Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შესაძენად მოლაპარაკებებს იწყებს
ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შესაძენად მოლაპარაკებებს იწყებს

"ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ზაზა ოქუ­აშ­ვილს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი აქვს და ამ მიზ­ნით ახ­რის მფლო­ბელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იწყებს.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ოქუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "მე-9 არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ამის შე­სა­ხებ თა­ვა­დაც აქვს ინ­ფორ­მა­ცია.

ელი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" იბ­რუ­ნებს სიხ­ში­რეს, რო­მე­ლიც მას უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს.

"ოქუ­აშ­ვილს უბ­რუნ­დე­ბა კუთ­ვნი­ლი, უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი ლი­ცენ­ზია და მას პირ­ველ რიგ­ში, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სჭირ­დე­ბა და შემ­დეგ - აპა­რა­ტუ­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბიზ­ნეს­მე­ნია და ფული აქვს. "მე-9 არხს" შე­ი­ძენს ისეთს, რო­გო­რიც არის", - აღ­ნიშ­ნა ელი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს არის წი­ნა­და­დე­ბა და ახლა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ სა­კი­თხებს წყვე­ტენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდე­ბი­ან.

ლუბა ელი­აშ­ვი­ლის თქმით, კი­დევ არა­ერ­თი წი­ნა­და­დე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა მან და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოქუ­აშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ზაზა ოქუ­აშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ "იბე­რი­ა­ში" სპეც­რაზ­მი შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხმა" კი მა­უ­წყებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­წყვი­ტა. არ­ხის მფლო­ბე­ლე­ბი მზად არი­ან, ტე­ლე­კომ­პა­ნია მე­სა­მედ ფა­სად გა­ყი­დონ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" შე­სა­ბა­მი­სო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, არ­ხის დი­რექ­ტო­რი ლუბა ელი­აშ­ვი­ლია, ხოლო კომ­პა­ნი­ის 100 პრო­ცენტს შპს "აქ­ცეპ­ტი" ფლობს. ამას­თან, შპს "აქ­ცეპ­ტის" 80%-ს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე ფლობს, ხოლო 20%-ს - კახა კო­ბი­აშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შესაძენად მოლაპარაკებებს იწყებს

ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შესაძენად მოლაპარაკებებს იწყებს

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შეძენის სურვილი აქვს და ამ მიზნით ახრის მფლობელთან მოლაპარაკებებს იწყებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქუაშვილმა ტელეკომპანიის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო "ინტერპრესნიუსს" "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამის შესახებ თავადაც აქვს ინფორმაცია.

ელიაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია "იბერია" იბრუნებს სიხშირეს, რომელიც მას უკანონოდ წაართვეს.

"ოქუაშვილს უბრუნდება კუთვნილი, უკანონოდ წართმეული ლიცენზია და მას პირველ რიგში, თანამშრომლები სჭირდება და შემდეგ  - აპარატურა. მოგეხსენებათ, ბიზნესმენია და ფული აქვს. "მე-9 არხს" შეიძენს ისეთს,  როგორიც არის", - აღნიშნა ელიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის წინადადება და ახლა ის ადამიანები, ვინც ამ საკითხებს წყვეტენ,  მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან.

ლუბა ელიაშვილის თქმით, კიდევ არაერთი წინადადება არსებობს, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ოქუაშვილი ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება.

ტელეკომპანია "იბერია" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "იბერიაში" სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელევიზია დაიხურა.

ტელეკომპანია "მე-9 არხმა" კი მაუწყებლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. არხის მფლობელები მზად არიან,  ტელეკომპანია მესამედ ფასად გაყიდონ.

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაბამისობის დეკლარაციის თანახმად, არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. ამასთან, შპს "აქცეპტის" 80%-ს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, ხოლო 20%-ს - კახა კობიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები