რა საფრთხეს უქმნის ავლაბრის რეზიდენციაში ცხოვრება პრეზიდენტის ჯანმრთელობას

რა საფრთხეს უქმნის ავლაბრის რეზიდენციაში ცხოვრება პრეზიდენტის ჯანმრთელობას

ალბათ ხშირად გაგიგონიათ და საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ, რომ სტუმრად ყოფნისას თავს კარგად ვერ გრძნობთ. ან ახალგაცნობილი ადამიანის გარემოცვაში სუსტდებით და ენერგია გერთმევათ. როგორც აღმოჩნდა, მიზეზი ენერგოვამპირებსა და თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაში კი არა, უფრო ღრმა წარსულში უნდა ეძიოთ, რასაც ჩვენი წინაპრები ვაზის ტოტის მეშვეობით მარტივად არკვევდნენ. წარმართული რიტუალები, უძირო ტბები, შელოცვა, ჯადო - სამყაროში ხომ უამრავი რამ ხდება. ამჯერად საქართველოში არსებულ საშიშ და მისტიკურ ადგილებზე უფოლოგ ერეკლე შონიას ვესაუბრეთ.

- საქართველო ბიოლოგიურად ისეთ ზონებს მიეკუთვნება, როგორიც არის ტიბეტი და ბერმუდის სამკუთხედი. ჩვენი წინაპრები ვაზის რტოთი ეძებდნენ მსგავს ადგილებს, სადაც განსაკუთრებული ენერგია იქნებოდა საცხოვრებლის ან ტაძრის ასაგებად. ძველი ქრისტიანული ტაძრები მადლიან ადგილებზეა აშენებული. რაც არა მარტო ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, არამედ ნაგებობაზეც მოქმედებს და სწორედ ამიტომ არის, რომ ათასწლეულებს უძლებს. ასეთ ადგილებზე ჩატარებული ლოცვა, ლიტურგია, საეკლესიო მუსიკა გარემოს, ხეობას დადებითად მუხტავს. ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში არ იკლებს, თუ ხელოვნურად არ ჩავერიეთ და ეკოლოგიური ძვრები არ მოვახდინეთ. რაც შეეხება საკრალურ ადგილებს, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასეთ ადგილებს ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ისტორიულად ერიდებოდნენ, არც სახლს აშენებდნენ, არც ტაძარს, არც საძოვრად იყენებდნენ.

- როგორ იგებდნენ, რომ ეს ადგილი გამოუსადეგარი იყო?

- როგორც ამბობენ, ასეთ ადგილებში ცუდად გრძნობდნენ თავს, საქონელი ვერ ისვენებდა, ძაღლები მთელი ღამე ყეფდნენ. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს ადგილები ბიოლოგიურად არამდგრადი იყო და სხვადასხვა სახის გამოსხივება ხდებოდა. რამაც შეიძლება საბოლოოდ სიკვდილიც გამოიწვიოს. მაგალითად, მეწყერსაშიშ ზონას ყოველთვის გრძნობს ცხოველი.

იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ჩვენი წინაპრები ცხოველს წაიყვანდნენ, დააბამდნენ. თუ გაჩერდებოდა და თავს კარგად იგრძნობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებდნენ მშენებლობას. რასაც დღეს მეცნიერები იკვლევენ, ამას ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინ ხედავდნენ. ეს საკრალური ცოდნა, რომელიც ამ ხალხში იდო, დღემდე გრძელდება მთის რეგიონში. ალბათ გაგიგიათ ადგილები, სადაც ქალბატონებისთვის მისვლა აკრძალულია. ეს თემა დღემდე ტაბუდადებულია. არსებობს ადგილები, სადაც მამაკაცებიც ვერ მიდიან და მხოლოდ ხევისბერს აქვს შესვლის უფლება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტაბუში ქალბატონების დაცვის ფუნქცია იდოს, ანუ ადგილს ისეთი გამოსხივება ჰქონდეს, რომ ქალის სუსტი ბუნება ვერ უძლებდეს. საქართველოში ცნობილია ისეთი ეკლესიები, სადაც უშვილო ქალბატონები ფეხშიშველები ადიოდნენ და ისეთი ძვრები ხდებოდა, რომ მალე ფეხმძიმდებოდნენ.

...

- პრეზიდენტის და პრემიერის რეზიდენციები როგორ ადგილებზეა აგებული?

- 1990-1991 წელი იყო, მამაჩემი, თალეს შონია კვლევებს ატარებდა იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ეკლესიები იყო აშენებული. ორი წიგნი გამოუშვა, სად როგორი ველებია. ამ ყველაფერის გამო მისი კვლევები ყურადღების ცენტრში მოექცა სამღვდელოების მხრიდან და მამასა და საპატრიარქოს შორის ინფორმაციის გაცვლა დაიწყო. იმ პერიოდში საპატრიარქო სხვა ადგილზე გადასვლას აპირებდა. მათ შორის იყო შეთავაზება, რომ ქალაქის "გაის" შენობის ტერიტორიაზე დაედო საპატრიარქოს ბინა, სადაც დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაა. მახსოვს, მამამ შეამოწმა ის ადგილი, პარალელურად შემოწმდა თაბორის მთაც, სადაც დღეს ეკლესია დგას და ამის დასკვნებიც კი გვაქვს. თაბორის მთას ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული ჰქონდა მადლი.

- რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიას?

- აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მიწისქვეშა გო­გირდოვანი წყლები გადის და ადამიანის ხანგრძლივად ყოფნა ან ლოცვა უარყოფით გავლენას ახდენს. მაშინ საპატრიარქო შეეშვა ამ იდეას და თავისი რეზიდენცია აღარ გადაუტანია. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აშენდა სასახლე. იქ ხანგრძლივი ცხოვრება ცუდი იქნება არა მარტო მიშასთვის, არამედ შემდგომი თაობებისთვის. იქ უნდა იყოს ისეთი დაწესებულება, სადაც დღის განმავლობაში დიდ დროს არ გაატარებს ადამიანი.

- რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სახლს?..

- ეს არის ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე, კლდეზე აშენებული შენობა. იქ მიწისქვეშა წყლები არ გადის, კლდე ესაზღვრება და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი ადგილია. ყოველ შემთხვევაში, საცხოვრებლად უკეთესია. ადამიანი, რომელიც დიდ დროს გაატარებს მაგ ტერიტორიაზე და საკუთარ თავს დააკვირდება, შეამჩნევს, როგორ მოქმედებს. ჩემს სახლში არის ზოლი, სადაც არ არის კარგი ენერგეტიკა. ბოლო ორი თვე მოხდა ისე, რომ საწოლი სხვაგან გადავიტანეთ და ფეხების ზონა იმ ნაწილში მოხვდა. რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ დილას გაღვიძებულს ფეხები მტკიოდა. სხვა ოთახში დაძინების შემთხვევაში ყველაფერი მშვენივრად იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია