რისი დალევა შეიძლება დიეტის დროს

რისი დალევა შეიძლება დიეტის დროს

წყალი

თუკი გაზიან უალკოჰოლო სასმელებს წყლით ჩავანაცვლებთ, არა მხოლოდ ზედმეტ კალორიებს ავარიდებთ თავს, არამედ შესამჩნევ შედეგსაც მივიღებთ. სულ რაღაც 2 ჭიქა წყლის შემდეგ მოხმარებული საკვების რაოდენობა მცირდება იმის ხარჯზე, რომ სწრაფად დგება დანაყრების შეგრძნება. გარდა ამისა,  წყლის მოხმარება მეტაბოლიზმზეც დადებითად მოქმედებს, რადგან სუფთა წყალი ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის კარგია, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ბოსტნეულის წვენი

ბოსტნეულის წვენები ხილის წვენებთან შედარებით ნაკლებ ნოყიერი არაა. თუმცა, ისინი ნაკლებკალორიულია. მაგალითად, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი 41 კალორიას შეიცავს, მაშინ როდესაც ამავე რაოდენობის ატმის წვენში 122 კალორიაა.

შავი ყავა

თუკი ორგანიზმი კოფეინს გთხოვთ, ყავა საუკეთესო არჩევანია გაზირებულ ან ენერგეტიკულ სასმელებთან შედარებით. შავი უშაქრო ყავა არ შეიცავს კალორიებს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 3-4 ჭიქა ყავა აუმჯობესებს განწყობას, კონცენტრაციას და ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი კიდევ ერთი სასარგებლო სასმელია მათთვის, ვინც დიეტას იცავს ან ვისაც სურს შეინარჩუნოს ფორმა. გარდა იმისა, რომ მწვანე ჩაი კალორიებს არ შეიცავს, ორგანიზმს ენერგიით მუხტავს. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ ეს სასმელი წონის კლებას ასტიმულირებს. უცნობია, მწვანე ჩაის ზუსტად რომელი შემადგენელი იწვევს წონაში კლებას, მაგრამ ცნობილია, რომ სასმელი ეფექტურობას რამდენიმე საათი ინარჩუნებს, ამიტომ გახდომის მსურველებს შეუძლიათ მწვანე ჩაი დღეში მინიმუმ ორჯერ დალიონ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს