Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"
"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"

ბოლო დროს, მი­უ­ხე­და­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა, ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგლი სამ­თა­ვი­სი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გამო მო­ექ­ცა. ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლუ­ლი ამი­ლახ­ვრე­ბის მემ­კვიდ­რე ნინო ერის­თა­ვი რეს­ტავ­რა­ტო­რებს, არ­ქე­ო­ლო­გებ­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს წარ­სუ­ლის წაშ­ლის მცდე­ლო­ბა­სა და ტაძ­რის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს: "ტაძ­რის ია­ტაკ­ქვეშ გათ­ბო­ბის სის­ტე­მის გაყ­ვა­ნის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და XIX სა­უ­კუ­ნე­ში და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კა, შე­უ­რა­ცხყ­ვეს სა­მარ­ხე­ბი და კულ­ტუ­რულ სიძ­ვე­ლე­ე­ბად ქცე­უ­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­ა­ნად­გუ­რეს. საფ­ლა­ვე­ბის ძვე­ლი ფი­ლე­ბის ნაც­ვლად, უსა­ხუ­რი ფი­ლე­ბი უნდა და­ა­გონ. სა­ბო­ლო­ოდ რა შეგ­ვრჩა? წი­ნა­პარ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი საფ­ლა­ვე­ბი. ტა­ძარ­ში შე­დი­ხარ და თავი აბა­ნო­ში გგო­ნია, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თვე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი წირ­ვა გამთბარ ია­ტაკ­ზე ჩა­ტარ­დეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, 11 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ გა­უძ­ლეს ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებ­მა სი­ცი­ვეს?".

სამ­თა­ვის­ში გულ­გა­ხეთ­ქი­ლი წა­ვე­დი. ვი­ფიქ­რე ად­გილ­ზე მძი­მე სუ­რა­თი დამ­ხვდე­ბო­და. ტაძ­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ძეგლ­თა დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და სა­პატ­რი­არ­ქოს ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის კო­მი­სი­ის პრო­ექ­ტით და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ისი­ნი სა­მარ­ხე­ბი­დან ამო­ღე­ბულ იმ ძვლებს სწავ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც, ნინო ერის­თა­ვის თქმით, ეზო­ში ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შოდ ყო­ფი­ლა მი­მო­ფან­ტუ­ლი. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, VII სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კის საფ­რის გახ­სნა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას შეხ­ვდათ სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნის სა­მარ­ხე­ბი, სა­დაც ერ­თმა­ნეთ­ში იყო არე­უ­ლი ქა­ლის, კა­ცის და ბავ­შვე­ბის ძვლე­ბი, თით­ქოს ვი­ღა­ცას ერ­თად მი­ეხ­ვე­ტა.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე, სამ­თა­ვი­სის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-სა­რეს­ტავ­რა­ციო ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - იმის გამო, რომ არა­ფე­რი დაგ­ვე­ზი­ა­ნე­ბი­ნა, ფრთხი­ლად ვმუ­შა­ობთ. ვე­ცა­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ნი­მუ­შოდ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ნინო ერის­თა­ვის და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ კრი­ტი­კას ვერ ავ­ცდით. გა­ცხა­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სას მოგ­ვად­გა, - საფ­ლა­ვე­ბი და­კარ­გუ­ლა, დე­და­ჩე­მის საფ­ლავ­საც ვერ ვპო­უ­ლო­ბო. აღ­მოჩ­ნდა, რომ დე­დის საფ­ლავ­ზე არც ჯვა­რი ჰქო­ნია და სა­რე­ვე­ლა­საც გა­და­ევ­ლო ზედ. გვაბ­რა­ლებს, მო­ზა­ი­კის ია­ტა­კი და­ა­ზი­ა­ნე­სო. არ­ქი­ტექ­ტო­რი რი­პარ­დი სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ, რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ტაძ­რის ია­ტა­კი აე­მაღ­ლე­ბი­ნა და და­ე­ფა­რა არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ზა­ი­კით. შე­დე­გად და­ი­მა­ლა სვე­ტე­ბის ძირ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ფრეს­კუ­ლი მხატ­ვრო­ბა.

ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩა, რა იმა­ლე­ბო­და ია­ტა­კის ქვეშ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­პარ­დის ია­ტა­კიც სა­ხი­ფა­თო გახ­და. სა­მარ­ხე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მის იყო, აგუ­რით ნა­შე­ნე­ბი, ზედ გა­დე­ბუ­ლი ძე­ლე­ბით, რო­მელ­ზეც ეწყო საფ­ლა­ვის ქვე­ბი. ძე­ლე­ბი სიმ­ძი­მის­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იზ­ნი­ქა და გაჩ­ნდა საფრ­თხე, მლოც­ვე­ლი სა­მარხში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო. ამი­ტომ ია­ტა­კი შე­საც­ვლე­ლი გახ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო სა­მარ­ხე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც გვდებს ბრა­ლად. სა­ჭი­რო გახ­და ზო­გი­ერ­თი საფ­ლა­ვის გა­და­ტა­ნა ტაძ­რის სხვა ნა­წილ­ში, რად­გან XI სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბულ ნა­გე­ბო­ბა­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია V და VII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტაძ­რე­ბის ნაშ­თიც, აქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია წმინ­და ისი­დო­რე სამ­თავ­ნე­ლის საფ­ლა­ვიც. ეს ნა­წი­ლი გა­იხ­სნა, გა­კეთ­და მი­ნის ია­ტა­კი და მნახ­ველს შე­ეძ­ლე­ბა იხი­ლოს წმინ­და­ნე­ბის საფ­ლა­ვე­ბი და უძ­ვე­ლე­სი ბა­ზი­ლი­კის კედ­ლე­ბი. ბა­ზი­ლი­კის კედ­ლე­ბის და სა­ძირ­კვლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე საფ­ლავს შე­ვუც­ვა­ლეთ მდე­ბა­რე­ო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"

"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"

ბოლო დროს, მიუხედავად მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა, ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი სამთავისი ყურადღების ცენტრში კრიტიკული შენიშვნების გამო მოექცა. ტაძარში დაკრძალული ამილახვრების მემკვიდრე ნინო ერისთავი რესტავრატორებს, არქეოლოგებსა და სასულიერო პირებს წარსულის წაშლის მცდელობასა და ტაძრის დამახინჯებაში ადანაშაულებს: "ტაძრის იატაკქვეშ გათბობის სისტემის გაყვანის შედეგად განადგურდა XIX საუკუნეში დაგებული მოზაიკა, შეურაცხყვეს სამარხები და კულტურულ სიძველეებად ქცეული საფლავის ქვები ნაწილობრივ გაანადგურეს. საფლავების ძველი ფილების ნაცვლად, უსახური ფილები უნდა დააგონ. საბოლოოდ რა შეგვრჩა? წინაპართა შეურაცხყოფილი საფლავები. ტაძარში შედიხარ და თავი აბანოში გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ თვეში რამდენიმე საათი წირვა გამთბარ იატაკზე ჩატარდეს. საინტერესოა, 11 საუკუნის განმავლობაში როგორ გაუძლეს ეკლესიის მსახურებმა სიცივეს?".

სამთავისში გულგახეთქილი წავედი. ვიფიქრე ადგილზე მძიმე სურათი დამხვდებოდა. ტაძრის არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების კომისიის პროექტით და ზედამხედველობით მიმდინარეობს. ისინი სამარხებიდან ამოღებულ იმ ძვლებს სწავლობენ, რომლებიც, ნინო ერისთავის თქმით, ეზოში ბავშვების სათამაშოდ ყოფილა მიმოფანტული. არქეოლოგების განმარტებით, VII საუკუნის ბაზილიკის საფრის გახსნაზე მუშაობისას შეხვდათ სხვადასხვა საუკუნის სამარხები, სადაც ერთმანეთში იყო არეული ქალის, კაცის და ბავშვების ძვლები, თითქოს ვიღაცას ერთად მიეხვეტა.

გიორგი მახარაძე, სამთავისის არქეოლოგიურ-სარესტავრაციო ექსპედიციის ხელმძღვანელი: - იმის გამო, რომ არაფერი დაგვეზიანებინა, ფრთხილად ვმუშაობთ. ვეცადეთ, ყველაფერი სანიმუშოდ გაგვეკეთებინა, მაგრამ ნინო ერისთავის დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ ავცდით. გაცხარებული მუშაობისას მოგვადგა, - საფლავები დაკარგულა, დედაჩემის საფლავსაც ვერ ვპოულობო. აღმოჩნდა, რომ დედის საფლავზე არც ჯვარი ჰქონია და სარეველასაც გადაევლო ზედ. გვაბრალებს, მოზაიკის იატაკი დააზიანესო. არქიტექტორი რიპარდი საუკუნე-ნახევრის წინ, რესტავრაციის პროცესში იძულებული გახდა ტაძრის იატაკი აემაღლებინა და დაეფარა არაფრით გამორჩეული მოზაიკით. შედეგად დაიმალა სვეტების ძირში გამოსახული ფრესკული მხატვრობა.

ასევე გაურკვეველი დარჩა, რა იმალებოდა იატაკის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში რიპარდის იატაკიც სახიფათო გახდა. სამარხები სპეციფიკური ფორმის იყო, აგურით ნაშენები, ზედ გადებული ძელებით, რომელზეც ეწყო საფლავის ქვები. ძელები სიმძიმისგან დროთა განმავლობაში გაიზნიქა და გაჩნდა საფრთხე, მლოცველი სამარხში ჩავარდნილიყო. ამიტომ იატაკი შესაცვლელი გახდა. ქალბატონი ნინო სამარხების შეურაცხყოფასაც გვდებს ბრალად. საჭირო გახდა ზოგიერთი საფლავის გადატანა ტაძრის სხვა ნაწილში, რადგან XI საუკუნეში აშენებულ ნაგებობაში ჩატანებულია V და VII საუკუნეების ტაძრების ნაშთიც, აქვე აღმოჩენილია წმინდა ისიდორე სამთავნელის საფლავიც. ეს ნაწილი გაიხსნა, გაკეთდა მინის იატაკი და მნახველს შეეძლება იხილოს წმინდანების საფლავები და უძველესი ბაზილიკის კედლები. ბაზილიკის კედლების და საძირკვლის გამოჩენის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საფლავს შევუცვალეთ მდებარეობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია