პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე 19 აგ­ვის­ტოს ნა­ხეს?
ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე 19 აგ­ვის­ტოს ნა­ხეს?

ერი კვი­რის წინ ბა­თუმ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ ახალ­შენ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვლავ უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. 19 აგ­ვის­ტოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ოპე­რა­ტი­უ­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა ვაჟს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა.

ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის დე­და:

- დღე­და­ღამ ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ვართ ჩვენც და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მაგ­რამ შვილს მა­ინც ვერ ვპო­უ­ლობ. 19 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ერთ ბიჭს შე­უ­ნიშ­ნავს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ვი­ღაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი და გა­დაღ­ლი­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 8-დან 10 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ობ­და. მაგ­რამ, მი­სი თქმით, გო­გო­ნას შა­ვი თმა ჰქონ­ია, ჰყვე­ბა, რომ გო­გო­ნამ მის წინ მი­მა­ვალ მა­მა­კაცს სი­გა­რე­ტი მოსთხ­ო­ვა, გა­მო­არ­თვა, ხე­ლი გა­იქ­ნია და იქ­ვე, გუ­ბე­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც იმ ბიჭ­მა გვითხ­რა, მა­საც მოს­თხო­ვა სი­გა­რე­ტი, მი­უ­ცია კი­დეც, მაგ­რამ ეჭ­ვის თვა­ლით შე­უ­ხე­დავს - ამ დი­ლა­ად­რი­ან ვინ არის, რას და­ბო­რი­ა­ლობ­სო. ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გულ გო­გო­ნა­ზე და გვა­რი ჰკითხ­ა. მან კი უპა­სუ­ხა - რა შე­ნი საქ­მე­ა­ო. ახალ­გაზ­რდამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შე­ატყ­ო­ბი­ნა - გო­გო­ნა, რო­მელ­საც ეძებთ, ამა და ამ სახ­ლის კი­ბე­ზე ზის და მო­დი­თო. სა­უ­ბარს რომ მორ­ჩა, უკან მიტ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ გო­გო­ნა აღარ იყო, - 15 წუთ­ში მი­სუ­ლა ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ა, გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გო­გო­ნა იმ ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა. ვა­ჟის გარ­და ის ხან­დაზ­მულ ქალ­საც შე­უ­ნიშ­ნავს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად 15 წუთ­ში ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი, იქ ვი­ყა­ვით, გა­და­იჩხ­რი­კა ის სახ­ლი, ქუ­ჩა და მთე­ლი ბა­თუ­მიც, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­აკ­ვლი­ეს. ღა­მის სამ სა­ათ­ზე დავ­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ვა­ჟის აღ­წე­რი­ლო­ბით, მხო­ლოდ შა­ვი ბრი­ჯი ემ­თხვე­ვა. ამ­ბობს, რომ შა­ვი ბლუ­ზა და ჟა­კე­ტი ეც­ვა. და­რე­ჯანს კი მო­ვარ­დის­ფრო ბლუ­ზა და მელ­ნის­ფე­რი ლას­ტე­ბი ეც­ვა, თან სხვა არა­ფე­რი ჰქო­ნი­ა. ჩაც­მუ­ლო­ბას აღარც ვა­ნი­ჭებთ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ამ­დე­ნი დღე გა­ვი­და და შე­საძ­ლო­ა, გა­მო­ეც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი. მა­ინც არ მჯე­რა, რომ ეს ჩე­მი შვი­ლი იყო. თუმ­ცა და­სარ­წმუ­ნებ­ლად, მინ­და ვნა­ხო, ვინ იყო ის გო­გო­ნა. ბიჭ­მა ისიც თქვა, იმ ბავ­შვს ემ­ჩნე­ო­და, რომ ღა­მეს ოჯახ­ში არ ათევს, ქუ­ჩა­ში და­ხე­ტი­ა­ლობს, ბინ­ძუ­რი ტან­საც­მე­ლი ეც­ვა­ო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემს შვილს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ ექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­ში მო­ვა. ერთ დღეს მი­სი ტე­ლე­ფო­ნი­დან წა­მით შე­მო­ვი­და შეტყ­ო­ბი­ნე­ბა - "ხაზ­ზე ვარ", იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­მოწ­მეს ვი­დო­კა­მე­რე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რი ჩანს, ლომ­ბარ­დე­ბიც გა­და­ა­მოწ­მეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა სას­ტუმ­რო, ღა­მის კლუ­ბე­ბი, სა­დაც თურ­მე გო­გო­ნებს ამუ­შა­ვე­ბენ, მაგ­რამ...

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე 19 აგ­ვის­ტოს ნა­ხეს?

ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე 19 აგ­ვის­ტოს ნა­ხეს?

ერი კვი­რის წინ ბა­თუმ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ ახალ­შენ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვლავ უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. 19 აგ­ვის­ტოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ოპე­რა­ტი­უ­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა ვაჟს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა.

ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე, და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის დე­და:

- დღედაღამ ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ვართ ჩვენც და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მაგ­რამ შვილს მა­ინც ვერ ვპო­უ­ლობ. 19 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, სუ­ლა­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ერთ ბიჭს შე­უ­ნიშ­ნავს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ვი­ღაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მო­უვ­ლე­ლი და გა­დაღ­ლი­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 8-დან 10 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ობ­და. მაგ­რამ, მი­სი თქმით, გო­გო­ნას შა­ვი თმა ჰქონ­ია, ჰყვე­ბა, რომ გო­გო­ნამ მის წინ მი­მა­ვალ მა­მა­კაცს სი­გა­რე­ტი მოსთხ­ო­ვა, გა­მო­არ­თვა, ხე­ლი გა­იქ­ნია და იქ­ვე, გუ­ბე­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც იმ ბიჭ­მა გვითხ­რა, მა­საც მოს­თხო­ვა სი­გა­რე­ტი, მი­უ­ცია კი­დეც, მაგ­რამ ეჭ­ვის თვა­ლით შე­უ­ხე­დავს - ამ დი­ლა­ად­რი­ან ვინ არის, რას და­ბო­რი­ა­ლობ­სო. ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გულ გო­გო­ნა­ზე და გვა­რი ჰკითხ­ა. მან კი უპა­სუ­ხა - რა შე­ნი საქ­მე­ა­ო. ახალ­გაზ­რდამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შე­ატყ­ო­ბი­ნა - გო­გო­ნა, რო­მელ­საც ეძებთ, ამა და ამ სახ­ლის კი­ბე­ზე ზის და მო­დი­თო. სა­უ­ბარს რომ მორ­ჩა, უკან მიტ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ გო­გო­ნა აღარ იყო, - 15 წუთ­ში მი­სუ­ლა ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ა, გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გო­გო­ნა იმ ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა. ვა­ჟის გარ­და ის ხან­დაზ­მულ ქალ­საც შე­უ­ნიშ­ნავს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად 15 წუთ­ში ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი, იქ ვი­ყა­ვით, გა­და­იჩხ­რი­კა ის სახ­ლი, ქუ­ჩა და მთე­ლი ბა­თუ­მიც, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­აკ­ვლი­ეს. ღა­მის სამ სა­ათ­ზე დავ­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ვა­ჟის აღ­წე­რი­ლო­ბით, მხო­ლოდ შა­ვი ბრი­ჯი ემ­თხვე­ვა. ამ­ბობს, რომ შა­ვი ბლუზა და ჟა­კე­ტი ეც­ვა. და­რე­ჯანს კი მო­ვარ­დის­ფრო ბლუზა და მელ­ნის­ფე­რი ლას­ტე­ბი ეც­ვა, თან სხვა არა­ფე­რი ჰქო­ნი­ა. ჩაც­მუ­ლო­ბას აღარც ვა­ნი­ჭებთ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ამ­დე­ნი დღე გა­ვი­და და შე­საძ­ლო­ა, გა­მო­ეც­ვა­ლა ტან­საც­მე­ლი. მა­ინც არ მჯე­რა, რომ ეს ჩე­მი შვი­ლი იყო. თუმ­ცა და­სარ­წმუ­ნებ­ლად, მინ­და ვნა­ხო, ვინ იყო ის გო­გო­ნა. ბიჭ­მა ისიც თქვა, იმ ბავშვს ემ­ჩნე­ო­და, რომ ღა­მეს ოჯახ­ში არ ათევს, ქუ­ჩა­ში და­ხე­ტი­ა­ლობს, ბინ­ძუ­რი ტან­საც­მე­ლი ეც­ვა­ო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემს შვილს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ ექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­ში მო­ვა. ერთ დღეს მი­სი ტე­ლე­ფო­ნი­დან წა­მით შე­მო­ვი­და შეტყ­ო­ბი­ნე­ბა - "ხაზ­ზე ვარ", იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­მოწ­მეს ვი­დო­კა­მე­რე­ბი, მაგრამ არა­ფე­რი ჩანს, ლომ­ბარ­დე­ბიც გა­და­ა­მოწ­მეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­დაჩხ­რი­კეს ყვე­ლა სას­ტუმ­რო, ღა­მის კლუ­ბე­ბი, სა­დაც თურ­მე გო­გო­ნებს ამუ­შა­ვე­ბენ, მაგ­რამ...

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"