საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია
ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია

"იმ ეტ­ლით დაჰ­ყავთ ხოლ­მე ბავ­შვი ეზო­ში და რა­ხან აქ არ არის, ალ­ბათ სახ­ლშია, - მე­უბ­ნე­ბა ჩემი თა­ნამ­გზავ­რი და დაფ­ლე­თილ, ეტ­ლის მსგავს რა­ღა­ცას მაჩ­ვე­ნებს... უკი­დუ­რე­სად უნდა უჭირ­დეს ადა­მი­ანს, რომ ბავ­შვი იქ ჩას­ვას, ვფიქ­რობ და ჩაბ­ნე­ლე­ბულ დე­რე­ფანს მი­ვუყ­ვე­ბი... ოთახ­ში შე­სულს იმა­ზე მძი­მე სუ­რა­თი მხვდე­ბა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა, - 13 წლის არის ჩემი კობა... კა­ხექ­სია და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლის მძი­მე ფორ­მა აქვს... ვიცი, ვერ გა­ნი­კურ­ნე­ბა, მაგ­რამ მინ­და, რაც შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თო, თუმ­ცა ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო, ვე­რა­ფერს ვუ­კე­თებ..." - ამ­ბობს მარ­ტო­ხე­ლა დედა, ქე­თე­ვან სვა­ნი­ძე და ბი­ჭუ­ნას გამ­ხდარ ხე­ლებს ეფე­რე­ბა... ახალ­გაზ­რდა დე­დას ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­ა­ტყდა თავს: მშობ­ლე­ბი აღარ ჰყავს, აღარც მე­უღ­ლე და ავად­მყოფ ბავ­შვს მარ­ტო უვ­ლის...

- მარ­ტო ვცხოვ­რობთ მე და კობა. მშობ­ლე­ბი წლე­ბის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. აღარც მე­უღ­ლე მყავს... 13 წლის არის ჩემი ბიჭი, ვერ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი ბავ­შვის შემ­ყუ­რეს არას­დროს არა­ვინ შე­მი­წუ­ხე­ბია. ჩე­მით მო­ვე­დი აქამ­დე. გული მტკი­ვა, რომ ვე­რა­ფერს ვუ­კე­თებ... ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს და ოთხი­ვე კი­დუ­რის პა­რე­ზი. მი­თხრეს, სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მა­აო. პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბი­სას და­მე­წყო. კო­ბას დამ­ბლის ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მა აქვს. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც თა­ვის და­ჭე­რა და­ი­წყო, აქამ­დე უვარ­დე­ბო­და ან მხარ­ზე ჰქონ­და ჩა­მო­დე­ბუ­ლი. კა­ხექ­სი­უ­რია ანუ წო­ნა­ში ვერ იმა­ტებს. ამ ბოლო დროს ოდ­ნავ, ერთი-ორი კილო მო­ი­მა­ტა. ორ­ჯერ პანკრე­ა­ტი­ტი გა­და­ი­ტა­ნა. ერთხელ კი­ნა­ღამ მო­მიკ­ვდა... ორ­ჯერ მენჯ-ბარ­ძაყ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ, ახლა ხე­ლებ­ზეც სჭირ­დე­ბა, რად­გან და­ჭი­მუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს და შე­იძ­ლე­ბა, სახ­სა­რი ჩა­ი­კე­ტოს.

- ალ­ბათ მუდ­მი­ვი მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო...

- დიახ, მუდ­მი­ვად ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის ნა­წილს მი­რი­ცხავს. ერთი კურ­სის თან­ხა უკვე გა­და­რი­ცხუ­ლია, თე­რა­პი­ის სახ­ლში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ ღამე იქ რომ დავ­რჩეთ, თან­ხა უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მაქვს. ეტ­ლიც არ მაქვს, რომ ვა­ტა­რო და ხე­ლით დამ­ყავს... მარ­თა­ლია, ტა­ნით პა­ტა­რაა, გამ­ხდა­რიც არის, მაგ­რამ მა­ინც მძი­მეა. მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს.

- ალ­ბათ არ მუ­შა­ობთ, არა?

- კი, ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ქი­რას ვიხ­დი. ბინა დიდი ხნის წინ დავ­კარ­გე და მას შემ­დეგ ხან სა­მად­ლოდ ვცხოვ­რობთ, ხან - ქი­რით. ვის არ მივ­მარ­თე თხოვ­ნით, თავ­შე­სა­ფა­რი მო­ე­ცათ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­სი­კე­თო არა­ფე­რია... ხელ­ფა­სი­დან მხო­ლოდ 100 ლარი მრჩე­ბა და თვი­დან თვემ­დე რო­გორ­ღაც, საკ­ვებ­ში, წამ­ლებ­სა და სხვა ხარ­ჯებ­ში ვა­ნა­წი­ლებ... მარ­ტო პამ­პერსს უნდა თვე­ში 100 ლარ­ზე მეტი. კობა ყვე­ლა­ფერს ვერ ჭამს, ღეჭ­ვა უჭირს, მხო­ლოდ მა­წონს, იო­გურტს, ფა­ფებ­სა და ასეთ რა­ღა­ცებს ვაჭ­მევ... რამ­დე­ნი­მე დღეა, და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო დენი გა­მი­თი­შეს - 750 ლა­რამ­დე დაგ­ვიგ­როვ­და. ბუ­ნებ­რი­ვი გაზი არ გვაქვს და საჭ­მელ­საც კი დენ­ზე ვამ­ზა­დებ. ვე­ღარც ბან­კი­დან ავი­ღებ სესხს: რაც აღე­ბუ­ლი მაქვს, იმას ვერ ვფა­რავ. ბავ­შვის­თვის დამ­ჭირ­და და იმი­ტომ გა­მო­ვი­ტა­ნე... ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქვი­შის სა­ა­თი", რის­თვი­საც მად­ლი­ე­რი ვარ მისი, მაგ­რამ მუდ­მი­ვად სხვას ხომ ვერ მი­ად­გე­ბი?..

- ვმუ­შა­ო­ბო, მი­თხა­რით; ბავ­შვს ამ დროს ვის უტო­ვებთ?

- ვე­რა­ვის... ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არა­ვინ მყავს და სამ­სა­ხურ­ში ხე­ლით დამ­ყავს. ადრე მე­ზო­ბელს ვუ­ტო­ვებ­დი და რა­ღაც თან­ხას ვუხ­დი­დი, მაგ­რამ ახლა იმ მცი­რე­დის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მაქვს. თან, ადრე რამ­დენ­ჯერ­მე კრუნ­ჩხვა­ში ჩა­მი­ვარ­და და მე­ში­ნია. ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა რომ გა­და­ვუ­ღეთ, მი­თხრეს, სა­ში­ში აღარ არი­სო, მაგ­რამ მა­ინც დავ­შინ­დი. ამი­ტომ, თუ სად­მე წას­ვლა დამ­ჭირ­და, ბავ­შვი თან მიმ­ყავს. რა ვქნა, სახ­ლში ვერ დავ­ტო­ვებ, ყო­ველ წუთს ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. არც დღის ცენ­ტრში და­ი­ტო­ვეს: მინ­დო­და, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, იქ ყო­ფი­ლი­ყო. ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი კი ჰყავთ, მაგ­რამ კო­ბას ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მა აქვს; ჭა­მა­სა და მე­ტყვე­ლე­ბას ვინ ჩი­ვის - ვერ ჯდე­ბა და თავ­საც ვერ ატ­რი­ა­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად. ამ ბოლო დროს და­ი­წყო - ჩემს და­ნახ­ვა­ზე რა­ღაც ხმებს გა­მოს­ცემს, უხა­რია... გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტატს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, მის მო­ად­გი­ლეს ვე­სა­უბ­რე და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი მა­ინც რომ და­მი­ფა­რონ, კი­დევ რა­ღა­ცას ვი­ზამ... სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი მაქვს, მაგ­რამ ვა­უ­ჩერს ჯერ მა­ინც არ მაძ­ლე­ვენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ჩვენ­მა მკი­თხველ­მა იცის, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ად­რეც დაგ­ვი­წე­რია. ჩვენს სურ­ვილს, დავ­ხმა­რე­ბო­დით ასეთ ადა­მი­ა­ნებს, უშე­დე­გოდ არას­დროს ჩა­უვ­ლია. მკი­თხვე­ლე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის იმე­დით, ამ­ჯე­რა­დაც ვაქ­ვეყ­ნებთ პა­ტა­რა კო­ბას ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE67BG0000000598981200

მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა: სვა­ნი­ძე კობა

ტელ: 555 600 520; 571 103 406; 599 250 457;

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია

ყველასგან მიტოვებული მარტოხელა დედის ტრაგედია

"იმ ეტლით დაჰყავთ ხოლმე ბავშვი ეზოში და რახან აქ არ არის, ალბათ სახლშია, - მეუბნება ჩემი თანამგზავრი და დაფლეთილ, ეტლის მსგავს რაღაცას მაჩვენებს... უკიდურესად უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ ბავშვი იქ ჩასვას, ვფიქრობ და ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვები... ოთახში შესულს იმაზე მძიმე სურათი მხვდება, ვიდრე წარმომედგინა, - 13 წლის არის ჩემი კობა... კახექსია და ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა აქვს... ვიცი, ვერ განიკურნება, მაგრამ მინდა, რაც შემიძლია, ყველაფერი გავუკეთო, თუმცა ხელმოკლეობის გამო, ვერაფერს ვუკეთებ..." - ამბობს მარტოხელა დედა, ქეთევან სვანიძე და ბიჭუნას გამხდარ ხელებს ეფერება... ახალგაზრდა დედას ყველა უბედურება ერთდროულად დაატყდა თავს: მშობლები აღარ ჰყავს, აღარც მეუღლე და ავადმყოფ ბავშვს მარტო უვლის...

- მარტო ვცხოვრობთ მე და კობა. მშობლები წლების წინ გარდამეცვალა. აღარც მეუღლე მყავს... 13 წლის არის ჩემი ბიჭი, ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ასეთი ბავშვის შემყურეს არასდროს არავინ შემიწუხებია. ჩემით მოვედი აქამდე. გული მტკივა, რომ ვერაფერს ვუკეთებ... ცერებრალური დამბლა აქვს და ოთხივე კიდურის პარეზი. მითხრეს, სამშობიარო ტრავმააო. პრობლემები ორსულობისას დამეწყო. კობას დამბლის ძალიან მძიმე ფორმა აქვს. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თავის დაჭერა დაიწყო, აქამდე უვარდებოდა ან მხარზე ჰქონდა ჩამოდებული. კახექსიურია ანუ წონაში ვერ იმატებს. ამ ბოლო დროს ოდნავ, ერთი-ორი კილო მოიმატა. ორჯერ პანკრეატიტი გადაიტანა. ერთხელ კინაღამ მომიკვდა... ორჯერ მენჯ-ბარძაყზე ოპერაცია გავუკეთეთ, ახლა ხელებზეც სჭირდება, რადგან დაჭიმულობა მატულობს და შეიძლება, სახსარი ჩაიკეტოს.

- ალბათ მუდმივი მკურნალობაა საჭირო...

- დიახ, მუდმივად ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობაა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტრო სამკურნალო თანხის ნაწილს მირიცხავს. ერთი კურსის თანხა უკვე გადარიცხულია, თერაპიის სახლში გადის მკურნალობას, მაგრამ ღამე იქ რომ დავრჩეთ, თანხა უნდა გადავიხადოთ, რისი საშუალებაც არ მაქვს. ეტლიც არ მაქვს, რომ ვატარო და ხელით დამყავს... მართალია, ტანით პატარაა, გამხდარიც არის, მაგრამ მაინც მძიმეა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

- ალბათ არ მუშაობთ, არა?

- კი, ვმუშაობ, მაგრამ ქირას ვიხდი. ბინა დიდი ხნის წინ დავკარგე და მას შემდეგ ხან სამადლოდ ვცხოვრობთ, ხან - ქირით. ვის არ მივმართე თხოვნით, თავშესაფარი მოეცათ, მაგრამ ჯერჯერობით სასიკეთო არაფერია... ხელფასიდან მხოლოდ 100 ლარი მრჩება და თვიდან თვემდე როგორღაც, საკვებში, წამლებსა და სხვა ხარჯებში ვანაწილებ... მარტო პამპერსს უნდა თვეში 100 ლარზე მეტი. კობა ყველაფერს ვერ ჭამს, ღეჭვა უჭირს, მხოლოდ მაწონს, იოგურტს, ფაფებსა და ასეთ რაღაცებს ვაჭმევ... რამდენიმე დღეა, დავალიანების გამო დენი გამითიშეს - 750 ლარამდე დაგვიგროვდა. ბუნებრივი გაზი არ გვაქვს და საჭმელსაც კი დენზე ვამზადებ. ვეღარც ბანკიდან ავიღებ სესხს: რაც აღებული მაქვს, იმას ვერ ვფარავ. ბავშვისთვის დამჭირდა და იმიტომ გამოვიტანე... ძალიან დამეხმარა ორგანიზაცია "ქვიშის საათი", რისთვისაც მადლიერი ვარ მისი, მაგრამ მუდმივად სხვას ხომ ვერ მიადგები?..

- ვმუშაობო, მითხარით; ბავშვს ამ დროს ვის უტოვებთ?

- ვერავის... ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს და სამსახურში ხელით დამყავს. ადრე მეზობელს ვუტოვებდი და რაღაც თანხას ვუხდიდი, მაგრამ ახლა იმ მცირედის გადახდის საშუალებაც არ მაქვს. თან, ადრე რამდენჯერმე კრუნჩხვაში ჩამივარდა და მეშინია. ენცეფალოგრამა რომ გადავუღეთ, მითხრეს, საშიში აღარ არისო, მაგრამ მაინც დავშინდი. ამიტომ, თუ სადმე წასვლა დამჭირდა, ბავშვი თან მიმყავს. რა ვქნა, სახლში ვერ დავტოვებ, ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება. არც დღის ცენტრში დაიტოვეს: მინდოდა, სანამ სამსახურში ვიყავი, იქ ყოფილიყო. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები კი ჰყავთ, მაგრამ კობას ძალიან მძიმე ფორმა აქვს; ჭამასა და მეტყველებას ვინ ჩივის - ვერ ჯდება და თავსაც ვერ ატრიალებს დამოუკიდებლად. ამ ბოლო დროს დაიწყო - ჩემს დანახვაზე რაღაც ხმებს გამოსცემს, უხარია... გლდანი-ნაძალადევის რაიონის დეპუტატს ვთხოვე დახმარება, მის მოადგილეს ვესაუბრე და ვნახოთ, რა იქნება. კომუნალური გადასახადები მაინც რომ დამიფარონ, კიდევ რაღაცას ვიზამ... სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, მაგრამ ვაუჩერს ჯერ მაინც არ მაძლევენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ ადრეც დაგვიწერია. ჩვენს სურვილს, დავხმარებოდით ასეთ ადამიანებს, უშედეგოდ არასდროს ჩაუვლია. მკითხველების გულისხმიერებისა და თანადგომის იმედით, ამჯერადაც ვაქვეყნებთ პატარა კობას ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი: GE67BG0000000598981200

მიმღების დასახელება: სვანიძე კობა

ტელ: 555 600 520; 571 103 406; 599 250 457;

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია