საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება
"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება

დღეს, 22 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში "სექ­ტორ 26"-ში, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" III სე­ზო­ნი, რო­მელ­შიც I-II სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს იქ მთე­ლი ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დია შეკ­რე­ბი­ლი: ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი, კრის­ტი ყიფ­ში­ძე, სა­ლო­მე ჭა­ჭუა, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი, ანრი ჯო­ხა­ძე, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი, ჯაბა კი­ლა­ძე...

რო­გორც გა­ვი­გეთ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დიდ სამ­ზა­დის­ში არი­ან. "ამ­ბე­ბი.გე" "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მთავრ პრო­დი­უ­სერს, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ფან­ტას­ტი­კურ გან­წყო­ბა­ზე ვართ ყვე­ლა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რად ვართ და­მუხ­ტუ­ლე­ბი და ვემ­ზა­დე­ბით სა­ღა­მოს­თვის. ბა­თუმ­ში არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი კონ­კურ­სის I და II სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

- ძნე­ლი არ იყო აგ­ვის­ტო­ში მათი შეკ­რე­ბა?

- მათ­გან, ვინც კი თბი­ლის­ში იყო, ყვე­ლა­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ... ვე­ლო­დე­ბით უამ­რავ მა­ყუ­რე­ბელს, ვი­ცით, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს აქ მოს­ვლას. ეს კლუ­ბი 1000 კაცს იტევს და ალ­ბათ აქა­უ­რო­ბა გა­ივ­სე­ბა.

სა­ღა­მო­ზე შეს­რულ­დე­ბა ძვე­ლი ნომ­რე­ბი ანუ ისი­ნი, რი­თაც პრო­ექ­ტის წინა სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, თა­ვის დრო­ზე, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგნენ. შემ­დეგ კი გა­ი­მარ­თე­ბა შიდა კონ­კურ­სი მუ­სი­კა­ზე - "ბა­ი­ლა მო­რე­ნა". კონ­კურსს მომ­ღე­რა­ლი "მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის" (მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც I-II სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლებ­დნენ) კონ­ცერ­ტი მოჰ­ყვე­ბა. ბო­ლოს კი დი­ჯეი იმუ­შა­ვებს...

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმში "სექტორ 26"-ში, საღამოს 9 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი, რომელშიც I-II სეზონის კონკურსანტები მონაწილეობენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს იქ მთელი ქართული ბომონდია შეკრებილი: ოთარ ტატიშვილი, კრისტი ყიფშიძე, სალომე ჭაჭუა, ნუკი კოშკელიშვილი, ოთო ფოლადაშვილი, ანრი ჯოხაძე, ჯულიანა ბარგნარი, ჯაბა კილაძე...

როგორც გავიგეთ, პროექტის ავტორები და მისი მონაწილეები დიდ სამზადისში არიან. "ამბები.გე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" მთავრ პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა:

- ფანტასტიკურ განწყობაზე ვართ ყველანი, პოზიტიურად ვართ დამუხტულები და ვემზადებით საღამოსთვის. ბათუმში არიან ჩამოსულები კონკურსის I და II სეზონის მონაწილეები.

- ძნელი არ იყო აგვისტოში მათი შეკრება?

- მათგან, ვინც კი თბილისში იყო, ყველანი ჩამოვიდნენ... ველოდებით უამრავ მაყურებელს, ვიცით, რომ ბევრი ადამიანი აპირებს აქ მოსვლას. ეს კლუბი 1000 კაცს იტევს და ალბათ აქაურობა გაივსება.

საღამოზე შესრულდება ძველი ნომრები ანუ ისინი, რითაც პროექტის წინა სეზონის მონაწილეები, თავის დროზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ. შემდეგ კი გაიმართება შიდა კონკურსი მუსიკაზე - "ბაილა მორენა". კონკურსს მომღერალი "მოცეკვავეების" (მომღერლები, რომლებიც I-II სეზონზე პროექტში მონაწილებდნენ) კონცერტი მოჰყვება. ბოლოს კი დიჯეი იმუშავებს...

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება