მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა
მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა

ნათ­ქვა­მია, ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მერე გა­მოჩ­ნდე­ბაო, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა უკვე ამ ან­და­ზის სიბ­რძნე­საც გას­ცდა. შიმ­ში­ლით, გა­ჭირ­ვე­ბი­თა და უსახ­ლკა­რო­ბით სიკ­ვდი­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ულ ამ­ბად იქცა. სა­ნამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის ტა­ლა­ხის სრო­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, სი­ღა­რი­ბე ძა­ლას იკ­რებს და სულ უფრო მეტი ოჯა­ხის კარ­ზე აკა­კუ­ნებს. ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში 6 შვი­ლის დედა უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ავ­ლა­ბარ­ში, იტა­ლი­უ­რი ეზოს ერთ-ერთ კუ­თხე­ში, კი­ბეს მი­წის ქვეშ, სარ­დაფ­ში მივ­ყა­ვართ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე ისე­თი უჰა­ე­რო­ბა გახ­რჩობს, რომ წარ­მოდ­გე­ნაც გი­ჭირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ მი­წურ­ში ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­დეს. აქ უდედ­მა­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი 6 და-ძმა ცხოვ­რობს. კედ­ლებ­ში, ჭერ­სა და ია­ტაკ­ში ნეს­ტი ისეა გამ­ჯდა­რი, ხე­ლის შე­ხე­ბი­სას ნა­ლე­სი ცვი­ვა. ნაპ­რა­ლებ­სა და ბზა­რებს გა­ხუ­ნე­ბუ­ლი შპა­ლე­რიც ვე­ღარ ფა­რავს. ოთა­ხი, სა­დაც ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სახ­ლის სარ­და­ფია, იქ მო­ბი­ნად­რე­თა სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი გა­დის. მი­წურს ერ­თა­დერ­თი სარ­კმე­ლი აქვს, ძლივს აც­დე­ნი­ლი მი­წის პირს, სა­ი­და­ნაც ავ­დარ­ში წვი­მის წყა­ლი ღვა­რად შე­მო­დის.

"სახ­ლში" ახლა მხო­ლოდ 19 წლის თა­მუ­ნა და 11 წლის თინა არი­ან. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტა­რა და-ძმებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ამი­ტომ ერთ-ერ­თმა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა ცოტა ხნით თბი­ლი­სი­დან და­სას­ვე­ნებ­ლად გა­იყ­ვა­ნა. ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი და-ძმე­ბის დე­დო­ბა ახლა თა­მუ­ნას მო­უ­წევს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ჯერ ორ­მო­ცი დღეც არ გა­სუ­ლა. გო­გო­ნე­ბი დე­დის იმ ფო­ტოს ეფე­რე­ბი­ან, რო­მე­ლიც და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა ქალ­მა შვი­ლებ­თან გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ გა­და­ი­ღო.

თა­მუ­ნა ვა­შა­კი­ძე, ჟანა მი­ქო­ი­ა­ნის შვი­ლი: "9 წე­ლია ამ სარ­დაფ­ში ვცხოვ­რობთ. ზამ­თარ­ში ისე ცივა, რო­გორც გა­რეთ. 9 თვის წინ დე­დას ექი­მებ­მა საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გი­ნეს და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი და­უ­ნიშ­ნეს, მაგ­რამ დედა დღე­და­ღამ მუ­შა­ობ­და, ჩვე­ნი რჩე­ნა რომ შეს­ძლე­ბო­და. ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში, ზამ­თარ-ზა­ფხულ, სი­ცხე­სა და სი­ცი­ვე­ში გა­რეთ იდგა და ჭურ­ჭელს ყიდ­და... 22 ივ­ლისს დედა 48 წლის გახ­დე­ბო­და. ის ჩვენ­თვის დიდი იმე­დი იყო. ახლა რა გვეშ­ვე­ლე­ბა უმი­სოდ?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა

მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა

ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ ქართული რეალობა უკვე ამ ანდაზის სიბრძნესაც გასცდა. შიმშილით, გაჭირვებითა და უსახლკარობით სიკვდილი ჩვენს ქვეყანაში ჩვეულ ამბად იქცა. სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთისთვის ტალახის სროლით არიან დაკავებული, სიღარიბე ძალას იკრებს და სულ უფრო მეტი ოჯახის კარზე აკაკუნებს. ცოტა ხნის წინ თბილისში 6 შვილის დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა.

ავლაბარში, იტალიური ეზოს ერთ-ერთ კუთხეში, კიბეს მიწის ქვეშ, სარდაფში მივყავართ. შესვლისთანავე ისეთი უჰაერობა გახრჩობს, რომ წარმოდგენაც გიჭირს, როგორ შეიძლება ამ მიწურში ადამიანი ცხოვრობდეს. აქ უდედმამოდ დარჩენილი 6 და-ძმა ცხოვრობს. კედლებში, ჭერსა და იატაკში ნესტი ისეა გამჯდარი, ხელის შეხებისას ნალესი ცვივა. ნაპრალებსა და ბზარებს გახუნებული შპალერიც ვეღარ ფარავს. ოთახი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სახლის სარდაფია, იქ მობინადრეთა საკანალიზაციო მილები გადის. მიწურს ერთადერთი სარკმელი აქვს, ძლივს აცდენილი მიწის პირს, საიდანაც ავდარში წვიმის წყალი ღვარად შემოდის.

"სახლში" ახლა მხოლოდ 19 წლის თამუნა და 11 წლის თინა არიან. დედის გარდაცვალების შემდეგ პატარა და-ძმებს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა ცოტა ხნით თბილისიდან დასასვენებლად გაიყვანა. ობლად დარჩენილი და-ძმების დედობა ახლა თამუნას მოუწევს. დედის გარდაცვალებიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა. გოგონები დედის იმ ფოტოს ეფერებიან, რომელიც დაუძლურებულმა ქალმა შვილებთან გარდაცვალების წინ გადაიღო.

თამუნა ვაშაკიძე, ჟანა მიქოიანის შვილი: "9 წელია ამ სარდაფში ვცხოვრობთ. ზამთარში ისე ცივა, როგორც გარეთ. 9 თვის წინ დედას ექიმებმა საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, მაგრამ დედა დღედაღამ მუშაობდა, ჩვენი რჩენა რომ შესძლებოდა. ნავთლუღის ბაზარში, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და სიცივეში გარეთ იდგა და ჭურჭელს ყიდდა... 22 ივლისს დედა 48 წლის გახდებოდა. ის ჩვენთვის დიდი იმედი იყო. ახლა რა გვეშველება უმისოდ?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია