პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და აშშ-ს თავ­დაც­ვის მდივ­ნის ჩაკ ჰე­ი­გე­ლის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ რე­ლიზ­შია ნათ­ქვა­მი, ჩაკ ჰე­ი­გელ­მა მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ძა­ლე­ბის (ISAF) მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის მიერ გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლის­თვის.

"თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა ჩაკ ჰე­ი­გელ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას, რათა გა­ზარ­დოს სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე, რად­გან ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი თავ­დაც­ვის რე­ფორ­მის გზით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სის ძლი­ე­რი მა­გა­ლი­თია", - ნათ­ქვა­მია პენ­ტა­გო­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს-რე­ლიზ­ში.

რო­გორც აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჩაკ ჰე­ი­გელ­მა აშშ-ის სა­ხე­ლით მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მის­წრა­ფე­ბი­სად­მი. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და რომ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­პოვ­რის კონ­სო­ლი­დი­რე­ბას, რო­გორც ეფექ­ტურ ზო­მებს ამ მის­წრა­ფე­ბის წინსვლის­თვის.

"მი­ნის­ტრე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ გა­აგ­რძე­ლე­ბენ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, ჩაკ ჰეიგელმა მადლიერება გამოხატა, რომ საქართველო აგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში მონაწილეობას და მადლობა გადაუხადა ირაკლი ალასანიას ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.

"თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას, რათა გაზარდოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, რადგან ასეთი ქმედებები თავდაცვის რეფორმის გზით დემოკრატიული პროგრესის ძლიერი მაგალითია", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩაკ ჰეიგელმა აშშ-ის სახელით მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული მონაპოვრის კონსოლიდირებას, როგორც ეფექტურ ზომებს ამ მისწრაფების წინსვლისთვის.

"მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას", - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა