­ვე­წია კლი­ენ­ტე­ბის­თვის. მთე­ლი ღა­მით თუ მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით კლი­ენ­ტებს, 300 დო­ლარს ავი­ღებ­დით, ერთჯე­რად მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში კი - 50-ს. ვუ­თხა­რი, რომ ასე არ ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი და არ ვა­პი­რებ­დი დის­კო-კლუბ­ში მუ­შა­ო­ბას. ამა­ზე ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და, და­ი­წყო ყვი­რი­ლი, ჩხუ­ბი, მერე ამო­ი­ღო ჩემი პას­პორ­ტი და ჩემ თვალ­წინ ორი ფურ­ცე­ლი გა­და­ხია", - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთი მსხვერ­პლი, რო­მელ­მაც დე­და­მის­თან და­რეკ­ვა და იმის თქმა მო­ას­წრო, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ე­მარ­თა. ამის გამო დილ­შო­დამ მას სცე­მა. მიხ­ვდა, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და და მისი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხა. მსხვერ­პლის მტკი­ცე­ბით, ამის შემ­დეგ დილ­შო­დამ ვი­ღა­ცას და­უ­რე­კა და უთხრა: - შენ მე ერთ გო­გოს შეგ­პირ­დი და მო­გიყ­ვან; ფულს მომ­ცემ და მას და­გი­ტო­ვე­ბო. მე­ო­რე დღეს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა და რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ბა­თუმ­ში, სხვა სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბევ­რი უზ­ბე­კი გო­გო­ნა დახ­ვდა, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში კი ორი გო­გო­ნა და­ტო­ვა... მალე მა­თაც და­უ­რე­კა, მი­სა­მარ­თი ჩა­ა­წე­რი­ნა და უთხრა, ისი­ნიც იქ მი­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა, უკვე წა­მოყ­ვა­ნილ­მა გო­გო­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, მათ­თვის ეთ­ქვათ, რომ სას­წრა­ფოდ გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ პო­ლი­ცი­ა­ში. მარ­თლაც, მალე გო­გო­ნე­ბი სა­როს­კი­პო ბუ­ნაგ­ში პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად მი­ვიდ­ნენ. დილ­შო­და მან­სუ­რო­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ გო­გო­ნებს მისი ვალი - 4 ათა­სი დო­ლა­რი ჰქონ­დათ, რაც მათ ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბი­ნა­ვე­ბა­ში და­ხარ­ჯა. პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნებს ჩა­მორ­თმე­უ­ლი პას­პორ­ტე­ბი და­უბ­რუ­ნა, თუმ­ცა პას­პორ­ტის გა­რე­შე დარ­ჩა ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რად­გან მისი სა­ბუ­თი დილ­შო­დამ და­ხია. გო­გო­ნე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ბევ­რი ქარ­თვე­ლიც გამ­ხდა­რა ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი და ხში­რად მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში ჩა­სუ­ლი გაბ­მუ­ლა ანა­ლო­გი­ურ მა­ხე­ში. სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქეთ­შიც იმა­ვე სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი და ეს ბიზ­ნე­სად აქვთ ქცე­უ­ლი.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­ძა­ვად მუ­შა­ო­ბას გა­და­ურ­ჩა. დღემ­დე ჩი­ვის და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას ითხოვს, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. ქალ­ბა­ტონ­მა უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რა, 5 თვე უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რა და შემ­დეგ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

მერი კ.:

- ცხინ­ვა­ლე­ლი ვარ, ზნა­უ­რი­დან. ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე მყავ­და და გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დი. მე­უღ­ლე ტრო­ლე­ი­ბუ­სის მძღო­ლი იყო, ამი­ტომ თბი­ლის­ში ბინა მოგ­ვცეს და აქ ვცხოვ­რობ­დით. 30 წლის დავ­ქვრივ­დი. მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სიმ­სივ­ნით გარ­და­მეც­ვა­ლა. ორი შვი­ლი ობ­ლო­ბა­ში, წვა­ლე­ბით გავ­ზარ­დე. 1995 წელს უბე­დუ­რე­ბა და­მა­ტყდა თავს. ფო­ნი­ჭა­ლა­ში ჩემი შვი­ლი და მისი 5 მე­გო­ბა­რი ფე­ხით მი­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ბავ­შვს სახ­ლში შეშა მოჰ­ქონ­და. ხუ­თი­ვე და­ზი­ან­და. სხვე­ბი გა­დარ­ჩნენ, ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს მკვლე­ლო­ბის საქ­მე მა­შინ­ვე ჩა­ი­ფარ­ცხა: გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო სა­ჭეს­თან და შერ­ჩა და­ნა­შა­უ­ლი. მა­შინ ბევ­რი არ მიბ­რძო­ლია. მი­თხრეს, - თუ არ გა­ჩუმ­დე­ბი, მე­ო­რე შვილ­საც მო­გიკ­ლავ­თო, - და შე­მე­შინ­და. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, - დე­ი­და, არ და­მი­წყევ­ლო ჩემი ფეხ­მძი­მე ცოლი, შენი შვი­ლის წონა ფუ­ლია ამ საქ­მე­ში ჩაყ­რი­ლი და ვე­რა­ფერს გახ­დე­ბიო... მე­ო­რე შვილ­მა სკო­ლის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ სწავ­ლის სა­ფა­სურს ვე­ღარ ვიხ­დი­დით. გაგ­ვი­ჭირ­და, ამი­ტომ სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მე­გო­ბა­რი ქალი იყო იქ და ვიზა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. სა­ელ­ჩო­ში ბე­ჭე­დი არ ჩა­მირ­ტყეს. იმ გო­გოს ძა­ლი­ან ვე­ცო­დე­ბო­დი და მი­თხრა, რა­მე­ნა­ი­რად აქამ­დე ჩა­მო­აღ­წი­ეო. თან 200 ევრო გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ამ დროს გა­მოჩ­ნდა ვინ­მე ანა გი­უ­აშ­ვი­ლი. მის ფირ­მა­ში დამ­პირ­დნენ, რომ ჩა­მიყ­ვან­დნენ სა­ბერ­ძნეთ­ში, მაგ­რამ ამა­ში 3.700 ევ­როს ითხოვ­დნენ. ამ­ხე­ლა თან­ხას სად ვი­შო­ვი­დი, ამი­ტომ ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში 3-ოთა­ხი­ა­ნი ბინა ბან­კში ჩავ­დე და პრო­ცენ­ტი­ა­ნი ფული მი­ვუ­ტა­ნე. მი­თხრეს, სა­ბუ­თე­ბი მზად არის და თურ­ქეთ­ში დაგ­ხვდე­ბი­ა­ნო. გა­და­ვი­ხა­დე ტრან­სპორ­ტის თან­ხაც და ისიც ვუ­თხა­რი, რომ სხვა ფული არ მქონ­და და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე უნდა ჩა­ვეყ­ვა­ნე. ჩემ­მა შვილ­მა და ახ­ლო­ბელ­მა გა­მა­ცი­ლეს. ბა­თუმ­ში ჩემ­თვის უც­ნო­ბი გოგო ამო­ვი­და ავ­ტო­ბუს­ში, გვერ­დით მო­მიჯ­და და და­ინ­ტე­რეს­და, სად მივ­დი­ო­დი. ვუ­თხა­რი, სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. მან თურ­ქეთ­ში დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა.

- უცხო ადა­მი­ან­მა პირ­და­პირ სამ­სა­ხუ­რი შე­მოგ­თა­ვა­ზათ?

- რა გინ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, თურ­ქეთ­ში დარ­ჩი და მე გა­მუ­შა­ვე­ბო. ის ქალი მომ­ვლელს არ ჰგავ­და, რას საქ­მი­ა­ნობ­და, არ ვიცი. ფული არ მქონ­და, გზა­ში ვე­რა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დი და ეს ქალ­ბა­ტო­ნი გზა­დაგ­ზა ჩემ­თვის ჩაის, ყა­ვას ყი­დუ­ლობ­და და მთა­ვა­ზობ­და. ვი­ცო­დი, რომ თურ­ქეთ­ში რომა წა­მა­ლაშ­ვი­ლი უნდა დამ­ხვედ­რო­და. მარ­თლაც, ის ვი­ღაც გო­გოს­თან ერ­თად დამ­ხვდა და მი­თხრეს, - სას­ტუმ­რო­ში წა­გიყ­ვან­თო. კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი, - სა­ბუ­თე­ბი მო­მე­ცით და სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. - ცოტა ხანს და­ის­ვე­ნეო. ქუ­ჩა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს მარ­ტო დავ­რჩი. მერე რომა მო­ვი­და და მი­თხრა, - თუ მო­დი­ხარ, წა­მო­ეთ­რი­ეო. ავ­ტო­ბუს­ში ჩავ­სხე­დით. ხან ეს­პა­ნეთ­ში რე­კავ­დნენ, ხან - სა­ბერ­ძნეთ­ში, ხან - იტა­ლი­ა­ში. მა­ღა­ზი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნა. ახლა წა­ვალ და სა­ვას მო­ვიყ­ვა­ნო. მო­ვი­და ეს კაცი, მომ­ცა რა­ღაც სა­ბუ­თი და პა­ტა­რა მან­ქა­ნით წა­ვე­დით. ვე­კი­თხე­ბო­დი, ეს რა სა­ბუ­თია-მეთ­ქი? სა­ვამ მი­თხრა, - თუ ბევ­რს ილა­პა­რა­კებ, თავს წა­გაც­ლი და აქ დავ­ტო­ვე­ბო. ში­შის­გან გავ­ჩუმ­დი. ბულ­გა­რე­თის სა­ზღვარ­ზე მი­მიყ­ვა­ნეს და მი­თხრეს, - მან­ქა­ნი­დან გად­მო­ეთ­რიე, წე­სი­ე­რად იარე, პო­ლი­ცი­ამ არა­ფე­რი შე­გამ­ჩნი­ოს, მა­ტა­რე­ბელ­ში ჩაგ­სვამ და 10 დღე უნდა ვი­ა­რო­თო. ამიყ­ვა­ნეს მა­ტა­რე­ბელ­ში, მაგ­რამ გამ­ცი­ლე­ბელ­მა სა­ბუ­თე­ბი რომ შე­ა­მოწ­მა, თქვა, ყალ­ბი­აო, გა­მო­მაგ­დეს ვა­გო­ნი­დან. ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს ბულ­გა­რე­თის სა­ზღვარ­ზე, სვი­ნეგ­რეთ­ში. ში­შის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ხმას ვერ ვი­ღებ­დი. იქ პო­ლი­ცი­ამ პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­და და სა­კან­ში რომ შე­მაგ­დეს, სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. სა­ში­ნე­ლი სი­ბინ­ძუ­რე იყო. იმ ხალ­ხმა იქ მი­მაგ­დო და თვი­თონ გა­უ­ჩი­ნარ­დნენ... სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვი­თხოვ­დი, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, თურ­ქებ­თან შე­გაგ­დებთ, თუ არ გა­ჩუმ­დე­ბიო. ად­ვო­კა­ტი მო­იყ­ვა­ნეს. მისი დახ­მა­რე­ბით, ჩემს მე­გო­ბარ­სა და დას გა­ვა­გე­ბი­ნე, და­ჭე­რი­ლი რომ ვი­ყა­ვი. პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი იყო და ერთ-ერთ ასეთ ად­გი­ლას მი­მიყ­ვა­ნეს. მარ­ტო დავ­რჩი. არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თან, გზის ფული არ მქონ­და. სულ ვტი­რო­დი. დი­ა­სახ­ლისს შე­ვე­ცო­დე. პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და, ქალს ეგო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მაბ­რუ­ნებ­დნენ, მაგ­რამ ისევ სა­კან­ში შე­მიყ­ვა­ნეს. ცუ­დად გავ­ხდი - დი­ა­ბე­ტი მაქვს. შე­ე­შინ­დათ, რამე არ მომ­სვლო­და და ისევ უკან, იმ ქა­ლის სას­ტუმ­რო­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ქალს ტონ­კა ერ­ქვა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან შე­ვე­ცო­დე. ბი­ნის ქირა მის­თვის მე უნდა გა­და­მე­ხა­და, მაგ­რამ არ მახ­დე­ვი­ნებ­და, არც მქონ­და ფული. თვი­თონ ყო­ველ დი­ლით მაძ­ლევ­და ფულს, საჭ­მე­ლი რომ მე­ყი­და და მში­ე­რი არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. არ ვი­ცო­დი, თურ­მე სა­სა­მარ­თლომ იძუ­ლე­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯა. ეს რომ გა­ვი­გე, ისეთ დღე­ში ჩავ­ვარ­დი, თა­ვის მოკ­ვლა მინ­დო­და. ზამ­თა­რი დად­გა და ტან­საც­მე­ლიც არ მქონ­და. იმ ქალ­მა მი­ყი­და ყვე­ლა­ფე­რი და ჩა­მაც­ვა. 5 თვე იქ გა­ვა­ტა­რე... მერე მან მა­პოვ­ნი­ნა რუ­სე­თის სა­ელ­ჩო და მათ სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შე­ძე­ლით?

- რუ­სე­თის სა­კონ­სუ­ლომ მომ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლის ნო­მე­რი. მათ კი მი­თხრეს, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი სა­კონ­სუ­ლო­ში და თან 70 დო­ლა­რიც მქო­ნო­და, რად­გან სა­ბუ­თე­ბი და­კარ­გუ­ლი მქონ­და. ჩემ­მა დამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა გზის ფული, ტონ­კა­მაც მომ­ცა მცი­რე თან­ხა და ავ­ტო­ბუ­სით წა­ვე­დი სო­ფი­ა­ში. იქ იყო სა­კონ­სუ­ლო. ფული მომ­თხო­ვეს. იმ ქალს ვუ­თხა­რი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ვარ, რა ფულს მთხოვ, და­მეხ­მა­რე, სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დე-მეთ­ქი. დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ მომ­ცეს სა­ბუ­თი და მი­თხრეს, - ხუთ­შა­ბათს ჩვე­ნი სატ­ვირ­თო გემი შე­მო­დის და ფოთ­ში ჩა­გიყ­ვან­სო. თუ იქამ­დე ჩა­მიყ­ვა­ნენ, ჩემი მი­წის ხალ­ხი შე­მიბ­რა­ლებს და თბი­ლი­სამ­დე ჩა­ვალ-მეთ­ქი. გემ­ზე რომ მი­ვე­დი, 150 დო­ლა­რი მომ­თხო­ვეს. ამ­ხე­ლა ფული არ მქონ­და და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. წვიმ­და, მერე თოვ­და და ის ღამე ქუ­ჩა­ში გა­ვა­ტა­რე, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან. ცა­რი­ე­ლი ყუ­თე­ბი და­ვა­ლა­გე და იმის ქვეშ ვი­ყა­ვი სვე­ლი, გა­ლუმ­პუ­ლი. რომ გა­თენ­და, პო­ლი­ცი­ამ და­მავ­ლო ისევ ხელი. გა­მომ­კი­თხეს, იქ სა­ი­დან აღ­მოვ­ჩნდი. ვუ­თხა­რი, რაც თავს გა­დამ­ხდა. მი­თხრეს, ისევ სვი­ნეგ­რეთ­ში უნდა და­გაბ­რუ­ნო­თო.

- იქ რა­ტომ გაბ­რუ­ნებ­დნენ?

- არ ვიცი. მათ სი­მარ­თლე ვუ­თხა­რი. მა­შინ მი­თხრეს, - ალ­ბათ ის დი­ა­სახ­ლი­სი და­გეხ­მა­რა გაქ­ცე­ვა­შიო. ში­შის­გან ვკან­კა­ლებ­დი. ისევ სა­კან­ში შე­მაგ­დეს და ერთი ღამე იქ გა­ვა­თე­ნე. სა­სა­მარ­თლო ჩა­ტარ­და და თურ­ქე­თის ავ­ტო­ბუ­სით სტამ­ბოლ­ში გა­მიშ­ვეს. გზის ფუ­ლად ჩე­მე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 200 ევრო მქონ­და. ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გზა­ში ცუ­დად გავ­ხდი და თურქ კაცს ძა­ლი­ან შე­ვე­ცო­დე. შე­ში­ნე­ბულ­მა შევ­ხე­დე. მი­თხრა, - ნუ გე­ში­ნია, მე ძმა, შენ - და, და­გეხ­მა­რე­ბიო. უნ­დობ­ლო­ბით ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ კარ­გი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა და და­მეხ­მა­რა, მო­მე­ძებ­ნა თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სი და იმით გა­მო­მიშ­ვა. წვა­ლე­ბით ჩა­მო­ვაღ­წიე თბი­ლი­სამ­დე. ამა­სო­ბა­ში ჩემი ბინა პრო­ცენ­ტის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო და­ი­კარ­გა და ჩემი შვი­ლი ქუ­ჩა­ში დარ­ჩა. იმის ნაც­ვლად, რომ შვილს დავ­ხმა­რე­ბო­დი, ბავ­შვი უბი­ნა­ოდ დავ­ტო­ვე. ამას სა­შინ­ლად გან­ვიც­დი.

- არ უჩივ­ლეთ დამ­ნა­შა­ვე­ებს?

- ვი­ჩივ­ლე, მაგ­რამ საშ­ვე­ლი არ არის. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც ვი­თხოვ, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. ის ხალ­ხი, ვინც მე გა­მა­უ­ბე­დუ­რა, ისევ აგ­რძე­ლებს მსგავს და­ნა­შა­უ­ლებს. სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წიე. დღემ­დე ნა­ქი­რა­ვებ­ში ვარ. ვი­თხოვ, თან­ხა ამი­ნა­ზღა­უ­რონ და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად და­ი­სა­ჯონ. ჩემს მსგავ­სად, მათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეყო­ლე­ბათ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტი ბევ­რია და მათი ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. იმე­დია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მსგავს ბუ­ნა­გებს გა­მო­ავ­ლე­ნენ და დამ­ნა­შა­ვე­ებს სა­კად­რი­სად დას­ჯი­ან.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ ებმებიან ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში?

როგორ ებმებიან ახალგაზრდა ქალები ტრეფიკიორთა მახეში?

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ, 2-4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და მათი 70 პროცენტი - ქალია, რომელსაც სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ და პროსტიტუციას აიძულებენ.

გასულ კვირას აჭარაში ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის ნარგიზბეგიმ რახმანოვა ამხილეს. ძალოვანებმა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლეს, რადგან მან ქვეყნის დატოვება მოასწრო და ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

აჭარის მოსახლეობა კარგა ხანია, აპროტესტებს საროსკიპოების არსებობას. ადამიანები კონკრეტულ ფაქტებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. კერძოდ, გონიოს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს. ირწმუნებოდნენ, რომ მათ სოფელში 27 ბორდელი სასტუმროსა და კაფეს სახელწოდებით ინიღბებოდა. იქ ძირითადად, შუა აზიიდან ჩამოსული გოგონები იყვნენ დაკავებული მამაკაცების მომსახურებით. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ განგაში ატეხა და თითქმის ყველა უწყებას განცხადებით მიმართა, მათ შორის - პრეზიდენტსაც, რათა ფაქტებზე რეაგირება მომხდარიყო. ამბობენ, მსგავსი საროსკიპოები ბათუმშიც არსებობს - კონკრეტულად ასახელებენ კაფე-ბარებს, სადაც მეძავები მამაკაცებს ემსახურებიან.

ბრალდებულ ნარგიზბეგიმ რახმანოვას პროსტიტუციაში ჩაბმული 4 უზბეკი ქალი უპირისპირდება.

"ნარგიზბეგიმმა 2013 წლის მარტში უზბეკეთიდან იმ პირობით ჩამომიყვანა, რომ ბარში კარგი ანაზღაურებით მამუშავებდა, მაგრამ მომატყუა. აქ რომ ჩამოვედი, წამართვა პასპორტი და მაიძულებდა, პროსტიტუციით დავსაქმებულიყავი. მემუქრებოდა - თუ არ დავემორჩილებოდი, ჩემს თავს აცემინებდა უზბეკი ეროვნების მამაკაცებს. მთელ თანხას, რასაც ამ გზით გამოვიმუშავებდით მე და სხვა გოგონები, ნარგიზბეგიმი თვითონ ითვისებდა", - ასეთი ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მსხვერპლმა. ანალოგიური შინაარსისაა სხვების ჩვენებებიც: "2012 წელს ნარგიზბეგიმმა წამომიყვანა ბათუმში, ბარმენად სამუშაოდ. მომატყუა, წამართვა პასპორტი და მაიძულებდა, მამაკაცებთან დამემყარებინა სექსუალური კავშირი. უარი ვთქვი, მაგრამ მან ბოლოს მოიყვანა უზბეკი ეროვნების პირები, რომლებმაც ცემითა და დაშინებით მაიძულეს, პროსტიტუციით დავკავებულიყავი. მომსახურებიდან აღებული თანხები მთლიანად მიჰქონდა ნარგიზბეგიმს და მხოლოდ საკვებისთვის საჭირო თანხას მაძლევდა".

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარგიზბეგიმ რახმანოვა საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და პროსტიტუციაში ახალგაზრდა ქალების ჩაბმით იყო დაკავებული. გამოძიების მტკიცებით, 2012-2013 წლებში ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქე, მათ შორის - მოკლული რაიხონ კ. პროსტიტუციაში მოტყუებითა და იძულებით ჩააბა. უზბეკეთიდან ჩამოსულ ყველა ქალს ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ართმევდა და ბათუმის სასტუმროებსა და ღამის კლუბებში მეძავებად ამუშავებდა.

გამოძიებამ ნარგიზბეგიმ რახმანოვა, ტრეფიკინგთან ერთად, უმძიმეს დანაშაულშიც ამხილა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე კურორტ ბეშუმში, ცენტრალური გზიდან მოშორებით, ტყეში ერთ-ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით, ქალის გახრწნილი ცხედარი აღმოაჩინა. ქალი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მხოლოდ თავის ქალაღა დარჩენილიყო. ჯიბეში აღმოაჩნდა რუსული ფული და 30 თეთრი. საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიება იმის დადგენას ცდილობდა, როგორ აღმოჩნდა შუააზიური წარმოშობის ახალგაზრდა ქალი საზაფხულო კურორტ ბეშუმში მაშინ, როცა ბეშუმამდე მისასვლელი გზის ზოგიერთი მონაკვეთი ჩაკეტილი იყო და 15 მაისის შემდეგ ტრაქტორებით გაიწმინდა, მოსახლეობას იალაღზე პირუტყვის გადაყვანა რომ შესძლებოდა.

სამართალდამცავებმა ეს დანაშაული გახსნეს: მათი მტკიცებით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ნარგიზბეგიმ რახმანოვა იყო გარეული. ქართველი სამართალდამცავები უზბეკ კოლეგებთან თანამშრომლობენ და ცდილობენ, დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებას.

ეს ტრეფიკინგის ერთადერთი შემთხვევა როდია. ძალოვანებმა აჭარაში მიმდინარე წელს უზბეკეთის მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე საქმე ადრეც აღძრეს. მაშინ პოლიციამ ბრალი თურქეთის მოქალაქეს, ჰამზა ბ-ს წაუყენა და დააკავა კიდეც. გამოძიების ცნობით, დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს, 2.000 დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითიც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა. ჰამზა ბ-მ მოტყუებით, შანტაჟითა და იძულებით, მადინა ე. პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ "არენაში", სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, შემდეგ კი პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას ითვისებდა.

ასევე მიმდინარე წელს, გონიოში კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: ნაქირავებ სახლში მცხოვრები "სექსმუშაკებიდან" ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. მაშინ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა - იმასაც ამბობდნენ, რომ ქალი მოკლეს და შემდეგ ჩამოხრჩობის სცენა გაითამაშეს. დადგინდა, რომ გარდაცვლილი, ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ოჯახმა უსახსრობის გამო მშობლიურ კუთხეში ცხედრის გადასვენება ვერ შეძლო, ამიტომ ბათუმის მერიამ ის, როგორც უპატრონო მიცვალებული, ისე დაკრძალა. გაირკვა, რომ სახლი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, თურქეთის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები და მან სასწრაფოდ დატოვა გონიო.

ამბობენ, რომ ბათუმში ბევრი ბინა აქვთ თურქებს ამ მიზნით დაქირავებული. ბევრი ასეთი ბარის სახელიც გახდა ცნობილი, მათ შორის - დისკო-კლუბები "სტარი", "ბომბასა" და "არენა". სწორედ აქ აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა მსგავსი ფაქტები.

მაშინაც ყველა მსხვერპლი უზბეკეთიდან ჩამოსული გოგონა იყო. ისინიც უზბეკეთის მოქალაქემ მოატყუა. დილშოდა მანსუროვამ გოგონები თურქეთში დასაქმების პირობით წამოიყვანა, თუმცა ბათუმში ოთხივეს უთხრა, რომ ღამის კლუბებში "სექსმუშაკებად" უნდა ემუშავათ.

გამოძიებას ჩვენებები მისცეს დაზარალებულებმა. 23 წლის უზბეკი ამბობდა, რომ მეგობართან ერთად თურქეთში სამუშაოდ მოდიოდა, მიმტანად უნდა ემუშავა და თვეში 800 დოლარს გადაუხდიდნენ.

"მეგობარმა გამაცნო დილშოდა მანსუროვა, 34 წლის ქალი, რომელიც უზბეკეთში გოგონების ჯგუფს აგროვებდა, ვისაც თურქეთში სამუშაოდ გამგზავრება სურდა. საბოლოოდ, ოთხი გოგო წამოვედით. მეგობრები ვიყავით. დილშოდამ გვითხრა, რომ თითოეულს 500-500 დოლარი უნდა მიგვეტანა თვითმფრინავის ბილეთებისთვის, დანარჩენ თანხას კი, როგორც გვითხრა, თითოზე 1.000 დოლარს, თავად დაამატებდა და თურქეთში დასაქმების შემდეგ გავისტუმრებდით... როდესაც აეროპორტში მივედით, დილშოდამ გაგვაფრთხილა, პასპორტების შემოწმების დროს, როცა პოლიცია შეგვეკითხებოდა, სად მივდიოდით, გვეთქვა - თბილისში. თბილისიდან უპრობლემოდ უნდა ჩავეყვანეთ თურქეთში. ალმა-ატიდან ჩამოვფრინდით თბილისში და იქიდან - ბათუმში. ნაქირავებ ბინაში მიგვიყვანა, ტელეფონის სიმ-ბარათები მოგვცა და გვითხრა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის გვეთქვა, რომ კარგად ვიმგზავრეთ და დავბინავდით. ასეც მოვიქეცით. ამის შემდეგ დილშოდამ გოგონებს პასპორტები გამოგვართვა და უკან მხოლოდ ქსეროასლები დაგვიბრუნა. გვითხრა, - აქ არის დისკო-კლუბები - "არენა", "ბომბასა", "სტარი", იქ წადით და იმუშავეთო. სექსმომსახურება უნდა გაგვეწია კლიენტებისთვის. მთელი ღამით თუ მოვემსახურებოდით კლიენტებს, 300 დოლარს ავიღებდით, ერთჯერად მომსახურებაში კი - 50-ს. ვუთხარი, რომ ასე არ ვიყავით შეთანხმებულები და არ ვაპირებდი დისკო-კლუბში მუშაობას. ამაზე ძალიან გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი, ჩხუბი, მერე ამოიღო ჩემი პასპორტი და ჩემ თვალწინ ორი ფურცელი გადახია", - იხსენებდა ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელმაც დედამისთან დარეკვა და იმის თქმა მოასწრო, რომ პოლიციისთვის მიემართა. ამის გამო დილშოდამ მას სცემა. მიხვდა, პრობლემები შეექმნებოდა და მისი თავიდან მოშორება განიზრახა. მსხვერპლის მტკიცებით, ამის შემდეგ დილშოდამ ვიღაცას დაურეკა და უთხრა: - შენ მე ერთ გოგოს შეგპირდი და მოგიყვან; ფულს მომცემ და მას დაგიტოვებო. მეორე დღეს მეგობარი გოგონები სახლიდან გაიყვანა და რამდენიმე მეტრის მოშორებით, ბათუმში, სხვა სახლში მიიყვანა, სადაც ბევრი უზბეკი გოგონა დახვდა, ნაქირავებ ბინაში კი ორი გოგონა დატოვა... მალე მათაც დაურეკა, მისამართი ჩააწერინა და უთხრა, ისინიც იქ მისულიყვნენ. თუმცა, უკვე წამოყვანილმა გოგონებმა მოახერხეს, მათთვის ეთქვათ, რომ სასწრაფოდ გაქცეულიყვნენ პოლიციაში. მართლაც, მალე გოგონები საროსკიპო ბუნაგში პოლიციასთან ერთად მივიდნენ. დილშოდა მანსუროვა სამართალდამცავებთან ირწმუნებოდა, რომ გოგონებს მისი ვალი - 4 ათასი დოლარი ჰქონდათ, რაც მათ ჩამოყვანასა და საქართველოში დაბინავებაში დახარჯა. პოლიციამ გოგონებს ჩამორთმეული პასპორტები დაუბრუნა, თუმცა პასპორტის გარეშე დარჩა ერთ-ერთი მათგანი, რადგან მისი საბუთი დილშოდამ დახია. გოგონები მოგვიანებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს...

უცხოეთში სამუშაოდ წასული ბევრი ქართველიც გამხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლი და ხშირად მეზობელ თურქეთში ჩასული გაბმულა ანალოგიურ მახეში. სამწუხაროდ, თურქეთშიც იმავე სქემით მოქმედებენ ქართველები და ეს ბიზნესად აქვთ ქცეული.

ჩვენი რესპონდენტი, სხვებისგან განსხვავებით, მეძავად მუშაობას გადაურჩა. დღემდე ჩივის და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს, მაგრამ - უშედეგოდ. ქალბატონმა უმძიმესი დღეები გამოიარა, 5 თვე უცხო ქვეყანაში გაატარა და შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში დაბრუნება მოახერხა.

მერი კ.:

- ცხინვალელი ვარ, ზნაურიდან. ქართველი მეუღლე მყავდა და გორის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ვცხოვრობდი. მეუღლე ტროლეიბუსის მძღოლი იყო, ამიტომ თბილისში ბინა მოგვცეს და აქ ვცხოვრობდით. 30 წლის დავქვრივდი. მეუღლე მოულოდნელად, სიმსივნით გარდამეცვალა. ორი შვილი ობლობაში, წვალებით გავზარდე. 1995 წელს უბედურება დამატყდა თავს. ფონიჭალაში ჩემი შვილი და მისი 5 მეგობარი ფეხით მიდიოდა და მანქანა დაეჯახა. ბავშვს სახლში შეშა მოჰქონდა. ხუთივე დაზიანდა. სხვები გადარჩნენ, ჩემი შვილი გარდაიცვალა. ეს მკვლელობის საქმე მაშინვე ჩაიფარცხა: გავლენიანი ადამიანი იყო საჭესთან და შერჩა დანაშაული. მაშინ ბევრი არ მიბრძოლია. მითხრეს, - თუ არ გაჩუმდები, მეორე შვილსაც მოგიკლავთო, - და შემეშინდა. გამომძიებელი მეუბნებოდა, - დეიდა, არ დამიწყევლო ჩემი ფეხმძიმე ცოლი, შენი შვილის წონა ფულია ამ საქმეში ჩაყრილი და ვერაფერს გახდებიო... მეორე შვილმა სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ სწავლის საფასურს ვეღარ ვიხდიდით. გაგვიჭირდა, ამიტომ საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე. მეგობარი ქალი იყო იქ და ვიზა გამომიგზავნა. საელჩოში ბეჭედი არ ჩამირტყეს. იმ გოგოს ძალიან ვეცოდებოდი და მითხრა, რამენაირად აქამდე ჩამოაღწიეო. თან 200 ევრო გამომიგზავნა. ამ დროს გამოჩნდა ვინმე ანა გიუაშვილი. მის ფირმაში დამპირდნენ, რომ ჩამიყვანდნენ საბერძნეთში, მაგრამ ამაში 3.700 ევროს ითხოვდნენ. ამხელა თანხას სად ვიშოვიდი, ამიტომ ზემო ფონიჭალაში 3-ოთახიანი ბინა ბანკში ჩავდე და პროცენტიანი ფული მივუტანე. მითხრეს, საბუთები მზად არის და თურქეთში დაგხვდებიანო. გადავიხადე ტრანსპორტის თანხაც და ისიც ვუთხარი, რომ სხვა ფული არ მქონდა და დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩავეყვანე. ჩემმა შვილმა და ახლობელმა გამაცილეს. ბათუმში ჩემთვის უცნობი გოგო ამოვიდა ავტობუსში, გვერდით მომიჯდა და დაინტერესდა, სად მივდიოდი. ვუთხარი, საბერძნეთში სამუშაოდ მივდივარ-მეთქი. მან თურქეთში დარჩენა შემომთავაზა.

- უცხო ადამიანმა პირდაპირ სამსახური შემოგთავაზათ?

- რა გინდა საბერძნეთში, თურქეთში დარჩი და მე გამუშავებო. ის ქალი მომვლელს არ ჰგავდა, რას საქმიანობდა, არ ვიცი. ფული არ მქონდა, გზაში ვერაფერს ვყიდულობდი და ეს ქალბატონი გზადაგზა ჩემთვის ჩაის, ყავას ყიდულობდა და მთავაზობდა. ვიცოდი, რომ თურქეთში რომა წამალაშვილი უნდა დამხვედროდა. მართლაც, ის ვიღაც გოგოსთან ერთად დამხვდა და მითხრეს, - სასტუმროში წაგიყვანთო. კატეგორიული უარი ვუთხარი, - საბუთები მომეცით და საბერძნეთში ჩამიყვანეთ-მეთქი. - ცოტა ხანს დაისვენეო. ქუჩაში რამდენიმე საათს მარტო დავრჩი. მერე რომა მოვიდა და მითხრა, - თუ მოდიხარ, წამოეთრიეო. ავტობუსში ჩავსხედით. ხან ესპანეთში რეკავდნენ, ხან - საბერძნეთში, ხან - იტალიაში. მაღაზიაში შემიყვანა. ახლა წავალ და სავას მოვიყვანო. მოვიდა ეს კაცი, მომცა რაღაც საბუთი და პატარა მანქანით წავედით. ვეკითხებოდი, ეს რა საბუთია-მეთქი? სავამ მითხრა, - თუ ბევრს ილაპარაკებ, თავს წაგაცლი და აქ დავტოვებო. შიშისგან გავჩუმდი. ბულგარეთის საზღვარზე მიმიყვანეს და მითხრეს, - მანქანიდან გადმოეთრიე, წესიერად იარე, პოლიციამ არაფერი შეგამჩნიოს, მატარებელში ჩაგსვამ და 10 დღე უნდა ვიაროთო. ამიყვანეს მატარებელში, მაგრამ გამცილებელმა საბუთები რომ შეამოწმა, თქვა, ყალბიაო, გამომაგდეს ვაგონიდან. ჩამომიყვანეს ბულგარეთის საზღვარზე, სვინეგრეთში. შიშისგან ვკანკალებდი, ხმას ვერ ვიღებდი. იქ პოლიციამ პატიმრობა შემიფარდა და საკანში რომ შემაგდეს, საშინელ დღეში ჩავვარდი. საშინელი სიბინძურე იყო. იმ ხალხმა იქ მიმაგდო და თვითონ გაუჩინარდნენ... საკონსულოს წარმომადგენელთან დაკავშირებას ვითხოვდი, მაგრამ - უშედეგოდ. მემუქრებოდნენ, თურქებთან შეგაგდებთ, თუ არ გაჩუმდებიო. ადვოკატი მოიყვანეს. მისი დახმარებით, ჩემს მეგობარსა და დას გავაგებინე, დაჭერილი რომ ვიყავი. პატარა სასტუმროები იყო და ერთ-ერთ ასეთ ადგილას მიმიყვანეს. მარტო დავრჩი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, თან, გზის ფული არ მქონდა. სულ ვტიროდი. დიასახლისს შევეცოდე. პოლიცია რომ მოვიდა, ქალს ეგონა, საქართველოში მაბრუნებდნენ, მაგრამ ისევ საკანში შემიყვანეს. ცუდად გავხდი - დიაბეტი მაქვს. შეეშინდათ, რამე არ მომსვლოდა და ისევ უკან, იმ ქალის სასტუმროში წამიყვანეს. ქალს ტონკა ერქვა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან შევეცოდე. ბინის ქირა მისთვის მე უნდა გადამეხადა, მაგრამ არ მახდევინებდა, არც მქონდა ფული. თვითონ ყოველ დილით მაძლევდა ფულს, საჭმელი რომ მეყიდა და მშიერი არ დავრჩენილიყავი. არ ვიცოდი, თურმე სასამართლომ იძულებითი პატიმრობა მომისაჯა. ეს რომ გავიგე, ისეთ დღეში ჩავვარდი, თავის მოკვლა მინდოდა. ზამთარი დადგა და ტანსაცმელიც არ მქონდა. იმ ქალმა მიყიდა ყველაფერი და ჩამაცვა. 5 თვე იქ გავატარე... მერე მან მაპოვნინა რუსეთის საელჩო და მათ სთხოვა დახმარება.

- საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება ვერ შეძელით?

- რუსეთის საკონსულომ მომცა საქართველოს კონსულის ნომერი. მათ კი მითხრეს, რომ მივსულიყავი საკონსულოში და თან 70 დოლარიც მქონოდა, რადგან საბუთები დაკარგული მქონდა. ჩემმა დამ გამომიგზავნა გზის ფული, ტონკამაც მომცა მცირე თანხა და ავტობუსით წავედი სოფიაში. იქ იყო საკონსულო. ფული მომთხოვეს. იმ ქალს ვუთხარი, გაუბედურებული ვარ, რა ფულს მთხოვ, დამეხმარე, სახლში რომ დავბრუნდე-მეთქი. დიდი ბრძოლის შემდეგ მომცეს საბუთი და მითხრეს, - ხუთშაბათს ჩვენი სატვირთო გემი შემოდის და ფოთში ჩაგიყვანსო. თუ იქამდე ჩამიყვანენ, ჩემი მიწის ხალხი შემიბრალებს და თბილისამდე ჩავალ-მეთქი. გემზე რომ მივედი, 150 დოლარი მომთხოვეს. ამხელა ფული არ მქონდა და ტირილი დავიწყე. წვიმდა, მერე თოვდა და ის ღამე ქუჩაში გავატარე, პოლიციის შენობასთან. ცარიელი ყუთები დავალაგე და იმის ქვეშ ვიყავი სველი, გალუმპული. რომ გათენდა, პოლიციამ დამავლო ისევ ხელი. გამომკითხეს, იქ საიდან აღმოვჩნდი. ვუთხარი, რაც თავს გადამხდა. მითხრეს, ისევ სვინეგრეთში უნდა დაგაბრუნოთო.

- იქ რატომ გაბრუნებდნენ?

- არ ვიცი. მათ სიმართლე ვუთხარი. მაშინ მითხრეს, - ალბათ ის დიასახლისი დაგეხმარა გაქცევაშიო. შიშისგან ვკანკალებდი. ისევ საკანში შემაგდეს და ერთი ღამე იქ გავათენე. სასამართლო ჩატარდა და თურქეთის ავტობუსით სტამბოლში გამიშვეს. გზის ფულად ჩემების გამოგზავნილი 200 ევრო მქონდა. ამდენი ნერვიულობისგან გზაში ცუდად გავხდი და თურქ კაცს ძალიან შევეცოდე. შეშინებულმა შევხედე. მითხრა, - ნუ გეშინია, მე ძმა, შენ - და, დაგეხმარებიო. უნდობლობით ვუყურებდი, მაგრამ კარგი ადამიანი აღმოჩნდა და დამეხმარა, მომეძებნა თბილისის ავტობუსი და იმით გამომიშვა. წვალებით ჩამოვაღწიე თბილისამდე. ამასობაში ჩემი ბინა პროცენტის გადაუხდელობის გამო დაიკარგა და ჩემი შვილი ქუჩაში დარჩა. იმის ნაცვლად, რომ შვილს დავხმარებოდი, ბავშვი უბინაოდ დავტოვე. ამას საშინლად განვიცდი.

- არ უჩივლეთ დამნაშავეებს?

- ვიჩივლე, მაგრამ საშველი არ არის. მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვ, მაგრამ - უშედეგოდ. ის ხალხი, ვინც მე გამაუბედურა, ისევ აგრძელებს მსგავს დანაშაულებს. სამართალს ვერ მივაღწიე. დღემდე ნაქირავებში ვარ. ვითხოვ, თანხა ამინაზღაურონ და დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ. ჩემს მსგავსად, მათ ბევრი ადამიანი ეყოლებათ გაუბედურებული.

სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი ბევრია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იმედია, სამართალდამცავები მსგავს ბუნაგებს გამოავლენენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია