ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი უახლოეს ხანებში გასაყიდად გამოიტანს თავის მორიგ ნამუშევარს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის არის ბიძინა ივანიშვილიც. ამის შესახებ New York Post იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის უამრავი ცნობილი ადამიანია, მათ შორის მომღერალი ლენი კრავიტსი, ამ დრომდე არ ამხელს ტილოზე გამოხატული ქალბატონის ვინაობას.
როგორც New York Post ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაციით, რომან კრიხელის ნამუშევარი შესაძლოა, 1 მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან "ფეისბუქის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Youtube-ის თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტკოლექციის მფლობელია.
ქართველი ფერმწერი რომან კრიხელი 30 წელზე მეტია, ნიუ-იორკში საქმიანობს.
მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.