ქუთაისის ახალგაზრების საკუთარ ქალაქში ექსკურსიებისთვის, ქალაქის მერია ბიუჯეტიდან 12 000 ლარამდე თანხას ხარჯავს. აღნიშნული თანხა მერიამ ტენდერში გამარჯვებულ შპს "სააგენტო ტურიზმი 2012"-ს გამოუყო.
"ვინც ეს ტენდერი გამოაცხადა, თავის ჭკუით, საქმე გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ერთი კომპანია აიღებს ხელში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ექსკურსიების მოწყობას. უკანონობაა, რომ მერიამ გამოცდილ და პროფესიონალ სააგენტოებს, რომლებიც მრავალი წელია ამ საქმოანობით არიან დაკავებული, ხელ-ფეხი შეუკვეცა. მსგავსი შემთხვევა შევარდნაძის მმართველობის დროს დაფიქსირდა", - აცხადებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კოტე ჭარხალაშვილი.