პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა
11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა

11-მა არა­სამ­თვრო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­მარ ჟვა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, თა­მარ ჟვა­ნი­ას სა­არ­ჩევ­ნი კუ­თხით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. "თა­მარ ჟვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბის და არ­ჩევ­ნე­ბის სფე­რო­ში "რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სრუ­ლად აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ი­ნინ­გებ­ში, პრო­ექ­ტებ­სა და კვლე­ვებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღეს ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კის კარ­გი ცოდ­ნა, კან­დი­და­ტის არა­პარ­ტი­უ­ლი წარ­სუ­ლი, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი.

ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, არა­სამ­თა­ვორ­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ თა­მარ თა­მარ ჟვა­ნია სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტის­თვის დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს.

ლომ­ჯა­რი­ას თქმით, მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­უ­ჭირ­დე­ბათ მი­ზე­ზის მო­ძებ­ნა თუ რა­ტომ არ უნდა და­უ­ჭი­რონ მხა­რი თა­მარ ჟვა­ნი­ას.

"იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სად მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­აც გა­მო­ავ­ლენს სა­კუ­თარ ნე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­როს ჩვენს მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­დატს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დროს" , - აცხა­დებს ლომ­ჯა­რია.

თა­მარ ჟვა­ნი­ას კა­დი­და­ტუ­რა 11 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წა­რად­გი­ნა მათ შო­რის არის: "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თვე­ლო", "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია", "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი", ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო", "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი", "მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო", კო­ა­ლი­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, "გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრი", სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა" და სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი.

ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა 12 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვა. ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 15 დღი­სა, პრე­ზი­დენ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ცეს­კო-ს 3 კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ მზად არის, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მიერ შერ­ჩე­ულ კან­დი­დტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­როს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა

11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა

11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინა. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში" დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრესკონფერენციაზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, თამარ ჟვანიას საარჩევნი კუთხით საპასუხისმგებლო პოზიციაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. "თამარ ჟვანია დემოკრატიის მმართველობის და არჩევნების სფეროში "რესურსების განვითარების პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრეინინგებში, პროექტებსა და კვლევებში", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული, პიროვნული ღირსებები.

ლომჯარიას განცხადებით, არასამთავორბო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ თამარ თამარ ჟვანია სრულად აკმაყოფილებს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

ლომჯარიას თქმით, მმართველ კოალიციაში გაუჭირდებათ მიზეზის მოძებნა თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი თამარ ჟვანიას.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად მმართველი კოალიციაც გამოავლენს საკუთარ ნებას მხარი დაუჭიროს ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს" , - აცხადებს ლომჯარია.

თამარ ჟვანიას კადიდატურა 11 არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა მათ შორის არის: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "მრავალენოვანი საქართველო", კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, "განვითარების დემოკრატიის ცენტრი", საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა. ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის, არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდტურას მხარი დაუჭიროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა