"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემა გამოაქვეყნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა" გამოაქვეყნა.

"ნაციონალების" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. "რეზბალნიცას" ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.

"ნაციონალების" სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი.

ქსნის ციხეში, "ნაციონალების" ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი.

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე "მაისა".

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი "აკონტროლებს", ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას - მირიანა იგივე "ჟინვალა".

რუსთავის #17 დაწესებულებას კი, "ნაციონალების" ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული.

ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე "პრაკოლა" არიან, ეს უკანასკნელი კი, "ნაციონალების" ინფორმაციის თანახმად, გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვის არის გასამართლებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ