პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს
გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ბერ­ძნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე ათენ­ში, სა­ექ­სტრა­და­ციო სა­პყრო­ბი­ლე­ში სცე­მეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა, დალი იმ­ნა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ჩხი­ტუ­ნი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია, ვინ გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს, თუმ­ცა და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჩხი­ტუ­ნი­ძეს ათე­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში მყოფ­მა ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა პა­ტი­მარ­მა მი­ა­ყე­ნა.

"იმ ცი­ხე­ში 80 ქარ­თვე­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი. და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და გა­მომ­ძი­ებ­ლად და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რო­მე­ლი­მეს ეცნო და ეცე­მა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი თქმით, ჩხი­ტუ­ნი­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ ათენ­ში მის ად­ვო­კატ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს.

და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექ­სტრა­დი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ჩხი­ტუ­ნი­ძე ათენ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბერ­ძნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აიყ­ვა­ნეს. ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას აპი­რებ­და და სა­ზღვარ­ზე იმ მო­ტი­ვით აიყ­ვა­ნეს, რომ მის დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტს მოქ­მე­დე­ბის ვადა ჰქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეპი­ზოდს, ჩხი­ტუ­ნი­ძეს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ცი­ხე­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა­ში ხელ­შე­წყო­ბა ბრალ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს

გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე ათენის საპყრობილეში სცემეს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, საბერძნეთში დაკავებული დავით ჩხიტუნიძე ათენში, საექსტრადაციო საპყრობილეში სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხიტუნიძის ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა განუცხადა, ჩხიტუნიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადვოკატისთვის უცნობია, ვინ გაუსწორდა ფიზიკურად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები ჩხიტუნიძეს ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა მიაყენა.

"იმ ციხეში 80 ქართველია მოთავსებული. დავით ჩხიტუნიძე წლების განმავლობაში მუშაობდა გამომძიებლად და არ არის გამორიცხული, რომელიმეს ეცნო და ეცემა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ჩხიტუნიძის მონახულების საშუალება არ ეძლევათ ათენში მის ადვოკატსა და საქართველოს ელჩს.

დავით ჩხიტუნიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას მოითხოვს.

ჩხიტუნიძე ათენში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ