რუსეთში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელსაც თავში ტაბურეტის ფეხი ჰქონდა

რუსეთში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელსაც თავში ტაბურეტის ფეხი ჰქონდა

კრასნოიარსკის კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა უჩვეულო მძიმე ტრავმის მქონე პაციენტი გადაარჩინეს. დაშავებულს თავიდან მეტალის ტაბურეტის ფეხი "ამოუღეს", რომელიც მამაკაცის თავის ქალაში 11 სმ-ით იყო შესული. ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოიარსკის მხარის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეა განთავსებული.

ნეიროქირურგებმა სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ მამაკაცს თავიდან მასიური უცხო სხეული ამოუღეს. მიუხედავად ამისა, ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია. ოპერაციას მოსალოდნელი სისხლდენაც კი არ გამოუწვევია.

ოპერაციის შემდეგ მამაკაცმა ორი კვირა რეანიმაციაში გაატარა, მაგრამ შემდგომ მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა. ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, მამაკაცის გამოჯანმრთელების პროცესში აქტიური დადებითი დინამიკა აღინიშნება. თუმცა, ექიმები ვერ აკეთებენ პროგნოზს, როგორ აისახება ტრავმა პაციენტის ჯანმრთელობაზე სამომავლოდ.

"მამაკაცი ამბობს თავის სახელსა და გვარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იხსენებს დეტალებს თუ როგორ მიიღო ტრავმა", - განუცხადა ჟურნალისტებს ნეიროქირურგმა პაველ რუდენკომ.

დაშავებული მამკაცი 40-45 წლისაა. როგორც "ინტერფაქსი" წერს, საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტს სიმთვრალის ნიშნები არ ჰქონია.

მომზადებულია prima-tv.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს