Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუბა ელიაშვილი - არხის დახურვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე
ლუბა ელიაშვილი - არხის დახურვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე

"მე­ცხრე არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლუბა ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან თა­ვად მი­ი­ღო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლუბა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­ხის მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

"არ­ხის ბოლო, 21.00 სა­ა­თი­ან­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბამ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად და ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. სა­ინ­ფორ­მა­ციო მიჰ­ყავ­და გა­მოც­დილ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ჟურ­ნა­ლისტს სოფო ჩაკ­ვე­ტა­ძეს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს უძღვე­ბო­და ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ნატა ასა­თი­ა­ნი. ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ეთერ­ში. თუმ­ცა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფონ­ზე, რაც იყო მი­ღე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა და არ­ხის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც არ­ხის დი­რექ­ტორ­მა, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მე მი­ვი­ღე," - აღ­ნიშ­ნა ელი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ლუბა ელი­აშ­ვი­ლი არ ეთან­ხმე­ბა და აცხა­დებს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "მე­ცხრე არხზე" მუ­შა­ობ­დნენ, იყ­ვნენ ღირ­სე­უ­ლე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლუბა ელიაშვილი - არხის დახურვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე

ლუბა ელიაშვილი - არხის დახურვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე

"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ტელევიზიის დახურვის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლუბა ელიაშვილმა განუცხადა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არხის მუშაობა შეუძლებელი იყო.

"არხის ბოლო, 21.00 საათიანმა საინფორმაციო გამოშვებამ ძალიან ემოციურად და ექსცესების გარეშე ჩაიარა. საინფორმაციო მიჰყავდა გამოცდილ და პროფესიონალ ჟურნალისტს სოფო ჩაკვეტაძეს. დღის განმავლობაში კი, საინფორმაციო გამოშვებებს უძღვებოდა ასევე პროფესიონალი ნატა ასათიანი. ეს ჟურნალისტები ძალიან თავშეკავებულები იყვნენ ეთერში. თუმცა იმ გადაწყვეტილების ფონზე, რაც იყო მიღებული, ძალიან რთული იყო გადაცემების მომზადება და არხის დახურვის გადაწყვეტილება, როგორც არხის დირექტორმა, ერთპიროვნულად მე მივიღე," - აღნიშნა ელიაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიაში არაპროფესიონალები მუშაობდნენ, ლუბა ელიაშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მეცხრე არხზე" მუშაობდნენ, იყვნენ ღირსეულები და პროფესიონალები.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები