ქუთაისის ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე "განსაკუთრებული დავალების შესრულებისთვის" პრემიით წაახალისეს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ბრძანებით, ვიცე-მერისთვისთვის გაცემულმა ფულადმა ჯილდომ 1640 ლარი შეადგინა.
მერიის ყოფილი თანამშრომლები, თოფურიძისთვის გაცემულ პრემიას, მის მიერ "წარმატებით განხორციელებულ" რეორგანიზაციას უკავშირებენ. თუმცა თავად წახალისებული ვიცე-მერი აღნიშნულ კავშრის უარყოფს. "ეს პრემია იყო წახალისების ფორმა და არა რეორგანიზაციის გამო აღებული თანხა", - აღნიშნავს თოფურიძე.