თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე წუხელ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განუცხადა, მათთვის ცნობილია, რომ ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო.
"რაც მთავარია, დაზარალებული არავინ არის. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, დგინდება", - აღნიშნა ბალავაძემ. მისივე თქმით, დეტალები დღეს გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.