თვით­მკვლელ­თა ატ­რაქ­ცი­ო­ნი - "ახალგაზრდები ზოგჯერ დღეში 20-30-ჯერ იღებენ ბიოს"

თვით­მკვლელ­თა ატ­რაქ­ცი­ო­ნი - "ახალგაზრდები ზოგჯერ დღეში 20-30-ჯერ იღებენ ბიოს"

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი სამსახურიდან ტაქსით შინ ბრუნდებოდა. საბჭოს მოედანზე ტაქსი გააჩერა და მაღაზიაში შეირბინა. რომ გამოვიდა, ახალგაზრდა ბიჭმა სთხოვა, ძმურად, გადასასვლელ ხიდამდე გამიყვანეო. ჩემს მეგობარს უარი არ უთქვამს. გზაში ახალგაზრდამ თქვა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და სანზონაში მდებარე საავადმყოფოში სჭირდებოდა მისვლა. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ის დანიშნულების ადგილამდე მიეყვანა. გზად ტაქსის მძღოლი და ჩემი მეგობარი იმაზე საუბრობდნენ, რომ ადრე "ნახალოვკაში" ტრამვაი მოძრაობდა. ამან რატომღაც მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა შეაშფოთა - სად არის, საიდან მოდის ტრამვაიო?! შემდეგ კი გაითამაშა სცენა - ვითომ ვიღაცას ურეკავდა და დედისთვის წამლის ფულს სთხოვდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საავადმყოფოში მიიყვანეს ეს ახალგაზრდა და მან თავხედურად მოსთხოვა ჩემს მეგობარს 10 ან 20 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი ცდილობდა, მისთვის დანა კისერში დაერტყა. ტაქსის მძღოლმა იყოჩაღა, თორემ დღეს ჩემი მეგობარი ცოცხალი არ იქნებოდა. იმ უბნელებთან გასაუბრების შემდეგ კი გაირკვა - ეს ახალგაზრდა, თავის რამდენიმე თანატოლთან ერთად, ნარკოტიკ "ნიანგზე" ("კრაკადილი") იყო "შემჯდარი". სამწუხაროდ, როგორც გავარკვიეთ, ამ კუთხით საქართველოში მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 45 000 ნარ­კო­ტი­კის პრობ­ლე­მუ­რი (ი­ნი­ექ­ცი­უ­რი გზით) მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ "ნი­ანგს", იმა­ვე "ჯო­ჯო­ხე­თურ ნა­რევს" იყე­ნებს. თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში კი შე­და­რე­ბით ახა­ლი ბი­ო­-ა­რო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბი, ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი და მათ გა­მო­წე­რა-­შე­ძე­ნას ახალ­გაზ­რდა გო­გო-­ბი­ჭე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ. ახ­ლა­ხან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 8 სა­ხე­ო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თი შე­მო­ტა­ნა-­გავ­რცე­ლე­ბა დას­ჯა­დი გახ­დე­ბა, რაც მის ბრუნ­ვა­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ამ­ცი­რებს. "ნი­ან­გის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ არ არის შეს­წავ­ლი­ლი და დად­გე­ნი­ლი, სა­ბო­ლო­ოდ რა შე­დე­გე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია ბი­ო-­ნარ­კო­ტი­კებს.

გვე­სა­უბ­რე­ბა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ნარ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა თო­და­ძე.

- ე.წ. ნი­ან­გი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ოპი­ო­ი­დე­ბის ჯგუფს, რო­გორც მორ­ფი­ნი, ჰე­რო­ი­ნი, კო­დე­ი­ნი... მი­სი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია დე­ზო­მორ­ფი­ნი, რომ­ლის მი­ღე­ბაც კუს­ტა­რუ­ლად, კო­დე­ი­ნის შემ­ცვე­ლი აბე­ბი­დან ხდე­ბა - კო­დე­ი­ნის გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბა დე­ზო­მორ­ფი­ნად. ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ხან­მოკ­ლე მოქ­მე­დე­ბი­სა­ა, ვიდ­რე ჰე­რო­ი­ნი, ამი­ტომ ხში­რად უწევთ მი­სი მი­ღე­ბა. "ნი­ანგს" ამაღ­ლე­ბუ­ლი გუ­ნე­ბა-­გან­წყო­ბი­ლე­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს, "ლომ­კის" დროს კი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბაც. მი­სი ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში­ა, რად­გან მა­თი ქცე­ვა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია და შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნოს. მათ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვთ თვით­კონ­ტრო­ლი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია გა­რე­მოს აღ­ქმა, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი­ვეა მა­თი ქმე­დე­ბაც. ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი სა­კუ­თარ თავს და ორ­გა­ნიზმს ვნე­ბენ. "ნი­ან­გი" იწ­ვევს მძი­მე დარ­ღვე­ვებს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ფსი­ქი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მას­ში შე­მა­ვალ ტოქ­სი­ნებს და მძი­მე მე­ტა­ლებს სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია აქვს, და­ბა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა, ძა­ლი­ან ტოქ­სი­კუ­რია და ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის 60-70% "ნი­ან­გის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი­ა. ჩვენს ინ­სტი­ტუტ­ში არის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის, მე­ტა­დო­ნის, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი. პა­ცი­ენტს თვე­ში 150 ლა­რის გა­დახ­და უწევს, სექ­ტემ­ბრი­დან კი 115-120 ლა­რი გახ­დე­ბა. გვაქვს სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დე­ტოქ­სი­კა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი და თვით­და­ფი­ნან­სე­ბაც. დღეს­დღე­ო­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მე­ბი ერ­თდრო­უ­ლად 2 000 პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ისი­ნი ყვე­ლა­ნი ოპი­ო­ი­დე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან.

- ბი­ო-­ნარ­კო­ტი­კებ­ზე რას გვეტყ­ვით, რო­მე­ლიც ლა­მის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ნარ­კო­ტი­კად იქ­ცა?

- ბიო შე­და­რე­ბით ახა­ლი ნარ­კო­ტი­კია, რომ­ლის დი­დი პარ­ტი­ის გა­მო­წე­რა ხდე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით, და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პა­კე­ტე­ბი ჩა­მო­დის ჩა­ის სა­ხით, ზოგს აბა­ზა­ნის მა­რი­ლი აწე­რი­ა. აქამ­დე ბი­ო-­ნარ­კო­ტი­კი არ იყო აკ­რძა­ლუ­ლი, ახ­ლა­ხან კი მი­სი 8 სა­ხე­ო­ბა შე­ი­ტა­ნეს აკ­რძა­ლულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში. ბიო არის სინ­თე­ზუ­რი კა­ნა­ბი­ნო­ი­დი, ანუ აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას, არის ქი­მი­უ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სინ­თე­ზი­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი. მას ეწე­ვი­ან ან შე­იყ­ნო­სა­ვენ. ეს არის კა­ნაფ­ში შე­მა­ვა­ლი ნა­რე­ვი და იწ­ვევს ეი­ფო­რი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ბიო სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა. ის გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე მა­რი­ხუ­ა­ნა, მოქ­მე­დე­ბის ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით. ზე­დო­ზი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ა­სე­ვე, იწ­ვევს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს, ბოდ­ვით რე­აქ­ცი­ას, არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქმე­დე­ბებს, თუმ­ცა სწრა­ფად გა­დის და მი­სი მი­ღე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­ჯე­რა­დად ხდე­ბა. შემ­ხვედ­რია ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ში 20-30-ჯერ იღე­ბენ ბი­ოს ეზო­ში, სა­დარ­ბა­ზო­ში, ბაღ­ში... კაცს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად მო­ახ­დი­ნა ბი­ოს სინ­თე­ზი­რე­ბა, ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას მო­იხ­მა­რენ, არი­ან იდი­ო­ტე­ბი, ვი­ნა­ი­დან არა­ვინ იცის, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ამას. მას­ზე ცნო­ბი­ლი არა­ფე­რი­ა, გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნებს იმ მო­მენ­ტში, ხდე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­რე­შე უჭირს არ­სე­ბო­ბა, მი­სი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ხდე­ბა ამ ნარ­კო­ტი­კის შოვ­ნა, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი კი უკა­ნა პლან­ზე იწევს.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" გა­ე­სა­უბ­რა ნარ­­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ნი­ან­გის" მომ­ხმა­რე­ბელს, 33 წლის კა­ხას, რო­მელ­მაც გვა­რის გამ­ხე­ლის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვა:

- ნარ­კო­ტი­კი პირ­ვე­ლად 18 წლი­სამ გავ­სინ­ჯე, რე­გუ­ლა­რუ­ლად კი 20 წლის შემ­დეგ მო­ვიხ­მარ. "ნი­ან­გზე" ვზი­ვარ, მა­ნამ­დე "ჰე­როი­ნის", "სუ­ბო­ტექ­სის" და "ვინ­ტის" სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და. "ნი­ანგს" სა­მე­გობ­რო ვიწ­რო წრე­ში ვამ­ზა­დებთ, კომ­პო­ნენ­ტებს ფსი­ქოტ­რო­პულ აფ­თი­ა­ქებ­ში ვი­ძენთ.

- ფარ­მა­ცევ­ტე­ბი ხვდე­ბი­ან, რის­თვის იძენთ მათ?

- რა თქმა უნ­და, რა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი­ა, რა­ში სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს 20 და 30 ცა­ლი ხვე­ლე­ბის აბი, მა­გა­ლი­თად "კო­დე­სა­ნი"? მის და­სამ­ზა­დებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია "კო­დე­სა­ნი" ან "კო­დე­ტერ­პი", იო­დი, ბენ­ზი­ნი, ფოს­ფო­რი (ა­სან­თის თა­ვე­ბი), მი­ლე­ბის საწ­მენ­დი მჟა­ვა, მა­რი­ლი და ასე შემ­დეგ. ყვე­ლა კომ­პო­ნენტს არ ჩა­მოვ­თვლი.

- თა­ვის და­ნე­ბე­ბა არ გიც­დი­ათ? ალ­ბათ იცით, რა შე­დე­გე­ბიც მო­აქვს?

- კი, ვი­ცი... და­ნე­ბე­ბის დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, "ა­ხა­ლი ვექ­ტო­რის" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ვარ, ტრე­ნინ­გებ­ზეც დავ­დი­ვარ და ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი "ნი­ან­გის" შე­სა­ხებ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გა­მო­დის. პროგ­რა­მა­ში რომ ჩავ­ჯდე, მა­შინ 450 ლა­რი უნ­და გა­და­ვი­ხა­დო, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მაქ­ვს. დამ­ღლე­ლია ერ­თფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რად ფუ­ლის შოვ­ნა, პო­ლი­ცი­ის­გან მალ­ვა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ვარ. ყვე­ლა ფსი­ქოტ­რო­პულ აფ­თი­აქ­თან დგა­ნან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და რამ­დენ­ჯე­რაც გა­მოხ­ვალ, გა­ჩე­რე­ბენ, ახ­ლა უკ­ვე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­საც აკონ­ტრო­ლე­ბენ, ბოთ­ლით ვი­საც და­ი­ნა­ხა­ვენ, აჩე­რე­ბენ. ღვთის წყა­ლო­ბით, პო­ლი­ცი­ას­თან პრობ­ლე­მა ჯერ არ მქო­ნი­ა, ვე­რი­დე­ბი და წამ­ლებ­ზე ე.წ. სუფ­თა ადა­მი­ა­ნებს ვგზავ­ნით აფ­თი­ა­ქებ­ში.

- რა გიჯ­დე­ბათ ეს "სი­ა­მოვ­ნე­ბა"?

- წა­მა­ლი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­კე­თო და ერ­თი მო­ხარ­შვა და­ახ­ლო­ე­ბით 35 ლა­რი ჯდე­ბა­. ა­მას ჩვენ, "ნი­ან­გის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი" ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ვწვდე­ბით, ხან 5, ხან 10 ლა­რის და­დე­ბა მი­წევს. სა­ჭი­რო ფულს ხან ვსეს­ხუ­ლობ... ერ­თი­ა­ნად რომ 450 ლა­რი ვი­შო­ვო და სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვი­დე, იმ 4 კაცს რა ვუ­ყო, ერ­თად რომ ვართ, "ლომ­კა­ში" დავ­ტო­ვო?

- ნა­ნობთ, ამ გზით რომ წახ­ვე­დით?

- ვნა­ნობ... ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან დაწყ­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­დეს, იმა­ვე გზას არ გა­ვივ­ლი­დი...

კო­კა ლა­ბარ­ტყა­ვა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ა­ხა­ლი ვექ­ტო­რი":

- ჩვენ­ში ამ პრობ­ლე­მი­სად­მი არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­დი­ან აფ­თი­ა­ქებ­ში, იძე­ნენ ინ­გრე­დი­ენ­ტებს და ისევ ამათ იჭე­რენ. აფ­თი­ა­ქებ­ზე კი, რომ­ლე­ბიც წამ­ლებს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე გას­ცე­მენ, სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამას უნ­და მი­ხე­დონ, იმ ადა­მი­ა­ნებს ნუ­კი დას­დე­ვენ, რო­მელ­თაც, რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვთ.

"ნი­ან­გი" ­("კრა­კა­დი­ლი")

ნარ­კო­ტი­კი "ნი­ან­გი", იგი­ვე დე­ზო­მორ­ფი­ნი, გა­ნე­კუთ­ვნე­ბა სინ­თე­ტი­კუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის ჯგუფს, რო­მე­ლიც ძალ­ზე სწრა­ფად იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ქი­მი­უ­რი პრო­დუქ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ხე­ლოვ­ნუ­რად დამ­ზა­დე­ბულ დე­ზო­მორ­ფინს, თა­ვი­სი ტოქ­სი­კუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მრა­ვა­ლი სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ - "ნი­ან­გი", "ნარ­კო­ტი­კი ღა­რი­ბე­ბის­თვის", "სა­სიკ­ვდი­ლო შხა­მი", "ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ნა­რე­ვი", "თვით­მკვლელ­თა ატ­რაქ­ცი­ო­ნი", "რეპ­ტი­ლი­ა".

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ნარკოტიკის მომხმარებელია

მშობლებო! მიაქციეთ ყურადღება საგანგაშო ნიშნებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში შეიძლება გამოვლინდეს

ურთიერთობა თანატოლებთან

თქვენი შვილი არ გაცნობთ თავის ახალ მეგობრებს, ამასთან, წყვეტს ურთიერთობას ძველ მეგობრებთან.

სკოლა

მოზარდი კარგავს ინტერესს სწავლისა და ადრინდელი გატაცებების მიმართ, სწავლის დონე მკვეთრად ეცემა.

ურთიერთობა ოჯახში

ბავშვი ხშირად ცრუობს და არც კი ცდილობს, რომ ეს ტყუილი სიმართლეს ჰგავდეს.

მკვეთრად ეცვლება განწყობა, აგდებულად გექცევათ და არამოტივირებულ აგრესიას ავლენს.

აქტიურობა

სძინავს დღე და ფხიზლობს ღამე, საღამოობით ცდილობს შინიდან გასვლას და გვიანობამდე არ ბრუნდება.

მადა და წონა

მოზარდი მთელი დღეების განმავლობაში არაფერს ჭამს, მოულოდნელად კი "მგლურ" მადას ავლენს, მკვეთრად იკლებს წონაში ან პირიქით - იმატებს.

საოჯახო ნივთები

შინიდან იკარგება ფული, საგნები და ძვირფასეულობა.

სახლში პოულობთ შებოლილ ჭურჭელს, ფოლგის ნაკუწებს, აბებს, შპრიცებს.

გარეგნობა და ტანსაცმელი

ბავშვს უცნაური შუშის გამოხედვა და წითელი თვალები აქვს.

გუგები ან მუდმივად შევიწროებული, ან მუდმივად გაფართოებულია. არ რეაგირებს განათებაზე

მოზარდი ძალიან ფერმკრთალია, უფუჭდება თმა და კბილები.

ჩაცმის მიმართ დაუდევარია.

იცვამს გრძელსახელოებიან პერანგებს და მალავს ხელებს, რათა სილურჯეები და ნანემსარების კვალი დაფაროს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია