მაქსიმ ვიტორგანთან ნახევარწლიანი ქორწინების შემდეგ რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა საქორწილო კაბა გამოაჩინა. ქსენიას კაბა მისმა მეგობარმა, ულიანა სერგეენკომ შეუკერა. ფოტო ჟურნალმა Tatler-მა გამოაქვეყნა.
ქსენია სობჩაკმა მსახიობ მაქსიმ ვიტორგანზე 2013 წლის 1 თებერვალს იქორწინა. მას თავისი ქორწილის ფოტოები არ გამოუქვეყნებია. ინტერნეტში დღემდე მხოლოდ მობილური ტელეფონით გადაღებული, უხარისხო ფოტოები ვრცელდებოდა.
მომზადებულია tatler.ru-ს მიხედვით.