Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს
მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ი­დან სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­მა, მთაწ­მინ­დის პარკში გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო, გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კან­ცე­ლა­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს , კან­ცე­ლა­რი­ა­ში შე­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უფ­როს­მა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა წე­რი­ლი ყვე­ლა უწყე­ბას გა­უგ­ზავ­ნა და მთაწ­მინ­დის პარკში გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა.

კან­ცე­ლა­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რო­მელ უწყე­ბებ­ზე ჰქონ­და მთაწ­მინ­დის პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პრე­ტენ­ზი­ე­ბი. მათი თქმით, წე­რილ­ში სა­უ­ბა­რი ზო­გა­დად სამ­თავ­რო­ბო მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნებ­ზე იყო.

"ყვე­ლა უწყე­ბამ მი­ი­ღო გაფრ­თხი­ლე­ბა და იმე­დი გვაქვს, მსგავ­სი პრობ­ლე­მა აღარ შე­იქ­მნე­ბა. ჩვენ რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, მთაწ­მინ­დის პარკსაც აღარ აქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი", - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში.

მთაწ­მინ­დის პარ­კის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი სა­სა­ნია ადას­ტუ­რებს, რომ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის მან­ქა­ნე­ბის პარკში გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას წე­რი­ლი მის­წე­რა და პრობ­ლე­მა ამ დრო­ის­თვის ამო­წუ­რუ­ლია.

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ პარ­კის დი­რექ­ტორ­მა სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როსს, მაია ცქი­ტიშ­ვილს წე­რი­ლით მი­მარ­თა. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, "რომ სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, სის­ტე­მა­ტუ­რად, ნე­ბის­მი­ერ დროს ითხო­ვენ გა­და­ად­გი­ლე­ბას პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რეს­ტორ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამის გამო პარ­კის ვი­ზი­ტო­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ექ­მნე­ბათ, რის გა­მოც ღიად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს

მთაწმინდის პარკის გამო, სამთავრობო უწყებებმა გაფრთხილება მიიღეს

მთავრობის კანცელარიიდან სამთავრობო უწყებებმა,  მთაწმინდის პარკში გადაადგილების გამო, გაფრთხილება მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კანცელარიის პრესსამსახურში განუცხადეს , კანცელარიაში შესული განცხადების შემდეგ, უფროსმა მაია ცქიტიშვილმა წერილი ყველა უწყებას გაუგზავნა და მთაწმინდის პარკში გადაადგილებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცა.

კანცელარიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ უწყებებზე ჰქონდა მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას პრეტენზიები. მათი თქმით, წერილში საუბარი ზოგადად სამთავრობო მანქანების კოლონებზე იყო.

"ყველა უწყებამ მიიღო გაფრთხილება და იმედი გვაქვს, მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, მთაწმინდის პარკსაც აღარ აქვს პრეტენზიები", - აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში.

მთაწმინდის პარკის დირექტორი ირაკლი სასანია ადასტურებს, რომ სამთავრობო უწყებების მანქანების პარკში გადაადგილების გამო პრობლემები არსებობდა, მთავრობის კანცელარიას წერილი მისწერა და პრობლემა ამ დროისთვის ამოწურულია.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პარკის დირექტორმა სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, "რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები, სისტემატურად, ნებისმიერ დროს ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით, ამის გამო პარკის ვიზიტორებს სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ, რის გამოც ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია